რომ არა მოგონება ?
ზოგადად ხდება ისე, რომ უმეტეს შემთხვევაში საერთოდაც არ ვუკვრიდებით რას ჩავდივართ და საერთდაც არ ვფიქრობთ რა მოყვება ჩვენს მიერ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს . რაციონულად შესაძლოა შესაბამისი საკითხი უგულებელვყოთ, მაგრამ არა ისეთი მასშტაბური თემა, როგორიც ადამიანთან ურთიერთობაა. შეიძლება კი არა ნამდვილად შეიძლება დაუშვა შეცდომა დაზღვეული არც ერთი არ ვართ . ერთი ადამიანიც არ არებობს ამ პლანეტაზე ვისაც შეცდომა არ დაუშვამს, რა თქმა უნდა ეს დაზეპირებული ტექსტებია და მოსაბეზრებელია ამის კითხვა ,მაგრამ ,არის ერთი მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი საქციელები . თუ რატომ ვმოქმედებთ ესე და ამგვარად. რა გვინდა? რატომ ვიქცევით ესე? იქნებ ეს ყველაფერი ზუსტად ისაა ,რომელიც ჩამოყალიბებამდე გვკალდა. ვცდილობთ გაზრდასთან ერთად მოვიპოვოთ ის, რაც გვაკლდა სწორედ აქედან გამომდინარე ვცდილობთ მივიღოთ ყველაფერი და საერთოდაც არ ვუკვირდებით ეს შესაძლოა ვინმესთვის ზიანის მომტანი იყოს .ჩვენი თავისუფლება იქ მთავრდება სადაც მეორე პიროვნების თავისუფლება იკვეთება .ასე მიდის კანონზომიერებით ,მანამ ვერ ვხვდებით ამ ყველაფერ,ს სადაც იგივე როლში ანუ მსხვერპლის როლში ჩვენ არ აღმოვჩნდებით. რთულია ყველაფერი ეს განა ჩვენი ბრალია ? არა ნამდვილად ჩვენ ადამიანები ვართ, რომლებსაც ყველაფერი გვაინტერესებს და ვცდილობთ ჩავწვდეთ ამ ცხოვრების მომენტებს . ყველაფერი გამოცდილებაზეცაა დამოკიდებული რა თქმა უნდა ასე, რომ არ ხდებოდეს ალბათ ვერც ვერასდროს გამოვარჩევდით კარგს და ცუდს . სანამ ტანჯვას არ ვნახავ, მანამდე სიამოვნებას ვერ დავაფასებთ . სანაამ ჭირს არ ვნახავთ ,მანამ ლხინს არ დავაფასებთ . სანამ ბოროტებას არ ვნახავთ, მანამ სიკეთეს ვერ მივხვდებით -ესაა ზუსტად ,რაც ჩვენ გარშემო ტრიალებს მეტი არაფერი . წარსული -ამაზე ფიქრი არ გვასვენებს არც ერთ ჩვენგანს . ვდგებით რუტინულად ვასრულებთ დილის შემოქმედებას, შემდეგ სკოლა, უნივერსიტეტი ,სამსახური ვისთვის რა. მოვდივართ და ვფიქრობთ ისევ რაზე მომავალზე? ძალიან იშვიათად, ისევ წარსულში ვიქექებით იმ მოგონებებით ვიმშვიდებთ გულს და ტკბილად ვიძინებთ არც კი ვცდილობთ ,რომ მოგონება კვლავ აწმყოთ ვაქციოთ , როცა ეს ნადმვილად შეგვიძლია წლები გადის .. ყოველდღე შეგვიძლია ვიფიქროთ ჩვენ წარსულზე, ჩვენს ზაფხულზე ,ჩვენს ზამთარზე, რომელიც მოგონებებში ისე ჩავმარხეთ, რომ ვერავის ვერ ვუზიარებთ იმიტომ, რომ ხალხს ირგვლივ მობეზრებული აქვს შენი საინტერესო მოგონება, რადგან მათ იგივე საკუთარი მოგონება აქვთ და კვლავ იმაზე ფიქრობენ , როგორც შენ . არც ერთი ჩვენგანი არ ვფიქრობთ იმაზე, რომ იქნებ შეგვიძლია გამოვასწოროთ სიტუაცია ,იქნებ იმაზე ძლიერები ვართ ვიდრე გვგონია. ჩვენ ხომ ყოველდღიურად ვძლიერდებით ცოტათი მაინც ,თუნდაც ერთ დღესაც რომ გადავაგორებთ: რთულ, დატანჯულ ,უინტერესო დღეს სწორად მანდ ვძლიერდებით.სწორედ მანდ ვაგნებთ მთავარ გასაღებს რომელსაც უმეტესად უმალვე ვკარგავთ. უბრალოდ ყველაფერი უნდა სცადო შესაძლოა იმედგაცრუებით მაგრამ შენ ჰო უკვე სცადე, რომ არ გამოგეცადა ყოველდღე ის დაგტანჯავდა, რომ რაღაც ისე ვერ არის . რაღაც წარსულში ვერ გააკეთე ისე . ამიტომ ყველაფერი უნდა სცადო თუნდაც ცუდათ დასრულდეს მთავარია ჰო დასრულდა და არც მოგიწევს მაგაზე დარდი და ფიქრი . აღარ შეგჭამს მოგონება რადგან ბოლომდე ამოწურე და ამ ამოწურვაში მიხვდი კიდევაც შენს სიმართლეს და უფრო ძლიერი განაგრძობ ცხოვრებას, |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.