შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ იმიტომ


6-11-2019, 21:07
ავტორი Luka Dzidzishvili
ნანახია 1 007

ყოველ დღე როცა ჩემს სარკმრლთან სინათლის სპეტაკი სხივი ეცემა და ჩემს დაბურულ თვალებში ნელ-ნელა აღწევს, მე მინდა შენ დაგივიწყო, ყოველ დღე, როცა მე ვდგები და დილის ცივ ჰაერს ხარბათ ვისუნთქავ, მე მინდა შენზე აღარ ვიფიქრო, ყოველ დღე, როცა მე სახლიდან გარეთ გავდივარ და გაურკვეველი სამყაროში მივაბიჯებ, მე მინდა შენ აღარ შეგხვდე, ყოველ დღე, როცა ქალაქის ქუჩებში ეულად დავდივარ, მე თვალებს ვხუჭავ, რომ სადმე შემთხვევით არ დავინახო: შენი მშვენიერი თვალები, გიშერივით შავი თმა და წამწამები, ვარდისფერი ტუჩები, პატარა, ლამაზი ყურები და ცხვირი, რძის ფერი კანი და შენი მომაკვდინებელი ღიმილი, არ მინდა დავინახო შენი პატარა მკლავები და შენი ტკბილი თითები, რომლებიც ჩემს სახზე ხშირად სეირნობდნენ, ყურებზე ხელებს ვიდებ რომ შემთხვევით შენი არაამქვეყნიური ხმა, რომელიც ბულბულის გალობაზე სამურია, არ გავიგონო, რადგან მინდა ის ჩემი წყეული გონებიდან სამუდამოდ ამოვშალო, სუნთქვას ვწყვეტ, რომ შენი სურნელი არ შევისუნთქო, სურნელი რომელიც დედამიწის ყველა დილის ცვრით დანამულ ყვავავილსა თუ გაზაფხულუზე დახეთქილ თითოეულ კვირტს უდის, სურნელი რომელიც წვიმის წვეთებს ციდან მიწაზე ჩამოაქვთ, მე გულს ვიჩერებ, რომ აღარ ვიგრძნო შენი მზესავით მხურვალე და მწველი შეხება, ისიც არ მინდა ვიცოდე თუ სადმე ახლოს ჩამივლი, გეფიცები არც შენი დამატყვევებელი მზერის შეგრძნება მინდა. და მე ყოველდღე, თვალ დახუჭული, ყურებ დახშული, სუნთქვა შეკრული, გულ გაჩერებული ვაგდივარ მიწას, მხოლოდ იმიტომ რომ დაგივიწყო. ყოველ წელს, ყოველ თვეს, ყოველ კვირას და დღეს, ყოველ წუთსა თუ წამს მე ვკვდები, მხოლოდ იმიტომ რომ არ მახსოვდე, მხოლოდ იმიტომ რომ დაგივიწყო, მხოლოდ იმიტომ რომ მიმატოვე. იცი, როცა ვკვდები ცა ბნელდება, მზე ჩადის და ირგვლივ სიცივე ისადგურებს, სწორედ ამ დროს დავიწყებული ფიქრები შენზე, მთვარესავით მინათაებს ჩამუქებულ სულს და მე მეორედ ვიბადები, მხოლოდ იმიტომ რომ, მე შენ მიყვარხარ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent