შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკალეა


28-08-2019, 18:49
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 046

მე ღმერთი არ ვარ, მკითხველო, შემოქმედი ვარ.
ახალ სიცოცხლეს ვქმნი
ახალ ედემს ვაშენებ წმინდა და უმანკო სიყვარულისთვის.
დიდი დრო დამჭირდა ამ სრულყოფილების შესაქმნელად, მაგრამ თითქმის დავასრულე..
სამი უნიკალური მცენარე, შვიდი სახეობის თევზი და სამი სახეობის ფრინველი დამრჩა შესაქმნელი..
მაინც რომელი?!
თევზები: მარჯნისფერი ჯვართავა; რუხი ნათელთევზა;სპილოსძვლისფერი ქაშაყი, სამეფო ზუთხი; ზნე; ოსამანი, ქუორე
ფრინველები: თეთრი ყვავი; ლურჯი თოლია და ოქროსფერი ბეღურა
მცენარეები: ჰოო.. აქ ცოტა დაბნეული ვარ.. ქრიზანთემები და ფურუსულები დამრჩა. აი მესამე რა გამოვა არ ვიცი, ნეტავ კი არ დაამახინჯოს წალკოტი და..
ჯერ თევზები შევქმენი.. ძირითადი სამუშაო ამით დასრულდა..
შემდეგ ფურუსულები და ქრიზანთემები..
ბოლო მცენარე რაღაც უცხო ექსპერიმენტული ჯიში ჩანს..
ნეტავ გაიხარებს კი?!
ოჰო, პატარა, მორცხვი გოგონა გამოვიდა..
არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდი, როცა შევქმენი.
ნორჩი მწვანე ყლორტი ჰქონდა.
მერცხლის ფრთებივით ცად აზიდული ბაიისფერი ფოთლები და მოიისფრო მოლურჯო ყვავილი.
გადაღლილი თვალები მძიმედ მოვისრისე და წამოვდექი. ჩემს ედემში მხოლოდ ანფელოზები არ დასეირნობენ, სხვა მხრიც სრულყოფილებაა.. დინჯად გადავავლე თვალი კაცთა მოდგმის უდიდეს საოცრებას და უახლოეს ოაზისს მივუახლოვდი, რათა სული შთამებერა ჩემი ახალი სიცოცხლისთვის. ფრთხილად ჩავუშვი ყვავილი სველ მიწაში, მაგრამ არაფერი მომხდარა. ჩემ ჭირვეულ გოგონას არ მოეწონა ეს ადგილი - ჩამეღიმა უნებლიედ - კარგი, აბა უდაბნო ვცადოთ...
კვლავ არაფერი მომხდარა...
გაოცებულმა ვცადე თიხა.. ქვიშა.. ნახშირი.. ბაზალტი.. ვერცხლი... ქარვა... ჩემი პაწაწინა არ რეაგირებდა..
უკვე დრო იყო, ხელი ჩამექნია ჩემი სულის ნაწილზე რომ ობლად მდგარი შავი, თაფლისფრად დაწინწკლული კლდე დავლანდე... მკერდიდან ზღვისფერი სისხლი მოსთქრიალებდა...
გუშინდელი დღესავით მახსოვს როგორ მომწყდა მკერდიდან და გადმოსკდა ცრემლები იმ ერთადერთმა რომ მიმატოვა, ვისთვისაც ამ ედემს ვქმნიდი...
მას შემდეგ მომერია სიბერე და ჩემს შვილებს ვუტოვებ ჩემ სულს..
ვიგრძენი როგორ დაიწყეს ფეთქვა პაწაწინა ფესვებმა იმ კლდის დანახვისას, როგორ ჩამოეღვენთა ყვავილს მომწვანო სხეული და რაღაც წინათგრძნობით სავსემ გავიშვირე ხელი იმ კლდისკენ...
პატარა ფესვები ალერსით შეეზარდნენ გლუვ, თაფლისფრად დაწინწკლულ მიწას და მთელი არსებით გამიღიმა მოიისფრო მოლურჯო სიცოცხლემ.. ბაიისფერი ფოთოლი ხელივით გამომიწოდა პატარამ და მის პაწაწინა ხელისგულზე დავლანდე თაფლისფრად დაწინწკლული სახელი, "აკალეა".
აქამდე არცერთ ჩემს ქმნილებას არ აურჩევია თავისი სახელი..
უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში..
ვიგრძენი რომ რაღაც განსაკუთრებული შევქმენი..
ან იქნებ ის გამხდიდა ისევ შემოქმედს?!
პირველი კოცნის შემდეგ ძარღვებში სისხლი პირველად ამიდუღდა ასე..
უკვე ვიცოდი რომ ყოველი დღე ისევ მოიტანდა სიახლეს ჩემთვის..
კამელიების ქვეშ ჩამეძინა..
ღია სამანი ეფერებოდა ჩემს გადაღლილ ჭაღარას..
ედემში ჯერ ისევ შუაღამე იყო, მაგრამ მალე, საამოდ ირიჟრაჟებდა.
- ჰოი, რიჟრაჟო ედემისავ, როგორ მეყვარებოდი შექმნის დღიდან ათას სისაძაგლეს და ღალატს რომ არ მაჩვენებდე, მერე რა რომ მე შეგქმენი ასეთი უნაკლო, ხომ შეიძლებოდა შენ მაინც გყვარებოდი..
არა?! - არა.. მერედა რატო?! რატო... რა ვუყოთ რომ კაცი ვარ და ვერც ძუძუს გაწოვებდი და ვერც იავნანას გიმღეროდი ტკბილ ხმაზე, მე ხომ ეს ბანიც და ნექტარიც შენთვის მინდოდა... რად უნდა ჰკოცნიდე გეორგინებს ასეთი განთიადი... ვაი რომ გულიც ამომგლიჯეს რომ ვეღარ მეტკინო..
წამოდი წვიმავ.. გაუსველე ბაგეები მოხუც მამიკოს, შენ მაინც ჩაეკონე უძლურ სხეულს გაფრენილ ოცნებებში... იქნებ და დავისვენო დილამდის... დასასრული ხომ.. მხოლოდ დასაწყისია...

დღე მეორე

ვხედავდი როგორ აეკრო ოქროსფერი განთიადი თეთრ, ღუნღულა ღრუბლებს, ყოვლისშემცნობმა სინათლემ მოაორჭოვა ზეციური სატახტო და ოქროსსდალალებიანი გვირგვინოსნის მობრძანება ამცნო დედამიწას. ო, ისე მომაჯადოებელი სურვილით დაჰყურებდა მის ალერსში გახვეულ გალაქტიკას ოქროსთმიანი ქალღმერთი..
უეცრად თვალი შემავლო.
შევიშმუშნე.
შემრცხვა ჩემი მოურიდებლობის..
- რაო, ადამიანო - მზის საცეცებმა აირეკლეს ჩემი ნაკვთები და ზედ ბაგეებთან დაუჩოქეს გვირგვინოსანს - ლამაზი ვარ, განა?!
ჩემს დამუნჯებულ სინდისში ნებიერად გადაიხარხარა სინათლის ქალღმერთმა და ჟინმორეულის დანანებით ჩამჩურჩულა..
- შენი სწორი მოძებნე, ბიჭუნი...
ასე მეგონა მზე ჩამიდგა თვალებში..
უფრო სწორედ, თვალის გარსს მიღმა, რაღაც მზესავით კაშკაშებდა და იწვოდა.
ვგრძნობდი, ეს ცეცხლი ნელნელა როგორ გადმოდიოდა ჩემში, მავსებდა..
დუღდა.. მატყვევებდა..
სისხლი ძალუმად აწვებოდა კედლებს და ბოლოს, ვულკანმაც ამოხეთქა...
ზღვის თეთრი ქაფი ეხეთქებოდა მარჯნისფერ ნაპირებს და და ორი დელფინი დიდ ხანს ცელქობდა აქაფებულ ტალღებში...
ერთმანეთს უცინოდნენ, ჟინიანად ეკვროდნენ და შემდეგ, უაზროდ გახარებულები შორს მიცურავდნენ...
სიმხურვალითა და ცეცხლოვანი სინათლით სავსეს დაისმაღა შემახსენა წყვდიადის მოახლოება...
შეშფოთებული გამოვერკვიე..
კამელიების ჩრდილში ვიწექი, მაგრამ ხელებიდან კოჟრები გამქრალიყო და ძარღვებში სისხლი მიდუღდა..
მაშინვე აკალეასენ გავეშურე..
მისვლისთანავე გამიცინა..
გაუჩერებლად კისკისებდა..
ერთი ახალი, ქარვისფრად დაწინწკლული ფოთოლი გამოეტანა.
ცნობისმოყვარეობით ატანილი მივეტანე ფოთოლს და შემდეგი ამოვიკითხე
- მგონი, პირველი კოცნაც დაგავიწყდა, სიხარულო...
უნებლიედ ფრუტუნი ამიტყდა, პირმა ბრძანება უკუაგდო და ავხარხარდი... გულიანად ვკისკისებდით ორივე, თუმცა, ის მე დამცინოდა და მე თავად არ ვიცი, რაზე ვიცინოდი...

დღე მესამე

მოუთმენლად ველოდი დაღამებას.
იმედი მქონდა კიდევ ვნახავდი იმ საოცარ ზმანებას, უფრო სწორად ვგრძნობდი რომ ვნახავდი და რატომღაც ძალუმად მსურდა იქ დაბრუნება, თითქოს მიძინებულმა ახალგაზრდობამ გაიღვიძა ჩემში.
მოზამბიკების გალობის ხმაზე ჩამეძინა.
სიზმრად ვნახე, ვითომ გაშლილ, მწვანედ მობიბინე ველზე ვიყავი.
ჩრდილოეთიდან ძლიერი ქარი ჩემთვის თავის დაკვრას აიძულებდა ყველას.
პატარა, ციცინათელებით სავსე ბილიკს მივუყვებოდი.
ძარღვებში სისხლი მიდუღდა.
აკაციისა და თაფლის საამო სურნელი ტრიალებდა ირგვლივ. ბილიკმა უცნაურ ადგილას მიმიყვანა.
წინარეიაპონური ხის ნახევრად ბუნებრივ ორთქლის აბანოში.
ხის ჩუქურთმები მუხლის სიგრძეზე ფარავდა აბანოს.
ზედ სიყვარულის ქალღმერთის განწმენდა იყო გამოსახული.
ქვის ტალავერზე ვარდის თხევადი საპონი და ქალის საკურას ყვავილებით გაწყობილი ხალათი ეწყო. ხალათს ჯერ ისევ ის თავბრუდამხვევი სურნელება ასდიოდა, ასე რომ ვეძებდი.
დაურიდებლად გავარღვიე ორთქლის ფარდაგი და შევედი. დავინახე აკალეა იწვა ცხელ წყაროში და ორ შინდისფერ, ახლადგაფურჩქნილ კოკორს ეთამაშებოდა.
როგორც კი დამინახა, მაცდური ღიმილით გამოცურა ჩემკენ.
წყაროდან რომ წამოიმართა, დარცხვენილი გამოვიქეცი.. მოვრბოდი და მოვთელავდი ხასხასა ბალახს, ზურგიდან ქარს მოჰქონდა ექო სასურველი,
ნუ მიმატოვებო - მაგრამ არ მივბრუნებულვარ.
გულგახეთქილმა გავიღვიძე.
ერთი პირობა მეშინოდა აკალეასკენ წასვლის, მაგრამ ბოლოს გავბედე და ჩემდა გასაოცრად, მხოლოდ ორი ახალი გზავნილი დამხვდა:
რად ხარ გაუბედავი,
მშიშარა და ბეჩავი?!
და მეორე, ამჯერად მსაყვედურობდა, რატომ მიმატოვეო. ყვავილი მოწყენილი იყო და ვერაფრით გავაცინე...
ნეტავ რა ფარსაგი საქმე ხდება ჩემს თავს? ამოვიოხრე ჩემი სილაჩრით შეწუხებულმა და ჩემი ლაბორატორიისკენ გავეშურე, რათა დარდი შრომაში ჩამეკლა...

დღე მეოთხე

ვერც კი შევნიშნე შრომაში გართულს ისე ჩამეძინა. ცხვირში ისევ პირსახოცზე შერჩენილი ქალის სურნელი მიტრიალებდა. უკვე ვნანობდი რომ გამოვიქეცი და ძალიან მინდოდა იმ ლამაზ ადგილზე დაბრუნება, მაგრამ ვიცოდი რომ ეს შეუძლებელი იყო.
უნებლიედ ბაღში გავედი, ნაცნობმა კამელიებმა მაცდურად გამიღიმეს, მაგრამ გულმა აკალეასკენ გამიწია. როცა მასთან მივედი, იპრანჭებოდა. ცოტა შერცხვა, მერე კი უეცრად მოტრიალდა და ლამაზი, სურნელოვანი ტუჩები საკოცნელად გამომიწოდა. ფიქრის დრო სადღა იყო?! ჰოდა დავეწაფე და ჰოი საოცრებავ...
საკურების ფოთოლცვენაში აღმოვჩნდი სასიამოვნო სურნელებით მთვრალი და ვხედავდი არნახული სილამაზის ქალთმერთს, საკურას ფურცლებისაგან ხელთუქმნელ კაბაში გამოკვალთულს. გიშერი გადასდიოდა ტალღებად ყირმიზ მხრებზე, ცეცხლოვანი თვალები ეშმაკურად მიღიმოდნენ, ვარდისფურცლოვანი ლოყები სიამით შეფაკვლოდა და მალინისფერი თაფლუჭის წყაროები მიხმობდნენ უსამანო ჰორიზონტისკენ.
- ასეთი... მოგწონვარ, სენსეი? - გამიღიმა ჰაეროვნად. სამი მთვარის გავსებამდე დავრჩები შენთან და გავხდები შენი, სამ ტყუპს გაჩუქებ ჩვენი სიყვარულის სახსოვრად, გაუფრთხილდი მათ
იღიმოდა ტკბილად.
გაოცება სანამ აყვავდებოდა თაფლი ჩაიღვარა მთელს არსებაში, აზვირთებულმა ტალთებმა გაართვია საკურას ყვავილები და ვიხილე კოკრები, ჯერთ უფურჩქვნელი, მიხმობდნენ და მელოდნენ.. და გადაევლო თაფლი სურნელოვან ყვავილს და მოჰფინა საოცარი მელოდია ჯადოსნურ მხარეს. ზღაპრულმა სიმღერამ მომატარა საკურას მინდვრები და ვიხილე ვარდი საკვირველი, სამზერად საამო, ჯადოსნური სილამაზის. ფეთქავდა და მიხმობდა როგორც მიჯნურის გული სასურველს. დავეკონე მის ლამაზ ფოთლებს და მოვინათლე მის ზღაპრულ წყაროებში და აყვავდნენ კოკრები და აივსო მტევანი თაფლითა და რძით. აივსო პირველი მთვარე და შობა ქალღმერთმა მზესავით ლამაზი და ბინდივით მიმზიდველი ტყუპები, და დაარქვა ფიორელლი ანუ სიყვარული და სიგიჟე, ასვა ალიონამდე თაფლუჭი და რძე. ალიონზე უცნაურმა ხმამ გამაღვიძა. მკლავებში ორი პატარა ანგელოზი მყავდა მიხუტებული, რომლებიც დიიდი ფიების მთას ეძებდნენ და ტკბილად ღუღუნებდნენ

დღე მეხუთე

ბავშვების აღზრდა ვარდებმა ითავეს. ვუყურებდი, როგორ წაიყვანა ჩემი შვილები ყვავილთა ამაყმა დედოფალმა, მომინდა შემეჩერებინა, მაგრამ მისმა ესკებმა დათრგუნეს ჩემი უგუნურება. მე ხომ შვილი არასდროს მყოლია და არც ის ვიცოდი როგორ მომევლო პატარა ბავშვისთვის.
- ისინი მეფურად იცხოვრებენ და მარადისობაში ჰპოვებენ თავშესაფარს - გამიღიმა ყვავილთა დედოფალმა.

ისევ კამელიები...
ჩამეძინა...
თავბრუდამხვევმა სურნელმა წამართვა თვალი და გონი. ქრიზანთემების ბაღში გაყინულიყო დაისი და ცეცხლისფრად გვინათებდა ზღაპრულ სუფრას.
დავლანდე ქალღმერთი, უღვთოდ ლამაზი, ცეცხლოვანი მთვარე აერეკლა უნაკლო სხეულზე. ფოსფორისფერი, ობობის ნაჭდეურზე თხელი და ფიქრზე გამჭვირვალე, სამეფო ფალასი ემოსა. ცალ ხელში ატმის რტო ეპყრა, მეორეში მთვარესავით მბზინავი ქვის ფიალა, ნექტრით პირთამდე სავსე და ტკბილად მიღიმოდა..
- მიხარია, რომ მოხვედი, მოდი, მომიჯექი გვერდით და ერთად დავტკბეთ ამ ჯადოსნური ღამით.
დაბნეული, მოკრძალებულად მივუჯექი. ნექტარი დამაძალა არამიწიერმა და ვიგრძენი როგორ აივსო ჩემი სხეული ღვთაებრივი ენერგიით, სურნელებითა და სილამაზით.
ლეღვივით ტუჩების პირველი შეხების მერე ვეღარ ვარჩევდი როდის ზეციურ ნაყოფს მივირთმევდი და როდის მის ტკბილ ბაგეებს... ამ ნეტარებაში სიმწიფემან მტევნისამან მიიზიდა ჩემი გონება და ერთმანეთში აირია რძე და თაფლუჭი. ვსვამდი უზომოდ, წყურვილმორეული და არ მეტყიბოდა დაცხრომა წყურვილისა... იმატებდა ტევრებში სიცხე და მიაღწია მზემ ზენიტს, ჩამოდგა შუადღე და შემომანათა მზისფერი თვალები.
მაშინ გარდაიხსნა დედამიწა და შეერწყა ხმელეთი ოკეანეს და დაფარეს ზვირთებმა ხმაურით შლამიანი სანაპიროები და აჰა, გაივსო მთვარე და შობა ქალღმერთმა ტყუპები და უწოდა ბიჭს ეზელი, ვითარცა დაისი და გოგონას ზენაე, ვითარცა განთიადი, ჩამიცვინა მკლავებში და მითხრა:
- ჩვენი სიყვარულის ხათრით ქრიზანთემებმა გაზარდონ ისინი. გაუფრთხილდი მათ.
- შემდეგი ღამე ბოლო საჩუქარია ჩემი და სამუდამოდ შენს ნაწილად ვიქცევი შემდგომ.
კოცნის სიმხურვალემ დამაბრუნა დედამიწაზე, მკლავებში ორი ჩვილი მეწვინა, ერთი მზესავით თეთრი და ვარდისფერლოყება, მეორე მთვარისთვალა და ხორბლისფერი. და მისი სურვილის თანახმად ქრიზანთემებს მივაბარე ისინი გასაზრდელად

დღე მეექვსე
"დაბადება"
მთელი დღე ვფიქრობდი ღამეზე, რომელიც წინ მელოდა. გაურკვევლობით აფორიაქებული ადგილს ვეღარ ვპოულობდი. აკალეასკენ აღარც გამიხედავს. საღამომდე იფნების ქვეშ ვცემდი ბოთლას საღამოს კი დაღლილი იქვე, ტირიფების ხეივანში მივწექი დასასვენებლად. ვერც გავიგე, ისე ჩამეძინა. ათასფერმა პეპელამ მოსჭრა თვალი გონებას და ბავშვურად გამიხარდა, უძველესი, ვეებერთელა იაპონური ალუბლის ხე რომ დავინახე, რომელსაც ფესვებით ბუნებრივი სარეცელი გაემზადებინა ჩვენთვის და ზედ თავისი ყვავილები დაეგო. ჰაერში ალუბლის ყვავილები დაფრინავდნენ, ჰაერში ალუბლის საუცარი სურნელება იდგა.. ის ჩემგან ზურგით იდგა. ნაზი, ალუბლისფერი კიმონო ცალ მხარეს ჩაეხსნა, ცალი ხელით ალუბალს მიყრდნობილიყო რომ მყარად მდგარიყო და მელოდა. ფეხაკრეფით მივეპარე და ძლიერად მოვეხვიე.
- მოვედი - ტუჩებით უკვე მის ბროლივით ყელს ვისურვილებდი
- გელოდებოდი - მიენაბა თვალები ღიმილით.
- მიდი, ჩამეხუტე, რაც შეიძლება ძლიერად, დამიმტკიცე რომ გიყვარვარ - აღმოხდა ალერსით მთვრალი ბაგეებიდან. სუროსავით ავეკარი მთელ სხეულზე.. უკვე მოთენთილობა სახსრებში ამტვრევდა, მაგრამ მაინც იდგა..
ნელი რიტმით ვროკავდით ალუბლის ვალსს...
მუსიკა..
ამბორი..
სიტყვები..
რითმები..
მერე ისევ მუსიკა..
ისევ ამბორი..
კიდევ და კიდევ..
კიდევ და კიდევ..
ისევ რითმები...
- რა განუმეორებელი ხარ..
მინაბულ თვალებსაც არ ასცდათ ამბორი..
- მიყვარხარ.
რითმები..
- მიყვარხარ..
რითმები..
ძლიერი რითმები..
- მიყვარხარ, იცი?!
სიამის სიცილი აუტყდა ცოტა ხნით..
ამბორში ჩავახშე პატარა აჯანყება..
ცეცხლოვანი ხელები შემოეჭდნენ მეამბოხეს და ალუბლის სარეცელზე ჩაიკეცა მაშვრალი..
ტევრმა აგო პასუხი ყველა დანაშალზე და მასთან ერთად თრთოდა ალუბლის ყვავილებში ათრთოლებული მუცელი..
ისევ ჩახუტება..
ძლიერ და ძლიერ...
ივსებოდა მესამე მთვარე..
- მიყვარხარ. ჯერაც მუსიკა
- მიყვარხარ.. ისევ მუსიკა. არ იყო პასუხი..
- მიყვარხააარ.. ბოლო ჩახუტებამ სძლია მუსიკას და
- მეც.. მთელი არსებით დამიბრუნა ექოდ პასუხი
აივსო მესამე მთვარეც და შვა მესამე ტყუპი და უწოდა აკალეა.
არ დამივიწყო.. ცეცხლოვნად მაკოცა
ვიცი რომ გაუფრთხილდები..
გამოვიღვიძე.. ხელში ორი პატარა ანგელოზი მეკავა.. სიბერე უკვალოდ გამქრალიყო...
პაწაწინა ანგელოზები კამელიებს მივაბარე და აკალეასკენ გავიქეცი...
აკალეა აღარსად იყო..
ის კლდეც სადღაც გამქრალიყო...
დავიჩოქე და ცრემლები გადმომცვივდა..
უეცრად, საოცარი გუგუნი გავიგე... ნელ ნელა ძლიერდებოდა...
მკერდზე ხელები დავიდე და.. გული იყო.. ისევ ფეთქავდა..
დაბრუნდა.. ისევ დაბრუნდა ჩემთან..
ხელახლა დაიბადა..
- მიყვარხარ, სულო!
წვიმდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent