შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანამ შევხვდებით


19-08-2019, 14:00
ავტორი ლეა
ნანახია 1 488

გულის სიღრმეში ბევრ რამეს ვნანობ. სიჩუმე პირველი დანაშაული... შიში ახელებს უმოქმედობას. ოთხკედელში გამომწყვდეული, ერთი კუთხიდან მეორე კუთხემდე და უკან ნაბიჯებს ვითვლი. საათის ისრებს თვალებს ვაყოლებ და გაღიზიანებული ყურებზე ხელებს ვიფარებ.
შეგრძნებები გამიქრა... მაგრამ, მაინც ძლიერ ტკივილს ვგრძნობ. საკუთარ თავს ვებრძვი. ვერ ვხვდები რას, რატომ ვაკეთებ. თითქოს დინების საპირისპიროდ ცურვა შევწყვიტე, დავნებდი... გუშინდელი ჭრილობა დღეს მეტად მტკივა. ჩემ ირგვლივ ფერები გახუნდნენ. ვერ გამიგია სად წყდება ზღვარი?!
წარმოსახვასა და რეალობას შორის გავიჭედე... დიდიხანია, რაც აღარ ვოცნებობ. ფიქრები წარსულის ლანდებივით გარს შემომხვევიან და ყოველ ნაბიჯზე ცოდვებს მახსენებენ. მოგონებები ყელში ხელებს მიჭერენ და უფსკრულისაკენ უმოწყალოდ მიმათრევენ. ვერავინ ვერ ხედავს... არავის არ ესმის...
მერამდენე დღეა გადაუღებლად წვიმს... ქუჩები დამტვერილი იმედებისგან თავისუფლდებიან. ჩემს ტკივილებს უკვე ვეღარაფერი ვეღარ აყუჩებს. მოლოდინები საპნის ბუშტებივით ჰაერში იფანტებიან და მერე უსასრულობისაკენ მიექანებიან ან უბრალოდ, იქამდე ვეღარ აღწევენ.
დროისშეგრძნებადაკარგულივით ერთ ადგიულას გაუნძრევლად ვზივარ და ცაზე ერთადერთ, ეულად მოციმციმე ვარსკვლავს გავცქერი, ველოდები როდის მოსწყდება, რათა შენი ჩაფიქრება მოვასწრო. ამიხდები?! ალბათ, არასოდეს! მე ხომ ზღაპარში არ ვცხოვრობ. ეს რეალობაა და აქ, დიდიხანია ზღაპრების აღარ სჯერათ. დროსა და სივრცეში დაკარგულ ფიქრს დავემსგავსე, რომელიც ვიღაცას გონებიდან გაუფრინდა...
ცრემლებს მეწამული ფერი ერევა. თვალებში იმედგაცრუება ბუდობს. არავის არ ესმის მომაკვდავის ხმა, არავის არ ესმის სულის ტირილი... ღამის კოშმარებს ვერაფერს ვერ ვშველი...
დავიღალე... უძილობა მავნე ჩვევად მექცა... დრო გადის და მაინც, სანამ შევხვდებით, შევეცდები მოთმინება და ტკივილების დამალვა ვისწავლო. შევეცდები წარსული დავივიწყო და მხოლოდ წინ ვიყურო. ვეცდები გაგიგო და საჭიროებისამებრ, გიწამლო. სანამ შევხვდებით, ვეცდები დავთრგუნო ჩემში ეგოიზმი და მარტოობის წყეული განცდა.
სანამ შევხვდებით, თვალებს დავხუჭავ და ირგვლივ გამეფებულ შენს არსებას სათბილოდ მხრებზე მოვიხვევ. სანამ შევხვდებით, როგორც ბავშვობაში ქაღალდისაგან თვითმფრინავს გავაკეთებ სიტყვებით: "ARRIVEDERCI" და ჩემი სულის თავშესაფრის სახურავიდან შენი გულის ნავსაყუდლისაკენ გამოვაფრენ. თუკი იპოვი, თუკი მიხვდები, დრო დააჩქარე, სანამ შევხვდებით...



№1  offline წევრი ლეა

eremar
ასულისშემძვრელია...

გულწრფელად გამიხარდა შენი აქ ხილვა:-)ძალიან დიდი მადლობა ემოციის გაზიარებისთვის

 


№2  offline წევრი izabella

რა კარგი ხარ, ლეა. ბევრი ნაცნობი მომენტი დავიჭირე ამ ჩანახატში blush
პ.ს. მაჩკოვას და მაგდას სრული ვერსიის ხილვა ცუდი არ იქნებოდა

 


№3  offline წევრი ლეა

izabella
რა კარგი ხარ, ლეა. ბევრი ნაცნობი მომენტი დავიჭირე ამ ჩანახატში blush
პ.ს. მაჩკოვას და მაგდას სრული ვერსიის ხილვა ცუდი არ იქნებოდა

შენ ხარ ყველაზე კარგი და ტკბილი გოგო heart_eyesმახარებს ის ფაქტი,ჩემ ნაწერებში შენ საკუთარ რაღაცებსაც რომ აღმოაჩენ ხოლმე:-)
სიმართლე გითხრა,მაგაზე არ მიფიქრია,მაგრამ შევეცდები სურვილი შეგისრულო kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent