მოპარული სიზმრები
ჩვენი შეხვედრა მოწმენდილ ცაზე მოულოდნელად გავარდნილ მეხს ჰგავდა. არსაიდან მონაბერი ქარი... მომღიმარი შენ - დაბღვერილი მე. დღეების სიმრავლე, ყველგან შენ, შევეჩვიე... ნელ-ნელა "დამთხვევები" გახშირდა. შემდეგ? ალუბლების ბაღებში სეირნობა დაიწყო. სახეზე გრილი სიოს მოლამუნება, სხეულზე კი, სიამოვნებისგან დაყრილი ტაო. ვგრძნობ ვენებში აჩქროლებული სისხლი გულს მთელი სისწრაფით ეხეთქება. ხელებს განზე ვშლი და ფილტვებს ხეებზე აფეთქებული ყვავილების სურნელებით ვივსებ. შენი შეხება მაკრთობს: - ხელი ჩამკიდე, თვალები დახუჭე და მომყევი. გრძნობ? თბილი სხივები მხრებს შემოგვხვევიან და ღიმილის კუთხეში ნაზ კოცნებს გვიტოვებენ. ყური უგდე ჩიტუნების საამურ ხმას. ყოველ ნაბიჯს გულისცემა ააყოლე, ფიქრებიდან პრობლემები ამოშალე. თავისუფლება შეისუნთქე და ხელები ზეცისაკენ აღმართე. სამყარო სიყვარულისფრად შევღებოთ, ოცნებები ჰაერში გავუშვათ. მოთმინება შევიმოსოთ და იმედით გამოვკვებოთ გულები. მერე რა, თუ გუშინ სულში ქარი ქროდა, გადაივლის, ჩადგება და მიჩუმდება. მთავარია დღევანდელი ამინდები და გონების ცივი წყლით გაგრილება. დამერწმუნე, ხვალინდელი დღევანდელზე გაცილებით უკეთესი იქნება და შენც უფრო ბედნიერი გაიღვიძებ. ალუბლების ბაღებს მიღმა რეალობა გველოდება. ახლა კი, თვალები ნელ-ნელა გაახილე და მიპასუხე თანახმა ხარ იყო ჩემი მეგზური? მაშინ მივხვდი თუ რას ნიშნავს სუნთქვის შეკვრა, ფეხებიდან მიწის გამოცლა და თავში მილიონობით აზრის პეპლებივით აფარფატება. ვერაფერი ვერ ვუპასუხე, უბრალოდ, ძლივს შეკოწიწებული გამბედაობით ძლიერად ჩავეხუტე. მერე? მერე ყოველ ღამე ჩემი სიზმრების საპატიო სტუმარი გახდა. აღარ მაკვირვებდა სიურპრიზები, მისი არაორდინალურობა და სწორედ რომ მანდ შევცდი. ამ ხნის განმავლობაში ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი რომ ხატვა ასე კარგად გამოსდიოდა. 21-ე დაბადების დღეზე ნახატი წარწერით: "მოპარული სიზმრები" მაჩუქა. დანახვისთანავე გავშეშდი, გული ყელში მომაწვა. ჩემს ზურგსუკანმდგომმა კი, ჩამჩურჩულა: "ყველა შენს ფიქრს შენს თვალებში ვკითხულობ". |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.