შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რის გარეშეც ყველაფერი აზრს კარგავს


18-06-2019, 00:07
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 111

ღრმა ბავშობიდან მაფიქრებს რა არის ის, რის გარეშეც ყველა და ყველაფერი აზრს დაკარგავდა. უცნაურია, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი მუდმივად ცვალებადია. შეიძლება ვიფიქრო, ღირებულებათა უქონლობის ბრალია, ან კი უბრალოდ სამყაროსავით ცვალებადი ბუნების.
იმ დღეს, როცა პირველად დავფიქრდი, საიდან, როგორ მოვედი დღემდე, მაშინაც წვიმდა, წვიმდა ისე, თითქოს უკანასკნელი დღე ყოფილიყო; მაგრამ ეს არ მაშინებდა, რადგან ბავშვი ვიყავი და ჩემთვის სიტყვა ღირებულება სათამაშოებს და ავადმყოფობას ვერ ცდებოდა. ერთ დღეს კი, მიუხედავად ყველაფრისა, დადგა დრო, როცა სამყაროს პირისპირ მარტო აღმოვჩნდი.
მართალია, დიდი მონდომებით ვცდილობდი მის გაგებას, მისი რიტმისთვის მიყოლას, ცხოვრებისთვის დაწევას და შემდგომ გასწრებასაც კი, თუმცა არც ისე მარტივი აღმოჩნდა...
თითქოს ყველას ვუყვარდი, მაფასებდა ყველა, გვერდში მედგნენ ახლობლები, თუმცა ვგრძნობდი, რომ მაინც მარტო ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში არ იყო დღე, როცა ამ უცნაურსა და სიტყვებით აღუწერს ვერ ვგრძნობდი.
თენდებოდა თუ ღამდებოდა ვგრძნობდი, რომ ამ უკიდეგანო სამყაროში მარტო ვიყავი.
ვცდილობდი საკუთარ შეცდომათა სხვათა ანგარიშზე გადატანას.
ვცდილობდი სიცრუესაც, ილუზიაში შეჭრასაც...
როცა ძალიან მომწყინდებოდა დედამიწაზე, როცა ვგრძნობდი, რომ სუნთქვისთვისაც არ მყოფნიდა ადგილი, მაშინვე მივიდოდი ფანჯარასთან, ვაკვირდებოდი ჯერ ცას, მერე მიწას და ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა სამყაროს შეცვლა..
თუმცა ამ შემთხვევაშიც როდი ხვდებოდა ფიქრი რეალობას...
მე ცალკე ვიყავი, ჩემი იდეალური სამყარო - ცალკე.
ზაფხულიც შემოიჭრა, იმდენად შემოიჭრა, რომ დილის 9 საათზე უკვე ძლიერად აჭერდა ჩემს ფანჯარას მზე, ზოგჯერ გაწვიმდებოდა კიდეც, თუმცა ძალიან ხშირად ამასაც ვერ ვგრძნობდი, უბრალოდ ვერ ვგრძნობდი და ვაგრძელებდი ფიქრს.. ფიქრს იმაზე, თუ რის გარეშე დაკარგავდა ყველაფერი აზრს..
მერე უეცრად ჩვენი გზებიც გადაიკვეთა.. ერთი კვირა არ იყო გასული, რაც ვფიქრობდი, რომ შენს გარეშე უბრალოდ ყველაფერი შავ-თეთრად შეიღებებოდა..
დღე დღეს ისე მისდევდა, თითქოს საუკუნის მოგონებები შემომკედლებოდნენ...
ორ კვირაში უკვე სამყაროს ვხედავდი შენს თვალებში, სადაც დატოტვილ ხეთა მსგავსად მოსჩანდა ჩვენი მომავალი.. მომავალი, რომლის წაკითხვასაც დიდ ხანს ვცდილობდი, ვცდილობდი და დღითიდღე საკუთარ თავში უცნობ მხარეებს ვპოულობდი.
ორ ათეულ დღეში ერთმანეთის გარეშე უკვე ცხოვრება ვეღარ წარმოგვედგინა; არ ჰქონდა მნიშვნელობა დღე იყო თუ ღამე, წვიმიანი ამინდი თუ მზიანი, არსებობდა დღე -ღამის მხოლოდ ორი პერიოდი - შენთან ერთად და უშენოდ.
ნელ-ნელა სამყაროს სხვა ფერებში დანახვა დავიწყე, იმდენად გავიცანი, მისადმი შიშიც გაქრა..
თვალებს დავხუჭავდი თუ არა, მხოლოდ ერთი გამოსახულება მედგა თვალწინ, ფერადი და მრავლისმთქმელი. მართალია, ბევრ ვერაფერს ვიგებდი, თუმცა მაინც მიხაროდა, მიხაროდა, მაგრამ ამ სიხარულს სახელს ვერ ვარქმევდი.
გხედავდი, გრძნობდი, აღგიქვამდი, მაგრამ სიტყვები თითქოს თავისით მეფანტებოდნენ.
მხოლოდ ფიქრებში თუ შემეძლო, ამ ყველაფრისთვის სახელი დამერქმია.
შენ კი ძალიან ხშირად მიმეორებდი, მიმეორებდი, რომ გიყვარდი..
მიმეორებდი, რომ შენთვის სამყარო ვიყავი..
მე კი უბრალოდ სიტყვები მარცვლებად მექცეოდნენ ისე, რომ ბაგემდეც ვერ აღწევდნენ.
საერთოდ გამქრალიყო რომანტიკული ოცნება.... უბრალოდ ვიყავით მე და შენ.
ყოველგარი შელამაზებისა და გაფორმებების გარეშე - მე და შენ...
მაგრამ არსებობდა ერთი რამ, რაც უბრალოდ არ შემეძლო ; სიტყვები, ყველაზე რთული, ამოუცნობი და ყოველივე ღირებულების საძირკველი..
სიტყვები, რომელსაც ასე ელოდი.. ელოდი დიდ ხანს, მოთმინებით, მოწიწებით..
მაგრამ ეს დღეც დადგა..
დადგა და მას მერე დავიწყე ცხოვრებისთვის ახალი საძირკველის ძიება...
საძირკველის, რომელსაც დღემდე ვეძებ..
ვეძებ და ვეძებ პასუხს...
რა არის, რის გარეშეც უბრალოდ ყველაფერი შეწყდებოდა...
ვეძებ, მაგრამ დღემდე ვერ მიმიგნია.
ვერ მიპოვია ციური, ამუცნობი ანგელოზი, რომელიც ჩვენ შორის ჩადგა და ჩვენ ორ შორის აღმოაჩინა, მესამე - გრძნობა, დიადი და შორეული...
ველოდები და საბოლოოდ მაინც შენგან ველი პასუხს...



№1  offline წევრი izabella

ძალიან ძალიან კარგია heart_eyes heart_eyes

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

izabella
ძალიან ძალიან კარგია heart_eyes heart_eyes

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent