ამდენი ხნის შემდეგ...
ამდენი ხნის შემდეგ... მივხვდი რომ ისევ ისეთი სუსტი ვარ... ჯანდაბაა... ხო ისევ ისეთი სუსტი... როცა ამდენი ხნის შემდეგ გავედი აივანზე და... მინდოდა ამ საშინელ ქარს ეს ჩემი ფიქრები... გრძნობები... ჯანდაბაში წაეღო ისეთევი სიჩქარით როგორითაც ქროდა... მინდოდა მეყვირა... მეყვირა ბოლო ხმაზე... რომ გულიდან ყველაფერი ამოსულიყო... ამდენი ხნის შემდეგ... კიდევ ვიგრძენი ის რისიც მეშინოდა... და ხო კიდევ ისეთი სუსტი ვარ... კვლავ გამიჩნდა სურვილი გადავმხტარიყავი იმ წყეული აივნიდან... კვლავ მომინდა თავისთვის ზიანი მიმეყენებინა... ჯანდაბა ვხვდები რომ კიდევ უფრო სუსტი ვარ... რადგან ვერაფერი შევძელი... ისიც არვიცი რატომ ვწერ?! ალბათ იმიტომ რომ სხვას ვერავის ვეუბნები... უფრო სწორად არის ადამიანები ვისაც “ვერ” და არის ადამიანები ვისაც “არ” ვეუბნები. ღმერთო როგორ ამოვიდა ეს ყველაფერი ყელში... სამწუხაროა რომ არც წერა გამომდის... სამწუხაროა რომ არ შემიძლია იმის გადმოცემა რისი თქმაც მინდა... ღმერთო როგორ მახრჩობს ბრაზი... თითქოს ყელში ბურთი გამეჩხირა... ჯანდაბააა... როგორ მინდა აქედან წავიდე და თან სამუდამოდ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.