შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრები შენზე,მარადიულად!


11-06-2019, 22:16
ავტორი VIKTA
ნანახია 1 746

როდესაც ყველაზე მეტად მოილტვის ჩემი სხეული შენსკენ, როდესაც მთელი ჩემო გონება შენი არსებითაა მოცული, როდესაც ვგრძნობ რომ ერთადერთი რაც მსურს შენთან ახლოს ყოფნაა, სწორედ ამ დროს მასხამს ცხოვრება ყინულივით ცივ წყალს თავზე. აკანკალებულს მხოლოდ იმის გააზრება შემიძლია, რომ შენთან ვერ ვიქნები და საშინლად მტანჯავს ჩემს ძარღვებში მოძრავი სისხლი, რადგან ისიც შენსკენ მოიწევს, მექაჩება, სხეულს მიწვავს, დუღს და მთელი სისწრაფით მოძრაობს. მე კი ვზივარ, გაუნძრევლად, ყელში გაჩხერილ ბურთს ვაკავებ და ვცდილობ გარშემომყოფებმა ვერ შემატყონ როგორ ვიტანჯები, მაგრამ გულის სიღრმეში, აწყლიანებული თვალებით ვუყურებ თითოეულს თვალებში და ვცდილობ ჩემი სული დავანახო, რომელიც შველას ითხოვს, რომელსაც ხსნა სჭირდება... მარტო ვეღარ ძლებს, არ შეუძლია მაგრამ ვერავინ იგებს, ვერავინ ხვდება...
კარს ვიხურავ და საკუთარ სიცარიელესთან მარტო ვრჩები. ვერ ვშველი საკუთარ თავს და ვერავის ვთხოვ შველას...
მგონი გავგიჟდი, თავში მიტრიალებს მილიონი ფიქრი და წამის მეასედში იცვლება კადრები ჩემს გონებაში, გული გამალებით მიძგერს, ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავ... იქნებ სწორედ ესაა საშველი... იქნებ დროა თვალები დავხუჭო და დავიძინო, დიდი ხნით დავიძინო. მე ხომ ასე მიყვარს სიზმრები შენზე!
იქნებ დავიძინო, დავხუჭო თვალები და ასე გავაგრძელო, მთელი დარჩენილი მარადისობა...
თვალებს ვხუჭავ.
ყველაფერი ბრუნავს ჩემს გარშემო.
მეღიმება.
ვიძინებ.
შენ გხედავ, მიღიმი
და შემდეგ...
სიბნელე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent