6 : 24
1 იანვარი 6:24 ზუსტად ახლა, 7ის 24 წუთზე ვიღაც კვდება, მე კი ასე უდარდელად მივდივარ ჩემს საყვარელ სოფელში, ხელში ჩემი საყვარელი მოწყობილობით მომარჯვებული. 6:25 ახლა ალბათ სასუნთქი მილი ეკეტება, ან სისხლისგან იცლება. 6:26 ვითომ უკვე მისი ახლობლები გაიგებდნენ? 6:27 აჰ, ალბათ, როგორ იტანჯებიან, როგორ უყვარდათ თავიანთი შვილი, მეგობარი, და, ძმა ან თანამშრომელი. 6:28 ღამეა, მთვარე არ ჩანს, არც ვარსკვლავები. ყოველთვის მაინტერესებდა ასე რატომ იყო, ცაზე ხომ მთვარე და მისი პატარა ამხანაგები, ვარსკვლავები უნდა იყვნენ. რატომ არ არიან? ვითომ იმის მიმანიშნებელია, რომ ვიღაც კვდება? 6:29 მალე ბედობა იქნება, მე კი სოფლის გზას ვხედავ, სადაც ახლა მე ვიმყოფები. 6:30 ნეტავ, როგორაა? კარგად არის? ალბათ უკვე სავადმყოფოში გადაჰყავთ, სადაც ექიმები "უმკურნალებენ", ან არც გადაჰყავთ, ხელი აქვთ ჩაქნეული მის სიცოცხლეზე და უკვე მის გასვენებას გეგმავენ. არავინ იცის რა ხდება. 6:33 ალბათ მალე მეც მიმასვენებ ცივ სამარესთან, ვინ იცის, იქნებ მასთან ,ვინც 7ის 24 წუთზე მოკვდა. იქნებ პატარა ბავშვია, რომელიც ცხოვრებამ გაწირა, ან დედა, რომელიც ასევე ცხოვრებამ გაწირა. ან ხანშიშესული კაცი ან ქალი, რომელიც ასევე ცხოვრებამ გაწირა. ნებისმიერ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, რა ხარ, რა შეცოდე ან რა გააკეთე, მაინც გაგწირავს ცხოვრება, სადაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა იყო. ისე გაგწირავს, როგორც ის ადამიანი, რომელიც 7ის 24 წუთზე მოკვდა ან მოკლეს. გაგწირავს, თან დაუფიქრებლად. *** და აი, ახლა გოგონა ამ ჩანაწერს წერს,თვითონც არ იცის რატომ, უბრალოდ ასე მოესურვა. და ზუსტად, შუა წერის დროს ესმის საშინელი ხმა. საავადმყოფოს მანქანის ხმა, რომელშიც ადამიანები მკვდარ ცხედარს მანქანაში აწვენდნენ. გოგონამ ჩაიღიმა და ერთადერთი, რამ რაც გაიფიქრა იყო: "ვიცოდი." |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.