შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წელიწადის მეხუთე დრო..


21-12-2018, 01:50
ავტორი TakSa
ნანახია 1 317

1. დიდი ხნის წინ სადღაც ამოვიკითხე: "წელიწადის მეხუთე დრო, ჩვენი ერთად ყოფნა"-ო.. არ ვიცი ვინ არის ამ სიტყვების ავტორი, და არც ის ვიცი ზუსტად რა აზრი ჩადო ამ სიტყვებში, მე ისე მომხვდა თვალში და ყურში, თითქოს გულისხმობდა რაღაც არ არსებულს და წარმოუდგენელს, ავტორმა რა იგულისხმა არ ვიცი, თუმცა ვიცი ის რომ ჩემზე ასე ვთქვათ რაღაც გავლენა მოახდინა და ეს სიტყვები გახდა ამ პაწაწინა ჩანახატის თავი თუ საფუძველი :) =>

" წ ე ლ ი წ ა დ ი ს მ ე ხ უ თ ე დ რ ო " ?!
იქნებ ამას დავარქვათ 'მოლოდინი'
მოლოდინი გამოდარებისა . .
პერიოდი ზამთარსა და გაზაფხულს შორის . . .
ანუ, არა ის, რაც არასოდეს ყოფილა და/ან იქნება,
არამედ ის, რაც ყოველთვია იყო,
თუმცა არავის შეუმჩნევია, არავის დაუნახავს.
არავის იმდენად მნიშვნელოვნად არ ჩაუთვლია
და არც სახელი უწოდებია ვინმეს. . .

" წ ე ლ ი წ ა დ ი ს მ ე ხ უ თ ე დ რ ო " _

მოლოდინი გაზაფხულის დადგომის . . .

_ " გ ა მ ო დ ა რ ე ბ ა ! " _

2.
როცა გიყვარს სამყარო ორ პაწაწინა ბურთულაში ექცევა, რომელსაც მისი თვალები ჰქვია . . . და ეს თვალები ხდება _
შენი ყველაზე დიდი ბედნიერება,
ყველაზე დიდი სიამოვნება . .
მათში პოულობ მხოლოდ სიმშვიდეს,
შვებას, ნეტარებას . .
ეს თვალები ხდება შენი რელიგიაც და სახლიც . . .
მათი გწამს და მათში ცხოვრობ.
ისინი არიან შენი სულიერი საზრდო,
მათ გარდა და მათ გარეშე თითქოს არ არსებობს არაფერი ქვეყნად . . .
იმიტომ, რომ მთელი გულით, სულით გიყვარს
და სამყაროს ამ თვალებს მიღმა ხედავ .
ამ, და ყველა სხვა სამყაროს . . .

3.
მინდა ხოლმე თვალებში შემოგხედო და გითხრა მიყვარხართქო, მაგრამ. . .
თვალებში რომ გიყურებ ვეღარაფერს ვამბობ. . . იმიტომ, რომ თვალებში რომ გიყურებ ვგრძნობ, ეს უფრო მეტია.
თითქოს, რომ გითხრა მიყვარხართქო დავამცირებ და შეურაცხყოფას მივაყენებ იმ გზნობას, რაც შენს მიმართ მაქვს . . .
თითქოს, ეს ბევრად უფრო მეტია . . .
თითქოს 'სიყვარული' როგორც ასეთი, ამ გრძნობასთან ახლოსაც ვერ მოვა.
მათი შედარებაც კი უაზრობაა თითქოს.
მაგრამ მაინც ვამბობ ხოლმე: 'მე შენ მიყვარხარ"-თქო . .
ეს იმიტომ, რომ არ არსებობს ამაზე უფრო მეტი, უფრო უმაღლესი სიტყვა, თუმცა თავად გრძნობა, ბევრად უფრო მეტია და დიდი . . .
სეორედ ამიტომაა ალბათ, რომ არ შემიძლია თვალებში გიყურებდე და გეუბნებოდე.
გეუბნებოდე ბევრად უფრო ნაკლებს . . .



№1  offline მოდერი მარტო სახლში

dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

 


№2  offline წევრი TakSa

მარტო სახლში
dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

მადლობა დიდი <3
--------------------
ჯოჯოხეთი ქვია ჩემს საწოლს, სადაც უშენო ღამეები გამოვიარე . . .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent