შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მე არაფერი მიჭირს "


23-07-2019, 20:47
ავტორი sanikidzi
ნანახია 1 128

" მე არაფერი მიჭირს "
ალბათ თითებზე დასათვლელია ისეთი ადამიანები რომლებიც გულწრფელად წარმოსთქვავენ ამ ფრაზას. სინამდვილეში ნაკლებად მჯერა, რომ ასეთი ადამიანები მართლა არსებობენ. ისინი სხედან ბედნიერები, მშობლებთან, დაძმასთან ერთად, ან შეიძლება შვილებთან, შვილიშვილებთან. ნუთუ მათ ოჯახებში სრული სიმშვიდე ფლობს, ისეთივე როგორიც მათ ცხოვრებაში. მათ სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებთ.
- და თქვენ არაფერი გიჭირთ?
- არა არაფერი!
- მართლა არაფერი?
- რა უნდა მიჭირდეს?
- არ მჯერა! - მე სახეზე ირონიული ღიმილი დამთამაშებს - არ არსებობს!
- რატომ არ გჯერა? გგონია არ შეიძლება ვინმე ცხოვრობდეს უდარდელად?
- არა ვაღიარებ, უდარდელი ცხოვრების მჯერა ,მოჩვენებითი "უდარდელი ცხოვრების ". იცით არ შემიძლია რომ არ ვთქვა ! მე უბრალოდ ნერვები მეშლება! იცით რაზე? ნერვები მეშლება იმაზე რომ ახლა თქვენ, ჩემ წინ ზიხართ,გაღიმებული მიმტკიცებთ იმას რომ არაფერი გიჭირთ და თქვენ არ ტყუით. მე კი ვზივარ აქ თქვენ წინ, გაღიმებული სახით. ამ ღიმილში ვერაფერს ამოიკითხავთ,მაგრამ მე თვალებიც მაქვს, სადაც მთელი ჩემი ცხოვრებაა ჩაწერილი. განა მეც თქვენსავით არ ვიღიმი? მაგრამ განსხვავება იცით რაშია? იმაში რომ ამ ღიმილისთვის უამრავი ცრემლი დავღვარე, უამრავი ტკივილი გადავიტანე. ამ ცრემლებმა და ამ ტკივილმა მე გამაძლიერა და მეც ისევე ვიღიმი ახლა როგორც თქვენ. თქვენკი უბრალოდ იღიმით. ეს ღიმილი თქვენთვის უბრალოდ თავაზიანი ჟესტია, ჩემთვის კი ჩემი ცხოვრების შედეგი. მე ნერვები მეშლება ამ უსამართლობაზე. მჯერა, მჯერა რომ უდარდელად ცხოვრობთ , უბრალოდ არმინდა რომ ვაღიარო. - მე ვუყურებდი მას თვალებში,რომლებშიც ვერაფერს ვკითხულობდი. ისევ ისე თავაზიანად და თბილად მიყურებდა. ვხვდებოდი რომ მისთვის, ის რაც ვთქვი იმდენად უცხოა ,რომ მან გაგებაც კი არ ცადა. ახლა ჩემი სიტყვები უბრალოდ ქარმა წაიღო, მაგრამ მე ჩემ თავთან ვაღიარე ეს რეალობა და ახლა როდესაც მას ვუყურებ თვალებში, ვხვდები რომ მისი ცხოვრება უაზროა, ისევე როგორც მისი თვალები. მე მირჩევნია ჩემნაირი, მართალია ტკივილით, მაგრამ მაინც სავსე თვალები. მე ჩემი ღიმილი მირჩევნია და ჩემი მოჩვენებითი , მაგრამ ძლიერი ნათქვამი " მე აარაფერი მიჭირს" .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent