შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მაინც.


14-04-2019, 23:49
ავტორი VIKTA
ნანახია 1 317

რატომღაც შენზე ყველაზე მეტს მაშინ ვფიქრობ, როდესაც საათის ისრები 12ს გადაცდება, მისი მინა კი ნაზად აირეკლავს ფანჯრებიდან შემოსულ მთვარის ვერცხლისფერ სხივებს...
ბევრ რამეს წარმოვიდგენ ხოლმე, იმას რაც მინდა რეალურად მოხდეს და რაც არ უნდა სასაცილო იყოს ეს ცოტა ხნით მაბედნიერებს, მაგრამ ძალიან მცირე დროით... ამოვყვინთავ ხოლმე ამ ფანტაზიების მორევიდან და შემდეგ მოგონებების მითრევს... მახსენდება ყოველი წამი, ცუდიც და კარგიც.
არა, არ მოგატყუებ, ძირითადად საუკეთესოებს ვიხსენებ... გაგეცინება ალბათ, საუკუთესო მოგონებები ისინია რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, მე კი რა თქმა უნდა ისინი მიყვარს, სადაც მკოცნი, მეხვევი, მესაუბრები აი ისე, განსხვავებულად რომ იცოდი ხოლმე, ხანდახან... სხვა ხმის ტემბრით, რომ ვიცოდი მარტო მე მეკუთვნოდა... შესაძლოა...მაგრამ არა, დარწმუნებული ვარ ამას გამიზნულად არ აკეთებდი და ვერც ხვდებოდი, როგორ ვისაკუთრებდი შენს საუბარს...
ვიხსენებ ხოლმე, შენს თვალებს.
მიყვარს ის თვალები რომლის ფერსაც დაზუსტებით ვერასდროს ვამბობ... ხან მუქი ლურჯი,ცისფერი, ხან ზღვისფერი, ანდაც მომწვანო,ოდნავ შეპარული ოქროსფერი წერტილებით ალაგ-ალაგ... ხო, დაზუსტებით ნამდვილად ვერ ვიტყვი და ალბათ ამიტომაც მიყვარს ასე განსაკუთრებულად, შენი განსაკუთრებული თვალები...
უცნაურად იცი ხოლმე შემოხედვა, შენს თვალებში რომ ვკითხულობ, რომ რაღაცის თქმა გინდა და თავს იკავებ, ან უბრალოდ რაიმეს აკვირდები. მე მაკვირდები... ჩემს ქცევებს.. შენ ხომ ასე კარგად შეგიძლია ადამიანების ფარული გრძნობების დანახვა...
აუ, როგორ მეღიმება რომ იცოდე, როცა წარმოვიდგენ შენს სახეს ამ ყველაფრის წაკითხვისას.
მაგრამ, ეგ დრო ალბათ არასდროს მოვა.
როგორც ჩემი და შენი-ჩვენი დრო არ მოვიდა არასოდეს...
და მაინც.
ყოველ ღამეს, სიბნელესთან ერთად ჩემთვის ფიქრები მოაქვს... გარშემო მეხვევა და ზოგჯერ მახრჩობს, ზოგჯერ კი პირიქით, ახალნაწვიმარი ქუჩის სუნს აყენებს ჩემს გარშემო... და ასეთ დროს ღრმად სუნთქვა როგორ მიყვარს რომ იცოდე... ხოდა ვისუნთქავ ყოველ მოგონებას მაგრამ მაინც უჰაერობა მახრჩობს, საკმარისი არასდროსაა...
ჩემი ცხოვრება ძალიან სწრაფად მიდის წინ, მე კი შენ გეჭიდები უკან დარჩენილს და ძალიან შენელებული ტემპით ვუწყობ ფეხს საკუთარ ცხოვრებას, რომელიც არ მაძლევს საკმარის დროს რომ ყველაფერი დავალაგო... არ მელოდება.
ყველაფერი ისევ ძალიან ირონიულია და ზოგადად, მგონი ძაფებზე ჩამოკიდებული სათამაშო ვარ და ვიღაც ძალიან ერთობა ჩემი ყურებით... თუმცა აშკარად ვერ ხვდება, რომ ვგრძნობ, ბევრ რამეს ვგრძნობ...
და მაინც, ახლა სადაც, ან ვისთან ერთადაც არ უნდა იყო, მე მაინც მიყვარს შენი მშვიდი სუნთქვა, შენი გონება რომელშიც ერთდროულად არის გამეფებული სიბნელეც და კაშკაშა სინათლეც.
და შენ იცი, ვერავინ გხედავს ისეთს, როგორსაც მე.
საოცრად ნამდვილს...
საოცრად მშვიდს...
და მაინც.
შენს სულში ერთდროულად ორივეა- ბობოქარიც და მშვიდი ზღვაც.
და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ასე კარგად ვიცი, მზად ვარ დაუფიქრებლად გადმოვეშვა შენს ტალღებში...
და მაინც,
ვიცი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამომრიყავ ნაპირზე და დამტოვებ მარტოს, გათოშილს, საკუთარ უსასრულობასთან...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent