გამოღვიძება
შეშინებული ვიღვიძებ... ღამეა ძალიან ბნელა, თავს ცივად ვატრიალებ საწოლისკენ სადაც დედას ძინავს, ცარიელია ... მეშინია მე ხომ ჯერ რვა წლის ვარ, უცებ ჩემი უმცროსი და გამახსენდა, ოდნავ მომეშვა ადგილზეა, ძალიან ვნერვიულობ არვიცი რა ვქნა , ამ ფიქრებში მამაჩემის აჩქარებული ფეხის ხმა მესმის(ვცნობ ამ ფეხის ხმას) ოთახში შემოდის აჩქარებული სუნთქვით, მე თვალებს ვხუჭავ ვითომ მძინავს როგორც ყველა ბავშვი... ღრმად ამოისუნთქა როგორც მე წეღან, მასაც მოეშვა რომ გვეძინა, ამ ფიქრებში ჩამეძინა ... დილით ისევ შეშინებული ვიღვიძებ , დედა ადგილზეა მშვიდად ძინავს , მალევე ავდექი გარეთ გავედი, ცივი დილაა, ბალახზე ცვრის ნამია დავერცხლილი, მამა ზურგით დგას და ეწევა, ნელა მივედი... -ოჰ მოქალაქე ასე ადრიანად რატომ ადექი? ღიმილით მითხრა, არაფერი ვუპასუხე და ცნობისმოყვარეობამ მძლია, ვკითხე თუ სად იყო წუხელ... სახე მთლიანად შეეცვალა, თვალი გავაყოლე ცივად გადაგდებულ სიგარეტს, შემდეგ მშვიდად მითხრა: - აქვე ვიყავით ჩემს მეგობარს შვილი შეეძინა. ამ აბმის შემდეგ დიდი დრო გავიდა დედა ერთი წელია რაც ფსიქიატრიულიდან გამოწერეს უკვე ოცდაათის ვარ და კარგად მახსოვს როგორ მომიყვა მამა თუ როგორ გაეღვიძა ღამით და დედა ვერ ნახა სახლში, და როგორ ეძებდა მთელი ღამე ბოლოს ეკლესიაში მიაგნო და სახლში ერთად დაბრუნდნენ. ზუსტად ვიცი რომ ის ღამე იყო... ჰო როცა პატარა ვიყავი მამა ყველაფერს აკეთებდა ჩემს გასანებივრებლლად, არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენად გამოუუვიდოდა, მცდელობაც ბედნიერს მხდიდა... მახსოვს ერთ მზიან და ღმერთივით ნათელ დღეს ბაღში ვსეირნობდით, და ჩვეულებისამებრ მკითხა: -რა გინდა ამ წამს ყველლაზე მეტად ? მე რათქმაუნნდა თვალწინ უამრავი ტკბილეული, სათამაშო და ლეკვები წარმომიდგა, მაგრამ ღიმილით შევხედე და მისი გულის მოსაგებად ჩემი ოჯახის ბედნიერება თქო ვუთხარი, ნაღვლიანად ჩაიღიმა და ჩამეხუტა... ამ ამბის შემდეგ ბევრი დრო გავიდა, დღეს სწორედ იმ ბაღში ჩემს პატარა მზისფერ თმიან გოგონასთან ვსეირნობ, უცებ მამის გადმოძახილი კითხვა იღვიძებს ჩემში და გაუთვითცნობიერებლად ვსვამ კითხვას: -რას ისუურვებ ამ წამს? გამიღიმა და მპასუხობს:- ჩემი ოჯახის ბედნიერება! სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა... ვიხრები და შუბლზე ვკოცნი შემდეგ კი ერთად მივდივართ ტკბილეულის და სათამაშოების საყიდლად... ჰო, ლეკვი უკვე ვუყიდე. ბავშვობის სიყვარული? კი მქონდა ასეთი... ძალიან ლამაზი დილა გათენდა, მზე ასხივებდა რაც ბედნიერებას მგვრიდა ყოველთვის, სწრაფად წამოვხტი საწოლიდან, ჩავიცვი, ხელ პირი დავიბანე, თმა უშნოდ გადავივარცხნე, ჩემი მესამე კლასის წიგნები ჩავყარე ჩანთაში და სკოლისკენ გავეშურე, სკოლამდე კილომეტრი მაშორებდა, არა ნამდვილად საოცარი დღე იყო, უჩვეულო სითბო იყო, მზესთან ერთად ცვრით მოვერცხლილი ჭიშკრებიც ანათებდნენ, ალაგ-ალაგ გზაზე მოლიპული წერტილები ბრწყინავდნენ, პირველად ვინატრე მაშინ მქონოდა ხატვის ნიჭი, მოკლედ ასე ნირვანაში გახვეულმა ვერც კი შევამჩნიე სკოლის ჭიშკართან როგორ აღმოვჩნდი, შევედი და ადგილზე გავშეშდი.... ის დავინახე , მისი მზისფერი თმით, საყვარელი,სუფთა ღიმილით, გრძელი ფრიალა კაბით, ყველანაირმა გრძნობამ შემომიტია... შიშმა, ბედნიერებამ, სიფრთხილემ , თავისუფლებამ, მხიარულებამ... მანაც დამინახა გამიღიმა და ხელიც კი დამიქნია... სახეზე შვიდმა ფერმა ერთდროულად დამიარა, ასე გაწურული შევედი კლასში, იმ დღეს მასწავლებლის ვერცერთი სიტყვა ვერ გავიგე, მზისფერ თმებს ვუყურებდი... ორჯერ მომცეს შენიშვნა უყურადღებობისთვის, მასწავლებელმა გადაწყვიტა სხვაგან დავეჯინე, ჰოპ! და ასე აღმოვჩნდი მის გვერდით... ახლა უფრო ცუდად იყო ჩემი საქმე... პირველი კლასიდან ასე მემართება მის დანახვაზე, მამა კი მეუბნება გიყვარსო მაგრამ არ მჯერა, ადამიანი როგორ უნდა გიყვარდეს ტკბილეული ხომ არაა.... ჰოდა ამ ფიქრებში გართული ვარ და მასწავლებელმა დაფასთან გაიძახა, მეც თვალი გავაყოლე, გეგონებოდა ძირს ფეხს არ ადგამს ისე დადისო, მთელი ყურადღება მოვიკრიბე და რაც დაფაზე დაწერა ყველლაფერი რვეულში ჩავუწერე, ჩემი კალიგრაფიის პატრონმა სულ ხელები დავიტეხე ლამაზად რომ დამეწერა, ისევ გვერდით დამიჯდა რვეულს დახედა თავისი დიდი თვალებით მერე მე შემომხედა, მადლობა მითხრა და ჩამეხუტა..... აი აქ დავკარგე თავი, პირველად შემეხო მგონი... ისევ ვიღვიძებ... ნელა ვდგები, ამჯერად მხოლოდ კალამი მიმაქვს, მოღრუბლულია, ქარიც უბერავს, ცაში ღმერთების ქუხილიც ისმის, ისე ერთი კილომეტრია სკოლამდე მაგრამ ძალიან იწელება გზა, სკოლის ჭიკარი ფეხით შევაღე, უამრავი უცხო და შავთეთრი სახეა, მხოლოდ ერთგან ანათებს რაღაც მზისფრად... გოგონა მოკლე დეკოლტით, მხარზე ტატუ, მაღალი უშნო ქუსლები,ჩემი საყვარელი წითელი თმა ისიც ბოლოებზე შეღებილი... არა! ეს ის გოგო არ არის, მანაც დამინახა, თვალები ... თვალები არ შეცვლილა ნამდვილად ისაა, სკოლაში შევიდა, სხვა და სხვა ადგილას ვსხედვართ, ვერც კი მიცნო... გაოცებული ვარ სად ვუშვებთ ადამიანები შეცდომას და სად ვკარგავთ უბრალოებას, მე კი სიკვდილამდე მემახსოვრება როგორ ჩამეხუტა პირველად მზე..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.