შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემოციები და ღამე


9-07-2019, 10:46
ავტორი Deucex
ნანახია 1 553

წამები და მელოდიური გამები, ერთმანეთის თანხვედრაში ხვდებიან და მელანქონიურ სიმშვიდსს მიქმნიან,სწორედ ამ დროს გავდივარ გარეთ, მივდივარ და ვათვალეირებ ცარიელ ქუჩებს, იმ ქუჩებს ოდესღაც რომ სიმაყით ატარებდა თავის სახელს, ახლა კი მხოლოდ სახელიღა შერჩა...მერე გვერდს აუვლი იქვე მყოფ ლამპიონებს, ამ ღამის ბნელეთში რომ გზას მიკვალავენ,ისინი ძალიან გვანან მეგობერებს, ისნიც მაშინ ქრებიან როცა საჭიროებას აღარ წარმოადგენენ...ისევ ვაგრძელებ გზას და ბოლოს ისევ კიბის ძირში ჩამომჯდარ, მეგობარს დაუჯდები გვერდით, ისინი ხომ ყველაზე ძლიერები არიან, ისინი ხო მიუხედავად ყველაფრისა იმედს არ კარგავენ' მიუხედავად ყველაფრისა საკუთარ სულებში, ღმერთს აცოცხლებენ და ყოველი დღე მისი წყალობით გააქვთ...ასე ვიჯდებოდი დიდხანს რომ არა პარანოია, შემდეგ წამოვდგები და სწრაფი ნაბიჯებით გავალ ხალხში , მინდა მათ თავლებში ის იმედი დავინახო, რომელიც წეღან ამ გულანთებული გლახაკის თვალებში დავინახე, მაგრამ არაა...ხალხის თვალებში სიყალბე ჭარბობს, დიდიხანია მათი სულები ფულით აივსო და ახლა ვერანაირი იმედი ვერ დაცარიელებს ამ სიბინძურით სავსე სულს,მათ აღარაფერი შერჩენიათ ღმერთისა და არც ადამიანისა, ეს ხომ ის ხალხია ოდესღაც რომ მეც ქვები დამიშინაა და სამუდამოდ დამადუმა...თანაც რისთვის მხოლოდ კითხბევისთვის, იმ კითხვებისთვის კაცობრიობას თან რომ დასდვებდა და მეც ჩემი წილი ყოველთვის თან დამქონდა. და სწორედ ამისთვის მივიღე ჩემი წილი ქვა, ჩემი წილი სევდა, ჩემი წილი ტანჯვაა....სიგიჟეა არა ასეთი აზრები, რავქნა ასეთი ვარ გახვავებული ფიქრებით მაქ გონება სავსე, რავქნა თუ თქვენსავით ყველაფრით ბედნიერი არ ვარ, რავქნა თუ მე ჩემიწილი ხალხის ცოდვა ბარგად დამაქ, რავქნა თუ ჩემა ქალქმა გიჟად შემრაცა და სამუდამოდ მომაშორა მის კალთას...ალბათ ასე იყო საჭირო, ასეთი იყო განაჩენის ფორმა, ალბათ მე ვარ ცუდი და ყველას ბრალს ვდებ ამაში, ან შეიძლება ჯოჯიხეთიში ვცხოვრობ ისე რომ ვერც გამიგია, ან მიწიერ სამოთხეში ვმკივდრობ და ჯერ ვერ შემიცნია..არვიცი მართლა, არ ვიცი სად ვარ ან რატომ ვარ, ისიც არ ვიცი შენამდე როგორ შემიძლია მოვიდე...არა არ გეშლება, კი შენამდე, სწორედ შენამდე გზაში რომ დამეკეარგე და შენ რომ არ დაგინდეს...ხო ვიცი, შენც ჩემსავით გაგიმეტეს, შენც ჩემსავით გადაქთელეს, ნახატები დაგიხეს და შენ ფუნჯს აზრი დაუკარგეს, ფიქრებით ამოგავსეს და მერე ფიქრიც აგიკრძალეს, სრულიად მარტო დაგტოვეს და გასასველიც დაგიკეტეს...ვიცი ყველაფერი ვიცი შენც რომ ჩემსავით პალატაში, ჩაგკეტეს და სამუდამოდ დაგიმსხვრიეს ფრთები, ხო იცი მეც რომ ამ ტრაგედის ნაწილი ვარ, მეც შენსავით გამომწყვდეული ვარ...ეგ არაფერი ჩვენც მოვკვდევით და სამუდმაოდ გავფირინდებით აქედან,ჩვენი სახელები დავიწყებას მიეცემა, ისტორია კი უკვდავებას, შენი ნახატები გაღმეთდება, ჩემი ნაწრები კი ცაში აიჭრება, კოსმოს გაცდება და ხალხს მოედება. და ამით ერთი სიკეთე ჩვენ სახელებს მიეწერება. იმედია იქ მაინც არ გაგვწირავენ და სამუდამოდ ერთად ყოფნას სიკეთის ფასად გვაჩუქებენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent