ლიანდაგები
კვლავ გათენდა. თოვს... თეთრმა ფანტელებმა დაფარა დედამიწა .მე ისევ შენზე ვფიქრობ..ვფიქრობ როგორ შეგეძლო ასეთი რამის გაკეთება. სიყვარული? უკვე აღარც მჯერა სიყვარულის იცი? შენ ჩემი ყველა ოცნება გადააგდე სადღაც და არ გაინტერესებს რა მოელით მათ. მტკივა ვგიჟდები ვერ ვივიწყებ ვტირი არაფერი გამოდის ..მაინც მიღრღნიან შენზე ფიქრები ტვინის ყოველ უჯრედს. რას მიმახვედრე იცი? იმას რომ არავის ვენდო ისე რომ მთის მწვერვალზე თვალ დახუჭული გავყვე( ჩვენი ერთ ერთი ლამაზი დღე გახსოვს?). თვალი ამიხილე და დამანახე რომ ადამიანებს ორი მხარე აქვთ. იმასაც მივხვდი რომ ადრე თუ გვიან ყველა აჩენს თავის ნამდვილ სახეს.. და ახლა? მოვდივარ.. ერთი საათია ფეხით მივდივარ გაურკვეველი მისამართისკენ.. და აი ისიც.. ჩემი ხსნა გამოჩნდა. ახალი გზა,მაგრამ არ ვიცი სად მიდის. ლიანდაგები... და უცებ მივხვდი რომ ეს იყო ის აუხსნელი რამ რაც მჭირდებოდა,რაც მინდოდა და რაც გამომივიდოდა.. უკვე აქ ვდგავარ,ლიანდაგებზე და ხმაც მესმის,როგორ მიაპობს ჰაერის ნაკადს მატარებელი. რომელიც ჩემსკენ სიგნალით მოდის... მაგრამ აღქმის შეგრძნება დავკარგე. თითქოს იმ ადგილს მივეყინე. გაუჩერებელი ხმა მატარებლის.. ჩემი ცრემლები დაგაწურული იმედები, აჩქარებული პულსი..თოთქოს გული საგულედან ამოვარდებაო. ყველაფერი ერათად ტრიალებს თავში.ათასი ფიქრი შენს გარშემო,მაგრამ ამას მხოლოდ შენ ხედავ. და დასადრული... ვიგრძენი როგორ ამილეწა სახე ქარმა.ქარმა რომელიც მატარებლის მოახლოების შედეგად იყო გამოწვეული.. გარდავიცვალე? ვიგრძენი როგორ გადამისროლა უცნიბმა სხეულმა ლიანდაგებისგან მოშორებით.. თუმცა ის სულაც არ იყო უცნობი..ის იყო სიყვარული.. უფრო სწორედ ადამიანი რომელმაც სიყვარული მასწავლა. მასწავლა და წავიდა სხვასთან, ალბათ მასაც ასწავლის სიყვარულს და მერე მასაც მიიყვანს რელსებამდე.. მაგრამ არა..ის მოვიდა. მოვიდა და ყველაფერი ერთად მოიტანა მოსვლასთან ერთად ტკივილი წარსული ცრემლები სიხარული გაოცება სიყვარულიც კი. ისევ მოვიდა და ამირია ცხოვრება. თუმცა ის არც ყოფილა დალაგებული. იცით? პირველად დავინახე (ან შეიძლება მომეჩვენა) მის თვალებში შიში. თვალებში რომლებიდანაც ცრემლები სდიოდა. დაუჯერებელი მეგონა.ვიყავი ცოცხალი და თან საყვარელი ადამიანი მყავდა გვერდით. სასწააულია? თუ ჩემი წარმოსახვითი შეცდომა? ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.. ახლა კი მხოლოს მისი ნათქვამი სამი სიტყვა მიტრიალებს თავში "მიყვარხარ..მაპატიე გთხოვ" სულ სხვა დასასრული. მე ის მიყვარს..მაგრამ არასდროს გავყვები მას თვალ ახვეული მთის მწვერვალზე. რადგან ყველა ადამიანში ცხოვრობს დემონი,რომელიც ერთ დღეს ცოცხლდება სულში და გონებას გირევს..როგორც მე. ლიანდაგები..ეს იყო ჩემი დასასრული და დასაწყისიც. სამყარო ახალი ფერებით. სადაც ყველა'ფერი ულამაზესი იყო. სადაც ყველა'ფერი მე გამოვიგონე... რეალობა კი ის არის რომ მე არავის გადავუყვანივარ რელსებიდან...და ყველაფერი წამიერი ტკივილით დასრულდა. და ბოლოს იყო მხოლოდ სიშავე. 01:09 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.