შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოიდარა


14-08-2018, 13:52
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 634

გამოიდარა, მაგრამ ამ გულში ღრუბელი ჭარბობს.
შენი დანახვა ერთადერთია რაც კი რამ მათბობს.
ეგ თვალ-წამწამი და ეგ ტუჩები საშინლად მათრობს
და სიყვარული? მე ეს გრძნობები მუდმივად მახრჩობს...

გამოიდარა? არა მგონია. აქ დაწყებულა ქუხილი.
ჩემი ცხოვრება გასათბობია და აქ კვლავ რჩება დუმილი.
და სურვილები? ბევრი კი არა, მაქვს მხოლოდ ერთი სურვილი.
შენი დანახვა და შენთან ყოფნა არის მუდმივი წყურვილი.

და მზე გამოვა? არა მგონია, რადგან მზის ერთ სხივს უთქვამს უარი.
ამ სიყვარულით სავსე ეს გული შენთან მგონია კვლავ არს მტყუანი.
და ის პოეტი? ოჰ, ის პოეტი წყალს წაუღია გალოთებულა.
შენდამი გრძნობით თითქოს მომკვდარა, სიყვარულისგან გაოცებულა

და სასწაული? სასწაულების სულ აღარ სჯერა პოეტს,
რადგან იცის, რომ ეს სიყვარული მას თავს ნამდვილად მოჰკვეთს.
და შინაგანად? ამ სიყვარულით ხომ ძლიერ სუსტი გამხდარა.
მწარედ დაჭრილა, მწარედ მომკვდარა და დიდ კოცონზე დამწვარა.

გამოიდარა? მზეა, თბილა და აღარ თოვს, მაგრამ
არ მიატოვა ეს ჩემი გული ავგიას თავლამ.
გულში კვლავ ბნელა კვლავ სიცივეა და კვლავ ქრის ქარი.
მე ამ გრძნობებმა კვლავ არ მამღერეს სიმღერა წყნარი.



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

ყველა ლექსს ეტყობა, რომ მასში უდიდესი გრძნობა გაქვს ჩადებული. :)

 


№2  offline წევრი Lika Kipshidze

kissing_heart <3
გაფრთხილება! თქვენ არ გაქვთ უფლება რომ ნახოთ დამალული ტექსტი.
გაფრთხილება! თქვენ არ გაქვთ უფლება რომ ნახოთ დამალული ტექსტი.
გაფრთხილება! თქვენ არ გაქვთ უფლება რომ ნახოთ დამალული ტექსტი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent