ანეტა
დაღამდა ქუჩის სიჩუმემ ყველაფერი დაიპყრო, ქუჩებში ბნელი იდუმალებით სავსე გრძნობები მოძრაობენ. და ამ ქაოსში,ის მაინც არ კარგავს ფიქრებს, მოგონებებს, იმაზე ვინც დიდი კითხვის ნიშანი დაუტოვა გონებაში და გულში კი დიდი სიცარიელე...მაგრამ რა ექნა, ესეც იმიტომ გააკეთა რომ მისთვის ბედნიერება ეჩუქებინა, დროებითი, მაგრამ მაინც ბედნიერება...ახლა კი სრულიად შორს სხვადასხვა ადგილას ზიან და ფიქრებით ერთმანეთს ეალერსებიან, გონებაში აწყობენ სამყაროს სადაც მხოლოდ ისინი ცოცხლობენ, სადაც მათი ფიქრები მეფობენ, სადაც ეს ჯოჯოხეთის მაშხალები არ არსებობენ...და არც იარსებებენ როცა ჩვენ ვართ, ისინი ქრებიან და თავიანთ ყალბ სინათლეში უჩინარდებიან....იმედია გამიგებ და მაპატიებ, ვიცი რომ ამ ყველაფერს ასე არ უნდა გეუბნებოდე, ვიცი ახლა შენ წინ უნდა, ვიდგე და აკანკალებული ხმით უნდა გეუბნებოდე სათქმელს, გეუბნებოდე რომ მიყვარხარ...მაგრამ რა ვუყოთ, რო გული ვერ ითმენთს და ეს წყეული დროც საშინლად იწელება და გველით მგესლავს, ყოველ დღე როცა მახსენდება რომ რამდენი დრო უაზროდ გავფანტეთ...რამდენი გრძნობა ვკარგეთ და სხვებს ვაჩუქეთ, იმათ ვინც ვერ დააფასა და 30 ვერცხლად გაგვყიდა,მიგვატოვა და ჭრილობაზე წიხლი დაგვაჭირა...აი ამ ხალხს რომ მივუგდეთ ჩვენი დრო სწორედ ამიტომ გთხოვ პატიებას...რადგან ვიცი რომ ეს ჩემი ბრალია...წერდა და ფურცელს მელნის ფერი სისხლი ფარავდა და თან ანაზდად ედებოდა მწრელის ცრემლები, ის კი განუწყვეტილივ განაგრძობდა წერას....იცი რამდენი რამ ვცადე, ზოგჯერ კაიფი, ზოგჯერ სხვა და სხვა ქალების ვნება, ბოლოს კი დავუბრუნდი ისევ წერას, მაგრამ საბოლოდ მაინც ვერ დაგივიწყე, მაინც დარჩი ჩემ გულში როგორც ქალი მიუწდომელი, ყველაზე საშიში ყვავლილი რომელმაც ჭკუიდან გადამიყვანა...ხო შენმა დაუმროჩილებლობამ უფრო გამაგიჟა, უფრო მეტად გამიმაგრა გრძნობები...ამ ალქოჰოლ გარეულმა აზრებმა მიმაჯაჭვა ამ ლამაზ გოგონაზე, ვისაც მხოლოდ ერთი უნდოდა, წყნარი ცხოვრება და ლამაზი მომავალი მისი ტკბილი მეუღლით,მაგრამ ბევრმა ნაძირალამ გამოიყენა ის გასართობად, მაგრამ იმდენს კი ვერ მიხვდნენ ღორები რომ ყველაზე დიდი განძი ხელიდან გაუშვეს...მას უფრო მეტი ძალა მისცეს, ყველაფრის გადატანის, ყველაფერის გაძლების...და ახლა ჭრილობებით სავსე ჩემ წინაშე წარსდგა... მე მარგუნა ღმერთმა ეს უსათოდ არამიწერი განძი...ხოდა მეც ვალდებული ვარ შევინახო და ჩემ გულში თბილი სახლი ავუშენო.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.