შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალა


13-05-2019, 18:07
ავტორი სალისალომე
ნანახია 188

ალა

ყოველ დილა-საღამოს ავივლიდი,ჩავივლიდი ბაზრის დახლთან ერთ-ერთი პატარა სახლიდან ფანჯარაში ქერათმიანი,ცისფერვალება გოგონა იდგა და ქუჩას გაჰყურებდა.როცა დახლთან გავჩერდებოდი და ბოსტნეულს ვყიდულობდი გოგონა მომაშტერდებოდა და გაკვირვებული თვალებით მიყურებდა...მისი თვალები სევდით და ნაღველით სავსე იყო,ეს შორიდანაც ჩანდა...ყოველ საღამოს მათი სახლიდან ყვირილი,წივილი,გინების ხმა და სხვადხვა უწმაწური სიტყვები ისმოდა.გოგონა კი ვითომც არაფერი,განუძრევლად იდგა ფანჯარასთან და აგრძელებდა ადამიანების შეთვალიერებას.
არვიცი რატომ მაგრამ ამ გოგონამ ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია,რაღაც ძალიან თბილი და მოსიყვარულე ამავდრულად სევდიანი სახით იყურებოდა როცა არ უნდა დაგენახა.მის ლამაზი თვალები სულ წყლიანი იყო,მის ოკეანისფერ თვალებს რაღაც ფარავდა...ეს ალბათ იმედგაცრუების ნიშანი იყო.
მე,სამი შვილი მყავს გვანცა,ნაზი და გუგა ქმარს განშორებული ოხი-ხუთი წლის წინ მიღალატა,ერთ უღირს გოგოზე გამცვალა.ამ ამბავმა დიდი ტკივილი მომაყენა მტელი ორი წელი სახლიდან არ გამოვდიოდი.საკუტარ თავში ვიყავი ჩაკეტილი,დეპრესიაში ვიყავი..მხოლოდ მეძინა,ვჭამდი...არავის არ ვეკონტაქტებოდი,ქუჩაში ფეხს არ ვყოფდი,არავის კითხვაზე ვპასუხობდი ჩემთვის ვიყავი ჩუმად.ბავშვებსაც ყურადღბას არ ვაქცევდი.მერე ნელ-ნელა მდგომარეობიდან გამოვედი,ფსიქოლოგთან ვიარე ახლა კი კარგად ვარ ვმუშაობ,ბავშვებზეც ვზრუნავ და ბედნიერი ვარ.
ამ გოგონას რაც შეეხება მისი ძალიან კარგად მესმის.თითქოს თავს მარტოსულად გრძნობს და ამ მასრტოსუობას ფანჯარაში დგომით იქარვებს და ადამიანების ყურებით.მათ ოჯახზე ცუდი ამბები დადის.მამა ლოთი ჰყავს დედამისს სულ ამცირებს,ეჩხუბება და მასზე ძალადობს კიდეც.როგორც ვიცი მხლოლოდ ერთი შვილი ჰყავთ.გოგონა ყოველთვის შეშფოტებული სახით იყურება თიტქოს მისი თვალები დახმარებას გთხოვენ და გეუბნებიან გთხოვ დამეხმარე,არ მინდა ასეთი ცხოვრება..მაჩუქე სამყარო სადაც ფერადი ბუშტებია
ამ ოჯახს კარგად არ ვიცნობ,შორიდან...მე,ზევით ვცხოვრობ ზემოთა დასახლებაში.ოროთახიან სახლში ქირით.ღმერთის ნებით კარგად და ჯამრთელად ვართ.ვცდილობ,რომ კარგი დედა ვიყო და ეს დაკარგული ორი წელი ავანაზრაურო. დედაჩემი-ლენა ჩემთან ცხოვრობს და როცა სამსახურში ვარ ის უვლის ბავშვებს.სამკერვალოში ვმუშაობ,დილით 10-ისკენ მივდივარ,ვასწრებ ბავშვების მოწესრიგებას და სკოლაში გაშვებას,საღამოს კი ასე 7-საათისკენ ვბრუნდები. და საღამოს ჩემ შვილებთან ერთად ვატაებ.ხან საჭმელს ვამზადებთ,ხან ფლმებს ვუყურებთ ხანაც ვტამაშობთ და ასე გადის საღამოც...ვერ ვიტყვი,რომ ჩემი ცხოვრება ერთფეროვნებაა ცემი სამი შვილი ხდის ჩემს ცხოვრებას მრავალფეროვანს. გვანცა -13წლის არის,ნაზი-10,გუგა კი 8 ის.
ერთი მშვენიერი საღამოა,მე ჩემი შვილები და დედა ვახშმობთ უეცრად რაღაც ხმაურია,ყვირილის ხმა ისმის...
-რა,ხდება?
-არვიცი შვილო.ალბათ დახლტან,რომ სახლია იქიდან გამოდის ხმა.იქ სულ ჩხუბია
-გავალ დედა.ვნახავ რა ხდება
ბავშვებო,გააგრძელეთ ჭამა,მე,მალე დავბრუნდები
გავედი გარეთ და რას ვხედავ...დედა მართალი იყო,სწორედ ამ სახლიდან გამოდის ჩხუბისა და ყვირილის ხმა
ქალის ხმა ისმის
-ალა,შვილო.წადი,გაიქეცი თავს უშველე
ბავშვის ტირილის ხმაც ისმის
-დედა..არა,გაუშვი დედაჩემს ხელი.დედაა,გვიშველეთ დაგვეხმარეთ
-ალა,შვილო წადი . გთხოვ,დედას დაუჯერე ჩემო პატარავ
აქვე ისმის კაცის ხმაც.
-ქალო,გაჩერდი.შენ კიდევ ფეხი არსად არ გაადგა
ისმის ყვირილის,წიოკის ხმა... გარეთ შეკრებილნი არიან მოსახლეობა
-რა ხდება?
-ის ლოთი კაცი ძალადობს ცოლზე.შიგნით ბავშვიცაა და ისიც საფრთხეშია.
თვალწინ წარმომიდგა ცისფერთვალება გოგონა,რომელიც შეშფოთებული,ნაღვლიანი თვალებით გაჰყურებდა ქუჩას და ხალხს.
-ოჰ...არა.პოლიცია გამოიძახეთ,სასწრაფოდ.
ხმის ტონს ავუწიე,ჩქარა პოლიცია გამოიძახეთ-მეთქი
ხალხი გაოცებული მიყურებდა
ვეღარ მოვითმინე და გადავწყვიტე გოგონას სახლში შესვლა.შევედი და საშინელი სურათი დამხვდა წინ...გოგონას მამა,ომელიც დედაზე ძალადობდა.ქალი ძირს ეგდო ტუჩი სისხლიანი ჰქონდა,ხელებზე სისხლჩაქცევები,ცხვირიდან სისხლი სდიოდა.გოგონა კი შეშინებული,შეშფოთებული მაგიდის ქვეშ შემჯვრალიყო,შიშისგან კანკალებდა და ტიროდა.
კაცმა,რომ დამინახია გაუკვირდა,ადგილზევე გაშეშდა,ხელიდან მათრახი გააგდო ეგრევე ცოლს მივარდა და დაუწყო პირფერება.
-ტქვენ ვინ ხართ?
-ჯერ იაზე გამეცით პასუხი ქ რა ხდება.
ქალი შეშინებული თვალებით მიყურებდა და მანიშნებდა წავსულიყავი
-ქურდები იყვნენ ოქრო წაიღეს.შეხედეთ ქალბატონო,ჩემს ცოლს რა გაუკეთეს...სცემეს..
-ეგ მათრახი ტქვენ რაში გჭირდებოდათ
-რა მათრახი.სად ხედავთ მატრახს.ან რას ამბობთ
კაცი დაიბნა,ენა აებნა.
-აი თქვენ უკან გდია.რო, შემოვედი ხელში გეჭირათ
-მოძალადევ! როგორ შეგიძლია ასე მოექცეთ საკუთარ ცოლ-შვილს.შეხედეთ ქალს ფერი სახეზე აღარ ადევს..ან ბავშვს გახედეთ შიშისგან კანკალებს რა დღეშია.თქვენ რა ქმარი ხართ ან რა მამა? თქვენნაირების ადგილი ციხეშია,დიახ ციხეში
მალევე მოვიდა პოლიცია და დააკავეს ეს კაცი.მე,კიდევ ეგრევე გოგონას მივვარდი.მაგიდის ქვეშიდან გამოვიყვანე და გულში ჩავიკარი.
-პატარავ,კარგად ხარ? ყველაფერი კარგადაა დამშვიდდი
-დედა?
-დედაშენზე ნუ ღელავ კარგად არის.გარეთ არის მალე მოვა
-რა გქვია,შენ?
-ალა
-ალა? ოჰ,რა ლამაზი სახელია
-იცით მე თქვენ გიცნობთ
-მართლა? საიდან
-ყოველდღე გაკვირდებით სამსახურში ,რომ მიდიხართ და იქიდან შინ,რომ ბრუნდებით.
-ჩემო ლამაზო,მეც გიცნობ შორიდან.შენი ცისფერი თვალები ფანჯრიდან ყოველდღე,ყოველ საათს,ყოველ წუთსა და წამს ანათებენ.
გოგონამ ეშმაკურად გაიღიმა და ლოყაზე მაკოცა-იცით ტქვენი გაცნობა მინდოდა და აი ასეც მოხდა.
-მეც,მინდოდა შენი გაცნობა ალა და მიხარია,რომ გაგიცანი.ახლა,ხომ კარგად ხარ? მოდი წყალს დაგალევინებ
-მადლობა.
-არ იდარდო ალა,ყველაფერი კარგად იქება.დედიკოს ასე არარ მოექცევა მამაშენი.დღეიდან ახალი ცხოვრება იწყება..შენ და შენი დედიკო ბედნიერად იცხოვრებთ.
-მართლაა?
2-კვირა გავიდა ამ ამბავიდან.ალას ცხოვრება შეიცვალა გახდა ბავშვური,ფერადი და ლამაზი...დილით სამსახურში წასვილისას ალას ცისფერი თვალები ანათებდნენ მისი თვალები ახლა ბედნიერებისგან ბრწინავდნენ ყოველ გავლაზე ხელს ვუქნევდი და ვუღიმოდი ისიც ასე იქცეოდა.ალას ცხოვრება შეიცვალა,ახლა ის ისეთი ცხოვრებით ცხოვრობს რომელიც ნამდვილად ეკუთვნოდაскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.