შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“ჯადოსნური ბიმა”


14-04-2019, 18:14
ავტორი Magnitomania
ნანახია 818

* * *
ოთახის ღია ფანჯრებიდან გაზაფხულის ყვავილების მდიდარი სურნელი შემოსულიყო. იქვე მდგარ სავარძელში მოკალათებული ოლივია მონდომებით კითხულობდა სახლის ბიბლიოთეკაში ნაპოვნ წიგნს და თითოეულ წინადადებას თავის ცხოვრებას უკავშირებდა. ბაღიდან შემოსული ჩიტების ჟღურტული ყურს უტკბობდა და ანჟეში დასადგურებულმა სიმშვიდემაც თავისებური გავლენა იქონია მასზე. ვეიბო კალთაში უზის და ნებივრობს, წიგნის კითხვის საშუალებას არ აძლევს, ამიტომ ოლივია ფეხზე დგება, წიგნს ადგილზე დებს და გარეთ გასასვლელად ემზადება. გაშლილი წაბლისფერი თმა მხრებამდე სწვდებოდა, დაფიქრებული, შუქიანი თვალებით ანათებდა იქაურობას, ხოლო მისი დიდი, შევსებული ტუჩები სახეს კიდევ უფრო უმშვენებდნენ. ბაღში გავიდა, სადაც ერთი მეორეზე ლამაზი ყვავილი ხარობდა. ოლივიას ძველი, თეთრი სახლი ზუსტად ამ ბაღში ჩაფლულიყო. თეთრ სახლს მწვანე დარაბები და მწვანე კარი ამშვენებდა. ბაღში ალუბლის ხეებიც ხარობდნენ, შროშანებიც, ტიტებიც და კიდევ ბევრი ლამაზი ყვავილი. ალუბლები თეთრად გადაპენტილიყვნენ, ბაღს გარშემო რუხი ღობე ერტყა და მიუხედავად იმისა, რომ მის გადახტომას დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდა, ეზოში შესვლისას ისეთი გრძნობა გეუფლებოდა, რომ ეს ღობე ყველაფრისგან დაგიცავდა. ბავშვობაში ოლივია დროის უმეტეს ნაწილს აქ, ამ ბაღში ატარებდა. ამ ყვავილებსაც ის უვლიდა თავის უმცროს დასთან და დედასთან ერთად…
* * *
” …2013 წლის 13 ოქტომბერს მდინარე ლუარას სანაპიროზე აღმოჩენილ იქნა ამავე წლის 23 აგვისტოს გაუჩინარებული დედა-შვილი, ელენი და ინეს ბუშარი. პირველადი დაკვირვების შედეგად ექსპერტები დედა-შვილის სიცოცხლის აღსასრულს თვითმკვლელობას აწერენ თუმცა, ზუსტი პასუხის მისაღებად ინციდენტზე ამჟამად სპეციალისტები მუშაობენ… ”
15 წლის ასაკში დაკარგა ორი, ყველაზე ძვირადღირებული ადამიანი – დედა და უმცროსი და. ადამიანები, რომლებსაც მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი ეკავათ, დატოვეს იგი სასტიკ სამყაროსთან მარტო. მას მერე ოლივია მარტო ებრძვის იმ შიშს და ტკივილს რაც გააჩნია.
ამბობენ, რომ დრო კარგი მკურნალია. სინამდვილეში დრო უბრალოდ გვასწავლის როგორ შევეგუოთ ტკივილს და არ მივცეთ უფლება გაგვანადგუროს. ოლივიამაც ისწავლა ბრძოლა გადარჩენისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ელენის და ინესის სიკვდილმა დიდი ტკივილი მოუტანა, არ ნებდება და ყველაფერს აკეთებს ამ სასტიკ წუთისოფელთან ბრძოლაში გამარჯვებისთვის.

* * *
ბაღი ისევ ისეთი იყო, როგორიც რამდენიმე წლის წინათ. ყვავილები ისევ ისე ხარობდნენ, მწვანე ბალახიც ბიბინებდა ძველებურად. ის სიმშიდეც ისევ ისე სუფევდა, როგორც უწინ. სიმშვიდის და თავისუფლების კუნძული კვლავაც მთელ სამყაროს ერჩივნა გოგონას. ეს ბაღი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ოლივია თავს დაცულად გრძნობდა, ამიტომაც აგრძელებდა აქ სიარულს და ყვავილებს ზრუნვას არ აკლებდა. ამჯერად მცენარეები იყვნენ მისი მეგობრებიც და ოჯახის წევრებიც. მისი გულიც მათი წყალობით არსებობდა, რადგან ცხოვრების უმძიმეს წუთებში მათზე ზრუნვით იმშვიდებდა თავს და ავიწყდებოდა სასტიკი სამყარო, რომელიც ასე დაუნდობლად ეთამაშებოდა.
ვეიბო ოლივიამ ერთი წლის წინ ქალაქში სეირნობისას იპოვა. არასდროს ეგონა, რომ ოდესმე ლეკვი ეყოლებოდა თუმცა, ვეიბო დაინახა თუ არა, გულმა ვერ მოუთმინა და სახლში წამოიყვანა. მას მერე ვეიბო სულ კუდში დასდევს პატრონს და წამითაც არ შორდება. ლეკვიც გრძნობს მის მწუხარებას და ცდილობს როგორმე გაამხიარულოს, ამიტომ ხან ხელებს ულოკავს და ხანაც სათამაშოდ იწვევს. ოლივიაც თამაშში ჰყვება და ასე თამაშობენ მანამ, სანამ ორივეს არ მობეზრდება.
ბაღში მჯდომი ოლივია, ისევ ყვავილებს ევლებოდა თავს. არც ვეიბო დავიწყებია, ბაღის ერთი ბოლოდან გამოსძახებდა ხოლმე და ისიც მეორე ბოლოდან გამორბოდა კუდის ქიცინით..
– Ce n’était pas une vie, on existait, et c’est tout..
-ეს არ არის ცხოვრება, ეს უბრალოდ არსებობაა, მეტი არაფერი.. – სევდანარევი ღიმილით ეუბნება ვეიბოს და მიუყვება სახლში მიმავალ ბილიკს, რომელიც ალუბლის ყვავილებით დაფარულიყო. ყვავილები თავზე სცვიოდა და თმებში ეხლართებოდა. ძალიან მოსწონდა თეთრი ყვავილებით დაფარულ მწვანე ბილიკზე სეირნობა..
მეორე დღეს ცოტახანს იწვიმა. ოლივია ვეიბოსთან ერთად ანჟეს ქუჩებში სეირნობდა. ფიქრებში იმდენად იყო ჩაფლული, რომ ვერც გაიგო როგორ აღმოჩნდა მდინარე ლუარას მეორე ნაპირზე. იქვე ტყეში მიმავალი გზაც იყო, სადაც პატარა სახლი იდგა. სახლს ეგრევე ეტყობოდა რომ ახალი აშენებული არ იყო და ბევრი რამ გამოუვლია. სახლში შესვლისას დაინახავდით ბუხარს, რომელშიც ცეცხლი მუდამ გიზგიზებდა, იქვე იდგა სავარძელი პატარა მაგიდასთან ერთად, რომელზეც ოლივიასთვის უცხო წიგნი იდო. ამ სახლში ერთი ახალგაზრდა, ოსტინ ტეივო ცხოვრობდა…

* * *
გვიან ღამით, როდესაც უკვე ყველას ეძინა, ოსტინი ოთახში გამოკეტილი კითხულობდა წიგნს ამბავზე, რომელიც სავარაუდოდ ავტორის მიერ იყო გამოგონილი. ავტორი წერს: “არსებობენ ძალები, რომელთა შესახებ ადამიანებმა არაფერი იციან, ხოლო ვლინდებიან მაშინ, როდესაც ადამიანებს მათი არსებობის ჭეშმარიტად სწამთ.” მთელი წიგნი ამ ძალების და მისტიური სამყაროს აღწერას ეთმობა, ხოლო ბოლოს მკითხველს უსვამს კითხვას: “და თქვენ? თქვენ გწამთ ჯადოსნური სამყაროს არსებობის??” ოსტინს არაერთხელ უფიქრია ამ კითხვაზე თუმცა, პასუხი მაინც არ აგონდებოდა…
“რთულია იფიქრო რაღაცაზე, რომლის არსებობაში დარწმუნებულიც არ ხარ მაშინ, როდესაც სხვა, მასზე ბევრად მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემები გაქვს.” -ფიქრობდა ოსტინი თუმცა, არ იცოდა რა სიურპრიზს უმზადებდა ცხოვრება წინ…
* * *
ოლივია აუჩქარებლად ათვალიერებდა ოთახებს ერთი მეორის მიყოლებით. სახლში ნაცნობი სურნელი ტრიალებდა და ვეიბოც ჩვეულებრივზე მეტად იყო აღელვებული. ეს-ეს იყო წავიდოდა რომ არა ოსტინი, რომელიც კარს მიყუდებული აკვირდებოდა ოლივიას ყოველ მოძრაობას..
”მგონი ის არის, ვისაც ვეძებდი. ნუთუ ვიპოვე?! სიზმარშიც ისეთივე ლამაზი იყო..”. ფიქრებიდან ოლივიას ხმამ გამოარკვია.
-თქვენ.. თქვენ ამ სახლის პატრონი ხართ? სასიამოვნო სურნელი ტრიალებს.. იასამანია ?
-იასამანი გიყვართ?
-მე.. კი.
”რატომ მიყურებს ასე? მიცნობს? წასვლის დროა, აჯობებს ისევ ჩემს ბაღში დავბრუნდე. ”
-ჩაის ხომ არ მიირთმევთ ჟოლოს მურაბით? – ღიმილით მიუგო ოსტინმა თითქოს მიხვდა, რომ გოგონა მის მიტოვებას აპირებდა. სამზარეულოში შევიდა ისე, რომ პასუხს არც დალოდებია. ორ-ორი ფინჯანი და ლამბაქი გამოიტანა და ოლივია ჩაისა და ორცხობილებზე მიიწვია, არც დაპირებული ჟოლოს მურაბა დავიწყებია…
ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ. ჩუმად ისხდნენ და აკვირდებოდნენ ერთმანეთის სახის ნაკვთებს. საუბრის დაწყებას არც ერთი ჩქარობდა და რომ არა ოსტინი, კიდევ დიდხანს ისხდებოდნენ გატრუნულები, რაღაცის მოლოდინში.
– ეს სახლი რამდენიმე წლის წინ ავღმოვაჩინე, – დაიწყო დინჯად, – მაშინ 13 წლის ვიქნებოდი. ადგილს ვეძებდი, სადაც მარტო ყოფნას შევძლებდი, სადაც არავინ შემაწუხებდა და სწორედ მაშინ ავღმოჩნდი აქ. მართალია, ტყის შუაგულში მოქცეული ჩემი სავანიდან არ მოსჩანს დიდად აღმაფრთოვანებელი ხედები, თუმცა არის აქ მიმზიდველი მიდამოებიც, განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, რომელსაც განმარტოება ჩემსავით სიამოვნებს.. – ორი წუთით დადუმდა, თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდა. ოლივიას ახედა, თვალებში უყურებდა, გაგრძელება უნდოდა თუმცა გაჩერდა და მხოლოდ რამდენიმე წუთი დუმილის შემდეგ გააგრძელა – შენ ჯერ ბევრი რამის გაგება მოგიწევს. უბრალოდ მენდე..
ოლივიას ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფიქრი მოსდიოდა მხოლოდ. ოსტინს უყურებდა და თვალწინ უცხო კადრებს ხედავდა, სადაც ოსტინს და მას ერთად მოეყარათ თავი. ყურებში დედამისის ხმა ჩაესმოდა და თვალები თანდათან უწყლიანდებოდა.
* * *
უქარო დილა იყო, ნისლი არ იფანტებოდა. მიუხედავად ამისა, მზე მაღლა მოიწევდა და აი, ხეებს შორის უკვე დღე ბრწყინვალებდა. მზის შუქი თანდათან მომძლავრდა და ნისლიც თანდათან აიკრიფა. ვეიბოს ჯერ კიდევ ეძინა, ხოლო ოლივიას ღამე თვალი თითქმის არც მოუხუჭავს. 4 წელია დედა არ დასიზმრებია და არც მისი ხმა გაუგონია ისე მკვეთრად, როგორც გუშინ. გონებაში ერთი ფრაზა უტრიალებდა: ”შენ ჯერ ბევრი რამის გაგება მოგიწევს. უბრალოდ მენდე..” გიჟდებოდა.. ოთახის ყოველ კუთხეში თავის პატარა დას ხედავდა, რომელიც ვეიბოს ეთამაშებოდა, დედა კი საყვედურობდა: ამ წუთას დაიბანე ხელები და ნუღარ ისვრებიო…
მიუხედავად იმისა, რომ მარტოობას უკვე შეჩვეულიყო და სევდა ხშირად აღარ აწვებოდა მის გულს, ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იყო. თითქოს ყველა ის ტკივილი თავიდან განიცადა, თავიდან იგრძნო მარტოობის სიმწარე და თავი კვლავ შესძულდა. შესძულდა იმის გამო, რომ ამდენი ბრძოლის შედეგად მაინც დამარცხდა და მაინც დაყარა ფარ-ხმალი. გულის სიღრმეში იცოდა, რომ იმის გამოსწორება შეუძლებელი იყო, რაც მოხდა. თუმცა, ხვდებოდა იმასაც, რომ შეიძლებოდა შეეცვალა მომავალი მის საკეთილდღეოდ.
ცხოვრება მონოპოლიას გავს, რომლის ბარათებიც განაგებენ შენს ცხოვრებას. ზოგჯერ ბედი გაგიღიმებს და მაშინ, როდესაც თამაშზე ხელს ჩაიქნევ, მოგაგებინებს ლატარეას 300 ევროს ოდენობით.. ზოგჯერაც აღმავალზე მიმავალს, გაგინაწყენდება და ისე იზამს, რომ წამებში დაეშვები ფულით აგებული კოშკიდან და თამაშის დარჩენილ ნაწილს ციხეში გაატარებ, ხოლო მაგ დროს სხვები იღბალში იბანავებენ. ასე ხდება ყოველთვის და მთავარია იმის გააზრება შეგეძლოს, რომ ეს არ არის ცხოვრების აღსასრული და წინ ბევრი სიახლე გელის..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent