შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო მიდის


17-07-2019, 00:25
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 806

მოგონებები იდეებად იქცევიან. დრო მიდის, წინააღმდეგობას ვერ ვუწევთ და ვერც ვერასდროს გავუწევთ.
ფანტაზიები შორეულ ფიქრებში რჩებიან, რეალობის მარწუხები კი მათ გათავისუფლების საშუალებას არ აძლევს. დრო გადის, გადის და თითქოს ყველას პაიკებად გვაქცევს, რომელსაც ამოუხსნელი ძალა თავის ნებაზე ათამაშებს.
როგორ მინდოდა, არასდროს შემეცნო ცხოვრება, ახლოს არ მომეშვა, ასე ხომ ყველაფერი გაცილებით უკეთ იყო; ნაკლები ფიქრი, ნაკლები წუხილი და მეტი ფანტაზია.
ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ჩემს ილუზიურ სამყაროს საყრდენი ეცლება...
მალე სრულიად გამოეცლება და დავრჩები მარტო, სრულიად მარტო რეალობის წინაშე.
აწი ვეღარავის ვეტყვი, რომ აღარ მინდა იმ ადამიანად ყოფნა, რომლადაც ვიქეცი, აწი ვერავის გადავუშლი გულს ბოლომდე, ვერ ვუწილადებ სევდასა თუ სიხარულს, ბედნიერებას თუ უბედურებას.
აწი ალბათ საერთოდ დავკარგავ ილუზიურ სამყაროში ჩემს ლირიკულ ადგილს და რეალობის კიდეზე აღმოვჩნდები.
ვგრძნობ, რომ ასე იქნება და კვლავ გავაგრძელებ არსებობას რობოტულ, მდურე სამყაროში, სადაც თითქმის ყველაფერმა დაკარგა აზრი.
ერთადერთი შენ იყავი, ერთადერთი ნათელი წერტილი, ილუზიურო სამყაროვ; მაგრამ აჰა ! შენც გკარგავ და ვრჩები სრულიად მარტო რეალობის პირისპირ, რომელიც ყოველ წამს ცდილობს ყელში მომიჭიროს კლანჭები და ამქვეყნიური სამყაროდან საბოლოოდ გამაქროს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent