ელაიზა
ზოგჯერ ცხოვრება უსამართლოა.ვასკვნი დიდი ხნის ფიქრის შემდეგ და გაჭირვებით ავდივარ ავტობუსში.გზა დიდია,თითქოს დაუსრულებელიც,მაგრამ მუსიკას კიდევ უფრო შეუძლია მისი დაგრძელება. - ზოგჯერ? ჯერ კიდევ გაჩერებაზე გაჩენილ აზრს უფიქრდება ტვინი ამ რიტორიკული კითხვით.რა თქმა უნდა პასუხი უარყოფითია.ტვინი საბოლოო დასკვნას აკეთებს და ახლა სხვა საკითხებზე გადადის.ეს ქალიც როგორი ამაზრზენია,საკუთარი გამომეტყველებით,ვფიქრობ წინმჯდომზე და ახლა გვერდით მყოფს ვუყურებ. არც ეს ჩანს გადასარევი პიროვნება.ამათ ყურებას ისევ ხედის თვალიერება სჯობს,ვასკვნი და ფანჯრისკენ ვიხედები. მართალია უკვე გითხარით, რომ გზა დიდია,მაგრამ ისევე როგორც სხვა ყველაფერს,მასაც აქვს დასასრული და როგორც იქნა ჩასვლის დროა.მეც დაუყოვნებლივ ვიძვრი კარისკენ.წინ მდგომს უკვე გაცვეთილ ფრაზას ვეუბნები ჩასვლის თაობაზე.ისიც გაცვეთილ პასუხს მიბრუნებს:"არა, მაგრამ ჩაგატარებთ!მეც მოუთმენლად ველოდები როდის გაჩერდება ეს ჯაბახანა და აი ისიც.კარი იღება და მეც უკვე ფეხით მივუყვები გზას.კუთვნილ ადგილას ისევ ის ქალი ზის. მგონი ერთადერთია,ვინც მოწყალებას ითხოვს, მაგრამ არ მაღიზიანებს. ალბათ იმიტომ,რომ თავს არ მაბეზრებს იაფასიანი ტყუილებით,ამიტომაც ამჯერადაც ვეხმარები.ეს მომაბეზრებელი რუტინა უკვე საოცრად მღლის, რაღაც ახალი მჭირდება, მაგრამ რა,ჯერ კიდევ ვერ გამიგია.თითქოს სულ სხვა სამყაროში მინდა,რომ ვიყო, მაგრამ რაღაც მაკავებს.არ ვიცი ეს სიცოცხლის სიყვარულია თუ სხვა,რამ მაგრამ ფაქტია,რომ იმ სამყაროში წასვლას ვაჭიანურებ.იქნებ ვაგვიანებ კიდეც.ალბათ იფიქრებთ,რომ ამას ვინმე 17-18 წლის ბიჭი ამბობს ან გოგო,მაგრამ სულაც არა. მე უკვე 52 წლის ვარ,ჰო ჰო ორმოცდათორმეტის.ბევრია არა? მე კი ჯიუტად არ ვთმობ სიცოცხლეს ,თუმცა კი დიდი ხანია უსულო გვამივით დავდივარ.მას შემდეგ რაც ელაიზა გარდაიცვალა,ჩემთვის რუტინა კიდევ უფრო მომაბეზრებლად იქცა.ჩემი კრედო კი სრულიად შეიცვალა.ჩემი ცხოვრების მიზანი ელაიზასთან კვლავ შეხვედრა გახდა,მაგრამ არა მორფეოსის სამყაროში,არამედ იქ, სადაც ყველაფერი უსასრულოა. ყოველშემთხვევაში მღვდლები ასე ამბობენ. ისევ მივაბიჯებ და მოულოდნელად წამიერ შეჯახებას ვგრძნობ,შემდეგ ცოტახნით ბნელა,თითქოს შუქი ჩააქრესო.კარგა ხანს ვარ წყვდიადში,მაგრამ რაღაც ხმები ჩამესმის. დიდად ვერ ვარჩევ, მხოლოდ იმას ვხვდები,რომ ყვირიან.მერე ნათდება,მეც თითქოს თვალები ამიხილესო დაჭყეტილი ვიყურები.ასე სინათლეში, თვალების უაზრო ცეცებაში გადის დრო და საბოლოოდ ვხუჭავ თვალებს.თავიდან ისევ სიბნელეა,მაგრამ ხმები აღარ ისმის, უბრალოდ ნათდება და მე ვმუნჯდები.მხოლოდ ელაიზას ხმა ჟღერს,ისიც მკრთალად,ბუნდოვნად, თითქოს მოჩვენება იყოს.ცოტა ხანში კი ესეც წყდება.ჩემს წინ ახლა უკვე ელაიზას სილუეტი დგას. წელში მოხრილია, თმაგაშლილი,თვალები ჩაცვენილი და უპეები ჩაშავებული აქვს.მე ვცდილობ შევეხო.თავიდან არ გამომდის,თითქოს ვეღარ მცნობსო უკან იხევს, მერე კი ჩემსკენ მორბის და ნათდება,ძალიან მკვეთრად ისე როგორც არასდროს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.