სიკვდილს წართმეული(ლექსად ნაამბობი ისტორია)
მზე სხივებს აფრვევს ირგვლივ გარემოს, ჭრელი ქალაქი უფრო ჭრელდება, სიცოცხლე მოდის, როგორც მდინარე და გზატკეცილი სუნთქვით ივსება. ამ სიჭრელეში და ღრიანცელში ქუჩას მიჰყვება უცხო გოგონა. რად მოსავს შავი, რად არს მწუხარე? რატომღაც იცით კითხვა მიჩნდება. მიდის და მიაქვს ღრმა მწუხარება თვალებს ატყვია სევდის იარა, ალბად რამდენი ღამე ნათევი გზას მიუყვება შორით მიმავალს. ვერავინ ვერა ჭვრეტს მის ფიქრთა დენას, ყველა ჩაფლულა თავის ნაჭუჭში, უცხო გოგონა მიჰყვება ქუჩას და ხელით მიაქვს სიცოცხლე მისი. უყურებს ხალხს და თან ასე ფიქრობს: ვერვინ შეამჩნევს ახლა რომც მოკვდეს მტკვარს თუ გაატანს თავის სიცოცხლეს და სამუდამო ძილით იძინებს. და აგერ უკვე, ხიდთან დგას იგი ბეწვის ხიდზეა მისი სიცოცხლე. ჭირმაც წაიღოს ამდენი ტანჯვა ამდენი სევდა გაჰყვეს ამ ტალღებს. თვალწინ უელავს მთელი სიცოცხლე იგონებს წარსულს , ვერ სჭვრეტს მომავალს. გადაეშვება მტკვარის მორევში ითრევს ტალღები, მიდის სიცოცხლეც. ვეღარაფერს გრძნობს, ფიქრობს ვკვდებიო ამ დროს კი ვიღაც ეშვება წყალში, რომ გამოსტაცოს სიცოცხლე სიკვდილს და ააძგეროს ახლიდან გული. ის ტალღებს სტაცებს გოგოს სიცოცხლეს, გულში იკრავს და აბრუნებს მისკენ მარტო მას ხედავს, სხვას ვეღარაფერს უცხო გოგონას თვალებს შეჰყურებს. და ანგელოზიც გამოფხიზლდება , შეხედავს მის მხსნელს და გაიოცებს. ნუთუ კვლვ დარჩა სიკეთე ქვეყნად, რადგან ამ უცხომ გადამარჩინა. მხსნელის დანახვამ გული გაუთბო, სული აევსო მადლიერებით და სიყვარულის სიმშვენიერით სიცოცხლე იგრძნო ნაირფერადი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.