შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

33-ე გზატკეცილი


29-07-2019, 02:02
ავტორი onezashvili
ნანახია 897

33-ე გზატკეცილი
რა გამოარჩევს ორ ადამიანს ერთმანეთისგან?ვიზუალი?სოციალური სტატუსი?აზრთა სხვადასხვაობა თუ შეხედულებები?დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ თუ ათასი სხვა რამ? მიუხედავად ამდენი განსხვავბისა,მაინც ვხვდებით ერთმანეთს,მაგრამ ორივე სხვა მიზნებისკენ მივისწრაფვით,სხვა ყოველდღიურობას ვეძებთ,ახალი ცვლილებები გვსურს,მაგრამ არის რაღაც ის რასაც ჩვენ ვერ ვითავისებთ ...ის,რომ ჩვენ ორნი შეუცბლელები დავრჩებით ერთმანეთისთვის ნებისმიერი სურვილის თუ განსხვავებული ყოველდღიურობისას რაც გვაკარგინებს ერთმანეთს..
პრობლემას საკუთარ თავში არც ერთი ეძებს. ყოველდღე ორივენი დანაშაულის გრძნობით ვიღვიძებთ,მაგრამ თავს უაზრო ფრაზებით ისევ ვიმშვიდებთ და ცხოვრებას გავნაგრძობთ უკან აღარ ვიხედებით მივყვებით დინებას ,მაგრამ არ ვუსვამთ თავს კითხვას სად ჯანდაბისკენ მიდის ის?ვართ უპასუხისმგებლო ზედმეტად ზედაპირული არსებები,რომლებიც ერთმანეთის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს სულში იკლავენ და ამ დროს ვუშვებთ ყველაზე დიდ შეცდომას,არ ვცდილობთ შევინარჩუნოთ ერთმანეთი და საბოლოოდ სიამაყე იმარჯვებს და ადამიანები ერთმანეთს კარგავენ...
ამბობენ სამუდამო არაფერიაო,ხან იმას ამბობენ,რომ სიყვარული უსასრულოა ადამიანებისას ხომ ვერაფერს გაიგებ და ვერც იმას გაიგებ არის თუ არა ეს გრძნობა უსასრულო,თუ საზღვრები მასაც აქვს სანამ არ შეიყვარებ. მე არ ვიცი რა უნდა ვთქვა სულ თავიდან მეგონა,რომ ჩვენი დაუვიწყარი ისტორია სიკვდილის მერეც იარსებებდა მაგრამ ახლა ვხვდები ,რომ მთავარია რა ისტორიას დავიმახსოვრებთ ჩვენ! მე და შენ რა მექნება სულ ბოლოს შენზე გასახსენებელი?ნამდვილად არ ვიცი ,მაგრამ ჩვენ ხომ სხვების გამო არ გვიყვარს ერთმანეთისთვის ვიბრძვით...ყველა წყვილი თავისებურია აი მე და შენ როგორც მზე და მთვარე ისე ვართ მზე მთვარის მხოლოდ ნახევარს ანათებს მისი მხოლოდ ერთი მხარეა შესწავლილი მეც აქამდე ვერ შეგიცანი ვერ შეგისწავლე. შენგან უჩვეულო სიცივე მოდის სულ ხელს მკრავ,მაგრამ მაინც მუდამ შორიდან მადევნებ თვალს შენ მე მიზიდავ ამავდროულად მთრგუნავ და სიყვარულის სურვილს საერთოდ მიკლავ მაგრამ მაინც ყველაზე ძვირფასი ხარ...ზუსტად ვიცი როცა მომენატრები ჩათს კი არ გავხსნი ესემესების წასაკითხად და ცრემლები წამომივა არამედ თვალებს დავხუჭავ და შენი შეხება გამახსენდება როცა ირგვლის ვერაფრის არსებობას ვგრძნობდი შენს გარდა. ვიგრძნობ საშინელ მონატრებას გულიდან რომ წამოვა და საწამლავივით მომედება მთელ სხეულზე და ამოსუნთქვის საშუალებას არ მომცემს თვალებს გავახელ და თავს მარტოსულად ვიგრძნობ იმდენად მარტოსულად რომ სიცოცხლის შნოდაკარგულ ადამიანს დავემსგავსები, უშენოდ რომ საკუთარო თავი შემზიზღდება ცუდად ვიქნები ფარდებს ჩამოვაფარებ და სიბნელეში დავრჩები მარტო ჩემს თავთან სრთად ეს ოთხი კედელი ციხედ მექცევა მზის სხივები თვალებს ამატკიებს ხმაური კი დისკომფორტს შემიქმნის ჩემთან არავინ მოვა თვალგახელილს თუ თვალდახუჭულს შენი სახე მომელანდება და მაშინ გავიაზრებ რა დავკარგე და წარსულის შეცვლა მომინდება მაგრამ ყველა ზღაპარს კარგი დასასრული არ აქვს დავემსგავსები აღრენილ და აგრესიულ ცხოველს რომელიც თავს დავიწყების უფლებას არ აძლევს შენი ნახვა მომინდება მოუთბენლად ავდგები და კარიდან გავალ ქუჩას გავუყვები და 33-ე გზატკეცილზე მივალ ადგილას სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს და მერე აქაურობას ჩვენჯ ადგილი ვუწოდეთ ყველა მოგონება გამახსენდება და დედამიწა ჯოჯოხეთად მექცევა ბრაზი დამახრჩობს და მერე ...მერე შენ დაგინახავ ნაბიჯებს ავუჩქარებ სულელივით ვიფიქრებ რომ ისევ ჩემი ხარ მაგრამ ერთმანეთს გვერდზ ავუვლიდ როგორც უცნობები მე მუხლებზე დავეცემჯ და გავაანალიზებ რომ შენ გზა განაგრძე მე კი ისევ იმ ფურცელზე დავრჩი სადაც საერთო მოგონებები წერია და ზუსტად ვიცი რომ დამშვიდობებას ძალიან დიდ ხანს ვერ შევძლებ...



ეჰ, გამომიცდია მსგავსი მიჯაჭვულობა. ძალიან კარგად და მხატვრულად გაქვთ აღწერილი მთელი ემოციები და ისტორიის ტრაგიზმი.. ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent