ნარინჯის ლამპიონი
ღამე ოდნავ მონაცრისფრო, ლამპიონი — ნარინჯის, ფარდებს მიღმა მე იდუმალ სამყაროებს ვეხები, დრო ტრიალებს, სანატრელო, დრო მიდის და არ იცდის, შენზე ფიქრებს ფურცლებისკენ საყრდენივით ვეცლები. ვეფინები შემოდგომის ვით ფოთოლი ტროტუარს, შარი-შურით შრიალებენ შურიანი ხეები, ვიღაც უცხო ქალბატონი მიყურებს და მარტოა, მაგრამ ცისკენ ვიხედები და მის მზერას ველევი. ალბათ იტყვით: სულელია, შანსი აქვს და არაო! მაგრამ როგორ ვუღალატო მე გრძნობების ხვეულებს, გულის ყოველ უჯრედში რომ სიმშვიდის ზღვა არია, უშანსოდ რომ ამ წამამდე მავსებინებს რვეულებს. ღამე ოდნავ მონაცრისფრო, ლამპიონი — ნარინჯის, ფოთოლი ვარ, გაცვენიდან ათას ორას მეერთე, ვიღაც უცხო ქალბატონი სულ მარტოა და მიცდის, მაგრამ ძალა შემრჩენია რომ მიყვარდეს მე ერთი. ~ ბ.ბ. ~ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.