ვაკანსია სიყვარულით (6)
მთელი ღამე ფიქრებში გავატარე,დილით უძილომ გვერდი ვიცვალე და ორი საათით წავუძინე.ძილი სასიამოვნოდ მეჩვენა ამ მომენტში, გაღვიძება გამიძნელდა.რაც არასდროს ყოფილა, დილით ყოველთვის უპრობლემოდ ვიღვიძებ. საათს დავხედე 8საათს 10 წთი აკლდა, მაღვიძარას ხელი ჩავარტყი და გადავტრიალდი. უცებ ლუკამ გამომაფხიზლა. -დღეს არ მივდივართ მარია ? შაბათია ? -არა ლუკაჩო, წავალთ.ცოტა დავაგვიანოთ. ვთქვი და კიდევ უფრო მომინდა ძილი.ახლა ვიგრძენი რომ მგონი ნაბახუსევიც ვიყავი. ღმერთო არასდროს დამილევია,ახლა კი ბახუსიც გამოვცადე.თავი საშინლად მტკიოდა,გაბრუებულს ძილი დიდ სიამოვნებას მგვრიდა. -წავიდნენ. უცებ მომესმა კვლავ ლუკაჩოს ხმა და კარის ბრახუნი. -ავდგები პატარა. ვთქვი და ზლაზვნით წამოვდექი, მალე ჩავიცი. კბილები გავიწმინდე და სამზარეულოში შევედი. -ლუკ მოდი. ლუკა გამოცუნცულდა, ჩავიკარი ვაკოცე და მაგიდასთან წამოვჭიმე. მალე ავაშიშხინე მობრაწული ომლეტები,ცხელი ჩაი და მე და ლუკაჩომ გემრიელად ვისაუზმეთ. სულ მალე ლუკაჩო ბაღში დავტოვე და სკოლაში სირბილით მივედი, ფეხაკრეფით შევედი და გაკვეთილის დამთავრებას დაველოდე. ზარის დარეკვა და ჩემი შესვლა ერთი იყოო. უამრავ "ძერსკს" ცივად ჩავუარე. ბავშვები უცნაურად მათვალიერებდნენ, აშკარა იყო ხიბლი და შური. ვხვდებოდი სამყარო რამხელა სიბოროტეს ასხივებდა. ვაკვირდებოდი ყველას, ზოგი შურიანი თვალებით მაკვირდებოდა,ზოგის თვალებში სიბოროტე სუფევდა. უხმოდ შევედი, არც არავის მივსალმებივარ. თავი საშინლად მტკიოდა და უბრალოდ ფიქრები თავს არ მანებებდა. კვლავ დამთავრდა უაზრო გაკვეთილები, კვლავ წავედი სამსახურში, მალე 24ე კაბინეტთან აღმოვჩნდი და კვლავ მოწიწებით დავაკაკუნე. ხმა არავის ამოუღია, ირგვლივ სიჩუმე სუფევდა. კარი შევაღე, მაგრამ იქ ერეკლე არ დამხვდა. მაშინ მივხვდი, როგორ უზომოდ მეტკინა გული, რადგან მისი ციმციმა თვალები ძველებურად აღარ მიცქერდნენ. მხოლოდ ამისთვის ღირდა სამსახურში სიარული. ყველაფერი ისე იყოო გაუფერულებული თითქოს ერეკლე ფერადოვნებას მატებდა ამ შენობას. მალე გავიგე ერთ-ერთი ტანამშრომლისგან რომ წუხელ ერეკლე ავარიაში მოყვა ..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.