Diary
მოკლედ მომინდა,თქვენთვის გამენდო ის რასაც ვწერ დღიურში,ჩემი გრძნიბები,ჩემი ფიქრები და თქვენთან ერთად გამეარა ეს გზა.ხო და დავიწყოთ 24სექტემბერი-ის დღე როდესაც,პირველად ვიყავი შენთან ასე ახლოს,დღე როდესაც,პირველად გავიგე შენი ხმა,ყოველი დეტალი მახსოვ.როგორც ყოველთვის ინგლისურზე უნდა წავსულიყავი,ფანჯრიდან დაგინახე,იმდენად მინდოდა შენი ნახვა რომ,სახლიდან გიჟივით გამოვვარდი და უკან გამოგყევი.სკოლის წინ გვერდი ჩამიარე როცა შემომხედე,გულო საშინლად შემეკუმშა და სუნთქვა გამოხშირდა,ვერაფერი გითხარი ბინის წინ,ხის სკამთან გაჩერდი.ძალები მოვიკრიბე და შენთან წამოვედი,შენი ჩახუტება მინდოდა,მაგრა. ბინოს გვერდზე გავჩერდი,ნაბიჯი ვეღარ გადმოვდგი თითქოს რაღაც ძალა მაწვებოდა,სუნთქვა მიჭირდა,წინდა უკან სიარული დავიწყე,ბოლოს როგორც იქნა შენთან მოვედი,წინ დაგიდექი და თვალებში შემოგხედე ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს იმ წამს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი,გაკვირვებული მიყურებდი,ალბად ფიქრობდი რა უნდაო მე კი ძლივს გასაგონად ამოვღწრღე "რაღაც უნდა გკითხო" ისევ სახეში გიყურებდი,თითქოს საუკუნე გავიდა სანამ მიპასუხებდი "რა?" დამბლა დაცემულივით ჩუმად ვიდექი,ისევ გიყურებდი,მაგრამ ვერ შევძელი მეკითხა "შეიძლება ჩაგეხუტო?" უბრალოდ ვერ შევძელი,ასე მეგონა გული გამიჩერდა,ვერაფერს ვფიქრობდი,ტირილი მინდოდა,გაშეშებული ვიყავი,ალბად ძაან დაიტანჯე ასე იდიოტივით რო ვიქცეოდი და მაგიტო შებრუნდი ბოლოს ძლივს ამოვღერღე "კაი აღარაფერი" და უკან წამოვედი,წამოვედი ისე რომ,უკან არც მომიხედავს.შემეშინდა მართლა ძალიან შემეშინდა მაგრამ არ ვიცი რისი,სახლ წამოვედი მთელი გზა ცრემლებს ვიკავებდი და ბოლოს ერთიანად წამოვიდა ეს ცრემლები,ნამდვილი იდიოტი მეგონა თავი ^^ ერთი შანსი გავუშვი იმის რომ,ჩაგხუტებოდი რომ,შენი სითბო და სურნელი შემეგრძნო რომ,შენი გულისცემის ხმა გამეგო თაფლისფერთვალება კავშირის დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.