შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოობის წყვდიადში


15-09-2019, 00:35
ავტორი Mathilda666
ნანახია 1 073

ქუჩა ცარიელი...ლამპიონი ერთი...საცოდავი...მბჟუტავი...ვერ დაიკვეხნიდა,ვანათებო,მაგრამ ეპატიება...ხან ინთება,ხან ქვრება.
ქუჩა ცარიელი...კაცი მარტოსული...ლანდივით აყუდებულა ის საცოდავი,როგორც ლამპიონი,მაგრამ მის სულში სინათლე არასდროს იყო.მოჩვენებების გზაზე მისრიალებდა შავლაბადამოსხმული კაცი,რომელსაც თავზეც შავი შლიაპა ეხურა და ხელჯოხს ჯადოსნური კვერთხივით მიათრევდა.თითქოს ლამობდა, ამ ფერით გამოეხატა განცდები.მთელი გზა ლანდივით მივყვებოდი მბჟუტავ ღამეში,მთვარის სინათლე არ ჰყოფნიდა,რომ მისი სახე დამენახა.მთელი გზა ვსაუბრობდით.ძალიან ბევრი ვილაპარაკე.თითქოს მთელი ემოციები გადავეცი უცხო კაცს სკივრით.
ერთი გაკვირვება გამიკვირდა,თუ რატო არ მცემდა ხმას,მაგრამ ჩავთვალე,კარგი მსმენელია-მეთქი.მეგონა,მოჩვენებათა გზას არასდროს ექნებოდა დასასრული.წამით გავჩუმდი.
სიჩუმე ხმაურობდა,იმდენად ხმამაღლა ყეფდა ჩუმი კაცი,რომ ხეები შეირხნენ,ცა შუაზე გაიხსნა და ტოტებს ჭახა-ჭუხი გაჰქონდათ.სიჩუმის სიცივე ფეხის თითებში შემომიძვრა და მუცელში ტკივილად გამიარა.დავინახე იმ კაცის ბნელი თვალები,რომლებშიც მხოლოდ სიცარიელე იყო.უსასრულობისაკენ მიექანებოდა მისი მზერა და კედელივით აღვმართულიყავი მე.
სიჩუმე ისე ხმაურობდა,მინდოდა მეღრიალა მისთვის განწირული ხმით,რომ გაჩუმებულიყო,მაგრამ გიჟი კი არ ვარ.გიჟებამდე ბევრი მაკლია.ისინი მაღალ კენწეროში არიან და მე ვერასდროს მივწვდები სიგიჟის თავისუფლებას და მათ პიროვნებათა ლანდებს.
ის კაცი დღემდე არ ვიცი,როგორია სახეზე,რადგან მე ვარ შავლაბადიანი და შავშლიაპიანი,ხელჯოხით ხელში,ბრმა და ყრუ კაცი,რომელიც იმ ცარიელ ქუჩაძე მილასლასებდა და ესაუბრებოდა საკუთარ ლანდს მოჩვენებების ქუჩაზე.ჩემი ბრმა და ბნელი თვალები არ მაძლევს საშუალებას,სარკეში იმ კაცს თვალებში ჩავხედო.ჩემი სმენა კი მხოლოდ სიჩუმის ხმაურს ეზიარება...სამუდამოდ...სამუდამოდ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent