შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოობის სურნელი


20-07-2019, 16:11
ავტორი gogincha
ნანახია 1 197

იცით რაზე მინდა ბოლო ხმაზე ვიხარხარო და საკუთარ თავს დავცინო, რატომ მეღიმებოდა ან მეცინებოდა, როდესაც ამბობდნენ ამათუ იმ პროვნებას მარტობიის სუნი ასდისო, ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს თუ როგორ გრძნობდნენ ამ სუნს, რას ვიფიქრებდი თუ მეც ამ სუნის ელფერი დამკრავდა და დავრჩებოდი ჩემს განაცრისფერებულ გრძნობებთან მარტო, ეული. იცით როგორი სუნი აქვს მარტოობას? არომატული, თითქოს მუქი უნდა იყოს მაგრამ ფერადია, რადგან მარტოობაზე ახლობელი შენს ტკივილთან ერთად არავინ გყავს, ყველაზე მეტად გიგებს, ყველაზე მეტად გტკივა და ყველაზე მეტად გავსებს. გხვევს ხელებს და აღარ გიშვებს, თითქოს იბრძვი, იბრძვი გარბიხარ მაგრამ სად? ხშირად უსვამ კითხვას საკუთარ თავს სად გარბიხარ, ვის გაურბიხარ გგონია რომ შენ არ ჩავარდები და არ გაეხვევი მარტოობის ელფერში, არ აგავი ეს საოცარი არომატის სუნი და გგონია რომ სხვებს აჯობებ, ამ დროს ხვდები რომ შენც სხვებივით სუსტი, უძლური და უბედური აღმოჩნდი, შენც დანებდი ჩავარდი მარტოობის ორმოში და თითქოს ეგუები მოერგე და ცდილობ მასთან ერთდა ისწავლო ცხოვრება და გრძნობ რომ კომფორტულად ხარ, გრძნობ რომ მარტოობასაც აქვს თავისებური ბედნიერება, ხვდები რომ შესაძლებელია მასთან მოლაპარაკება და მისი სუნის ტარებაც, რომელიც ასე აღიზიანებთ სხვებს, შენთვის კი ახლობლურია, შენეულია, შენ კი მისეული ხარ. მინდა შევებრძოლო, არმინდა დავნებდე და სხვებს დავემსგავსო, თუმცა არ გამოდის, რადგან უკვე ჩემს გარშემოა და გავეხვიე მისი სუნის გარემოში.
და მაინც რა სუნი აქვს ამისთანა რომ ჩემი სხეული მისკენ მიილტვის, თითქოს ყველა არომატულ სუნზე მეტად მიზიდავს და თანდათან თავბრუს მახვევს, მხვევს მარტოობა თავის მარწუხებს და ცდილობს რომ აღარ გამიშვას, რაც ყველაზე საოცრება არც მე მინდა მისგან შორს, რადგან ის ერთადერთია რომელიც ჩემთან არის, რომელიც მეიმედება და საშუალებას მაძლევს რომ ჯერ კიდევ ვიცოცხლო, რადგან ყველა და ყველაფერი რომ გაქრა ჩემს ირგვლივ, მარტოობა დარმჩა თავისი საოცარი სურნელით.
ახლა მესმის რას ნიშნავს ორმაგი გრძნობა, მინდა მოვიშორი მისი სუნი, მაგრამ ამავედროს კითხვა მიჩნდება რატომ? ის ხომ სასიამოვნო სურნელია, ყველაზე ახლობლური და ყველაზე მეტად რომ მიგებს, როდესაც ყველაზე მეტად მიჭირს მაშინ გამოჩნდა და არ მიმატოვა, რატომ უნდა გავაქრო და მოვიშორო ეს სურნელება ჩემი ცხოვრებიდან, და იქნებ სჯობს რო მართლაც ერთად ფეხდაფეხ ვისწავლოთ მე და მან როგორია ერთად ცხოვრება, როგორია იმის შეგრძნება რომ ყველას ეზიზღები, მასაც ხომ გაურბიან და გაქცევას ცდილობენ მისგან, როგორც მე მომექცნენ, გამრიყეს მიმატოვეს, მან კი შიგნიდან ახალი პიროვნება მაპოვნინა, იქნებ სუსტი ან იქნებ ძლიერი, არვიცი ვისთვის სისუსტეა მარტოობასთან დამეგობრება და მისი არომატით ცხოვრება, ვიღაცისთვის სიძლიერეა, რადგან რომ არა ის მე ხომ დავნებდებოდი და უარს ვიტყოდი ცხოვრებაზე.
და მაინც რატომ არის სისუსტე მასთან ერთად ცხოვრება და მის სურნელებაში გახვევა, ის ხომ გეხმარება ახალი თვისებების ახალი პიროვნების აღმოჩენაში, და უფრო მარტივია დანებდე და მას გაჰყვე, ვიდრე მასთან იბრძოლო, რადგან ის გეხმარება იმ საოცარი თვისებების აღმოჩენაში რომელსაც შენ ვერასდროს იპოვიდი, რომ არა მარტოობის შეგრძნება.
საბოოლოდ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ჩვენ ხომ მარტოები ვრჩებით, შენ და შენი მარტოობის სურნელი, მთვარია შენ გაამრავალფეროვნო და შენ შემატო მარტოობას სასიამოვნო ფერები და არომატი, დაე თუნდაც ჩავითვლო სუსტ და უმწეო ადამინად, მე უკვე იმდენადვარ გახვეული და გაჟღენთილი მისი არომატით, ასე ადვილად ვერ მივატოვებ და ვაქცევ ზურგს, ვერ დავტოვებ ეულად, ისე როგორც მე მიმატოვეს, შემატოვეს ჩემი სასოწარკვეთილი თავი და რომ ეგონათ რომ მე უკვე გავნაცრისფერდებოდი, აღარფრის სურნელი ამივიდოდა, შემიძლია თავაწეულმა ვთქვა რომ დიახ, მე მარტოობის სურნელი ამდის, და ეს სულაც არ არის სასოწარკვეთის, უიმედობის ადამიანის განცდები. დიახ მან შეძლოა და მაპოვნინა საკუთარი თავი და მაიძულა მისი სურნელის გაარომატება.



ნ.გ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent