შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარისკაცის ცხოვრება


22-09-2019, 21:50
ავტორი sakosblog
ნანახია 1 470

10-წელი გავიდა,იმ საზარელი ამბიდან რომელიც დღემდე კლავს ჩემ გულს.
10-წელი გავიდა რაც ქვრივი და მგლოვარე ვარ…
მიზეზი?
-პატრიოტიზმი
მას უყვარდა თავის ქვეყანა,ოჯახზე მეტადაც კი.ქვეყნის დასაცავად რას არ აკეთებდა და აი,ბოლოს დიდ რისკზეც წავიდა თავი გაწირა და მოკვდა მართალია ფიზიკურად მიწაზე ფეხი არ უდგას მაგრამ დარწმუნებული ვარ სულით აქ არის.
10-წლის ვაჟიშვილი,ლუკა მყავს.მამისი თვალითაც არ უნახავს.1-წლის იყო,როდესაც მამა დაკარგა.არაფერი იცის ბავშვმა მის შესახებ,თუ როგორი იყო…
საერთოდ რას ნიშნავდა მამა ისიც კი არ იცოდა ბავშვმა მხოლოდ ის იცოდა,რომ მამა არასდროს დაბრუნდებოდა.მამამ მიგვატოვა,ზეცაში წავიდა.სამშობლო,ადამიანები გადაარჩინა. ბავშვი მამას გმირად მიიჩნევდა
გაიძახოდა
-მამაჩემი,გმირია.მან თავი გაწირა,ის მოკვდა სამშობლოსთვის.მამა,გმირია ის ძლიერი კაცი იყო…
დღე არ გავა მის შესახებ რამე არ მკითხოს.ლუკა ყველაფერს ხვდება,რომ განვიცდი და მარტო ცხოვრება მიჭირს,ქმრის გარეშე ყოფნა
სულ მეუბნება სიცოცხლის ბოლომდე შენთან ვიქნები და არასდროს მიგატოვებო
ლუკას იმედიღა დამრჩა ამ ქვეყნად..მხოლოდ ის გამაჩნია
შვილი მარტომ აღვზარდე გაჭირვებაში,არავინ იყო ჩემი დამხმარე არავის უფიქრია ნინოზე რომელსაც ძალზედ უჭირდა…
არავინ მყავდა ახლობელი…
დედაც 3-წლის წინ გარდამეცვალა…
მამა,ბავშვობაში დავკარგე,ძმა საზღვარგარეთ მყავს მისი მადლიერი ვარ,რომ ახლა მე და ლუკა ვარსებობთ გიორგის დამსახურებაა.
ის გვეხმარება,ყოველ თვე ფულს გვიგზავნის,იოლად გავდივართ.
მე,ვმუშაობ საკონდიტროში.მინდა ლუკას უზრუნველი მომავალი ჰქონდეს.
მომავალში არ გაუჭირდეს
მინდა,რომ ბედნიერი იყოს….
კარგი ვაჟკაცი დადგეს
შალვა მენატრება…
სიკვდილამდე 1-კვირით ადრე წერილი დაუწერია…სულ მიმეორებდა მაპატიე,მაგრამ უნდა წავიდე-ო.სამშობლოს ვჭირდებიო დიახ,შაკო ჭარისკაცი იყო შეიძლება კვირეები გასულიყო და ოჯახში არ მოსულიყო.ქმარი მუდამ მენატრებოდია..სულ შიშში ვცხოვრობდი ყოველდღე ზარს ველოდებოდი,რომ მეტყოდნენ
-საქართველოს კეთილისმსურველი,მებრძოლი,მამაცი ჯარისკაცი შაკო არშბა გარდაიცვალა,,,
ამ ფრაზას ყოველ წუთს ველოდი..ისეც ხდებოდა,რომ თვეც არ დავკავშირებივართ ერთმანეთს…ამაზეც ძალიან ვდარდობდი მის ამბავს ვერ ვიგებდი..ყოველ დღე ცუდად ვიყავი,ვნერვიუობდი,განვიცდიდი მაგრამ მან ოჯახს სამშობლო არჩია..არჩევანი გააკეთა ოჯახსა და სამშობლოს შორის და სამშობლო აირჩია…ოჯახი,ცოლ-შვილი მიატოვა და სამშობლოსთან გაიქცა…მისი გაქცევა ბედნიერი იყო ბარგითურთ მაგრამ დაბრუნება? ალბათ,მისთვის ასეთი ღირსეული დაბრუნება რაღაც სასწაული ბედნიერების ტოლფასი იქნებოდა მაგრამ მისი ოჯახისთვის? დიადი ტკივილი, კუბოთურთ…
ახლა,რომ შემეძლოს თავს მოვიკლავდი,რადგან არ მსურს ასეთი სიცოცხლე.მისი სიცოცხლის დროსაც ვიტანჯები და სიკვდილის შემდეგაც.მე,მას ვთხოვე დარჩენა, თხოვნა არ შემისრულა…არც ლუკას გულისთვის დარჩა
ახლა კი ვიმკით შედეგებს აგერ უკვე 10-წელია…
და ახლა როგორ მდგომარეობაშია ქვეყანა?არაფერი შეცვლილა,უბედუერების,ტანჯვის მეტი არაფერი ხდება.
ადამიანები იღუპებიან,კრიმინალმა იმატა…ბავშვებს იტაცებენ,ადამიანები არაფრის გამო ისჯებიან,.ქურდული საქმიანობა ისევ გრძელდება
და ამის გამო გაწირა ჩემმა ქმარმა თავი…ახლა ის აღარავის აღარ ახსოვს.ვიღას ახსოვს შალვა არშბა,ყველამ მიივიწყა ერთ კვირაში.ვითომ დიდ პატივს სცემდნენ,სამშობლოს ძალას უწოდებდნენ…ამაყობდნენ მაგრამ სად გაქრა ახლა მათი სიამაყე,სამშობლოს ძალა რომელიც ყველამ დაივიწყა?
-მიწაშია.ფიცრის ოთკუთხედ ყუთში წევს განუძრევლად
9-წლის შემდეგ…
ლუკაც მამას კვალს დაადგა.ფიცი დადო,რომ არასდროს დაიხევდა უკან,მუდამ სამშობლოს გვერდით იქნებოდა და დაიცავდა მას.
ნინოს რა თქმა უნდს ეს გადაწვეტილება არ მოეწონა…შვილს, გადაწყვეტილების მიღების დღიდან აღარ ელაპარაკებოდა..მასთან ურთიერთობა გაწყვიტა
სინამდვილეში ნინოს წარსული წარუდგა თვალწინ.ისევ და ისევ შიშმა შეიპყრო.ძალიან ეშინოდა,იცოდა მომავალში კარგი არაფერი მოხდებოდა..წინააღმდეგობის მოიუხედავად ლუკამ მამამისივით თავისი გაიტანა,საქართველოს ძლიერი,სამართლიანი,მებრძოლი მეომარი გახდა.მისმა მებრძოლობამ და სიძლიერემ ერთ დღესაც გაიმარჯვა სიკვდილით…
9-წლის შემდეგ ნინოს ავღანეთიდან ახალი,სამწუხარო სიუპრიზი ელოდა
-მკვდარი შვილი
ამ ამბის შემდეგ ნინომ სიკვდილი გადაწყვიტა…თვითკვლელობა არა,ქმარ-შვილის სახელით სამშობლოსკენ გაილაშქრა.მას აღარაფრის ეშინოდა.პირიქით ის ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო დედამიწაზე…არ იცოდა მან რა იყო შიში,ტანჯვა,გლოვა…გადაწყვიტა თვითონაც გამოეცადა ეს ყველაფერი..გარისკა…წავიდა…სახლი მიატოვა…
მტერი ძირს დასცა,გაანადგურა.ნინო სამმაგი ძალით იბრძოდა…მას ქმარ-შვილის სიკვდილის შემდეგ რწმენა დაუბრუნდა…ირწმუნა სამშობლო,ქვეყანა მისი სიყვარული და თავდადება….მან გამოსცდა ეს და ამ დროს მან დიადი სიამოვნებ ამიიღო,რომ გააკეთა დიდი სიკეთე გადაარჩინა ყველა და ყველაფერი და ზეცაში წავიდა ბოლოც მაინც კეთილი საქმით…ბოლოს ადრე თუ გვიან ყველა ადამიანი ხვდება თავის შეცდომებს..ნინოს არ იყო გამონაკლისი..მიხვდა ყველაფერს…გაუგო შაკოს და ლუკას…ახლა ოჯახი ერთად იქნება არავინ არსად არ წავა…ისინი ბედნიერ ოჯახს შექმნიან საიქიოში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent