აღარ დავბრუნდები
"ყოველთვის, როცა თვალებში გიყურებ საკუთარ თავს ვხედავ. ვფიქრობ და მგონია, რომ მე და შენ შორის მანძილი 9,8-აა. ყოველთვის, როცა გეხები შენს გულისცემას ვგრძნობ და ჟრუანტელი მივლის". დღეს ყველაფერი წარსულია და უბრალოდ, მოგონება! გარდასულ დღეთა რიცხვს უშენოდ გატარებულ წუთებს ვუმატებ, შენზე ფიქრებში ნათენებ ღამეებსა და მონატრებისაგან დაღვრილ ცრემლთა ჯამს ვამრავლებ და ნულზე ვყოფ... ხმამაღლა ფიქრი დამჩემდა, თითოეულ სიტყვას სათუთად ვარჩევ, რადგან ვიცი, რომ ჩემი ქარი შენთანაც ჰქრის. შენი ყველა გზა ჩემამდე მოდის, მე კი დიდი ხანია სხვა გზას ვადგავარ. ჩამოვირეცხე ყველა ტკივილი და მწუხარება დავასაფლავე. ზღაპრების წიგნში ბოლო გვერდს ვფურცლავ და რეალობის ნაკვალევს მივსდევ. საბოლოოდ, ყველა გზას აქვს დასასრული. უკან სვლა არ მჩვევია. ნუ დამელოდები, მე აღარ დავბრუნდები! ჩემი სინამდვილე ნაცრისფერია, მონატრებისთვის დრო აღარ მრჩება. შენი დღეები ხანგრძლივია, ჩემ დღეებს კი, წუთში ბოლო წამი აკლდებათ. ახლა მიზანი ამართლებს საშუალებას! სიტყვები მიზეზს ვერ ხსნიან. გრძნობები? არასოდეს არ ტყუიან! შენი სურნელი აღმოსავლეთის ქარს გავატანე და ახლა, ფილტვებს თავისუფლებით ვივსებ. არ ვნანობ! ხომ იცი, სინანული შენი სტილია. მე ვმოქმედებ, არ ველოდები... გამიხსენებ?! არა, რადგან არც დამივიწყებ. თუმცა, გიშვებ - საგზლად ჩემ სურნელსა და ტკბილ მოგონებებს გატან. უკანასკნელ სიტყვებს გჩუქნი. ამიერიდან, ჩემ ხმას სიზმრებში გაიგებ და მაინც, ნუ დამელოდები, მე აღარ დავბრუნდები... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.