რავი.
ალბათ ყველას მონატრებია ვიღაც.. ალბათ კი არა ყველას მონატრებია ვიღაც. იმ პატარა გამოუცდელ ბავშვსაც ჯერ არაფერი რომ არ უნახავს ცხოვრებაში, უგრძვნია და მონატრებია დედა, უტირია მაგრამ ვერავინ ამშვიდებდა სანამ ისევ დედამ არ ჩაიკრა გულში. ხომ, სხვა ვერავინ გვიშველის, ვერავინ შეგვიმსუბუქებს იმ ტკივილს რასაც მონატრების დროს განვიცდით, თვით მონატრებული ადამიანის გარდა.. ახლა რა ხდება? ახლა არაფერი, მართლა არაფერი არ ხდება. უაზრო სივრცეში დაკარგულია ყველანაირი გრძნობა. ვიცი რომ აქ არ უნდა ვიყო. ვიცი რომ ყველაფერი აქამდე უნდა მეთქვა. მაგრამ არა ველოდები იმ ერთ და საბედისწერო წუთს რომელიც თვითონ დამადგება თავზე და მეტყვის "გამოფხიზლდი, შენი რჩეული, რაღაც სასწაულით მიხვდა რომ თურმე გენატრება და მოგაკითხა.." მეც ავდგები ჩავეხუტები და შევაბერდებით ბედნიერები ერთმანეთს..... მაგრააამ მოდი დავუბრუნდეთ რეალობას. რეალობა ზედმეტად მწარეა.. რეალობაში არანაირი ბედისწერა არ არსებობს. რეალურ ცხოვრებაში თითოეული ჩვენი ქმედება განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. არავითარი სასწაულით არ შევეჩეხებით ერთმანეთს. დაღლილი და გამოფიტული ან უბრალოდ გრძნობებით სავსე და ცოცხალი. უბრალოდ ამ ორს შორის ვერ ხვდები რომელს ეკუთვნი მაგრამ ისევ რეალობას დავუბრუნდეთ და ვიტყვი რომ არცერთს არ ვეკუთვნით. ჩვენ ვგრძნობთ ყველაფერს. ჩვენ უგრძნობლობასაც ვგრძნობთ და ზუსტად ეს გვტანჯავს. ზუსტად ეს გვღლის და ზუსტად ეს გვაცოცხლებს. როდესაც იაზრებ რომ ამდენმა გრძნობამ, უგრძნობლობა გაგრძნობინა გიჟდები და თავი უგულო გგონია რაც რეალურად აფსურდია. ყველაზე სასაცილო იცით რაარის?? მეც არვიცი რას ვგრძნობ ახლა, ისიც კი არვიცი რას ვწერ. უბრალოდ ყველაფერს ხელებს ვანდობ.. თითები თავისით მოძრაობენ კლავიატურაზე თითქოს ვიღაც მკარნახობსო. მიკვირს ასეთი აზრები საიდან მომდის ასე უეცრად.. ისე რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებ ჩემი ნაწერის. აჰ, მოდი ესეც ძალიან უადგილოდ და ულოგიკოდ მონატრებას დავაბრალოთ, რადგან, ეს ჩანახატი თავიდანვე მონატრებაზე საუბრით დავიწყე და დავასრულებ ალბათ იმიტომ რომ, ძალიან მხიბლავს ჩემი ასეთი, აუხსნელი და გაურკვეველი ქმედებები, საუბარები თუ ნაწერი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.