რაში ხედავ ვარსკვლავებს?
რაში ხედავ ვარსკვლავებს? უღრუბლო ღამის ცაზე თუ იქ, სადაც ვარსკვლავი არ უნდა იყოს? ჩემი მეგობარი გამოუსწორებელი რეალისტია. ის მიმტკიცებს, რომ მაგია არ არსებობს, რომ ვარსკვლავი უბრალოდ ცეცხლმოდებული, უშველებელი ბურთულაა, რომელიც რამდენიმე მილიონი სინათლის წელიწადითაა ჩვენგან დაშორებული. მისთვის არ არსებობს ცისარტყელის დანახვისას განცდილი ხანმოკლე გაოცება, რადგან იცის, რომ ის ჰაერში არსებული წყლის მოლეკულების ანარეკლია და სხვა არაფერი. მისთვის არ არსებობს წვიმის სიმღერა, რადგან იცის, ეს უბრალოდ წყლის წრებრუნვის ერთ-ერთი გარდაუვალი ნაწილია. მისთვის ყველაფერს რეალური, უფერული ჩრდილი ადევს და ზოგჯერ ძალიან მეცოდება. მას არასდროს აუჩქარდება გულისცემა, როცა ერთი კვირის ღრუბლით დაფარულ ცაზე პირველი მზის სხივი გამოჩნდება, მისთვის არ არსებობს გაურკვეველი მოვლენა, რადგან ყველგან ეძებს ლოგიკას, საფუძველს, მიზეზს. მას არ უყვარს არცოდნა, მაგრამ ძალიან უყვარს კანონზომიერება და მასში არსებული მშვენიერება. ჩემი მეგობარი გამოუსწორებელი მეოცნებეა, მისთვის არ არაებობს რეალობის მწარე ჩხვლეტა. ის გამუდმებით ცაში იყურება და ფიქრობს, კიდევ რამდენად გალურჯდება. მას არასდროს ავიწყდება სავსე მთვარის ყურება, მასთან ათწუთიანი ან საათობრივი უსიტყვო დიალოგი. ვერცხლისფერი სხივებით გამთბარი ემოციებისგან იცლება, თითქოს დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდა და უყვება ყველაფერს, რაც მისი არყოფნის დროს გადაიტანა. ის ხედავს ლამაზ, იისფერ ყვავილს და ჩერდება, უღიმის და ზოგჯერ, თუ მზე ოქროსფრად ანათებს, მომიბრუნდება და მეტყვის: “რა ლამაზია, ასეთი იასამნისფერი პირველად ვნახე”. ორივემ, მეც და ჩემმა გამოუსწორებელმა მეოცნებე მეგობარმაც, ვიცით, რომ მსგავსი იისფერი პირველად არ უნახავს, მაგრამ არ ვეწინააღმდეგები, ვუღიმი და მკლავზე ვექაჩები, რომ წამოვიდეს და გზა განაგრძოს. მისთვის სამყარო ლამაზია, ფერადი და ყოველთვის გამოუცნობი, სავსე გაურკვევლობით, რომლის ამოხსნას ის არ ჩქარობს. მე გამოუსწორებელი გაურკვევლობა ვარ. ჩემთვის იისფერი ყვავილი არაფერს წარმოადგენს, მაგრამ მისი დანახვისას ღიმილს ვერ ვიკავებ. ჩემთვის ცისარტყელა უბრალო მოვლენაა, მაგრამ თვალს არ ვწყვეტ ვიდრე ნელ-ნელა ფერებს არ დაკარგავს და არ გაქრება. ჩემთვის ვარკვლავები კოსმოსის განუყოფელი ნაწილია, გახურებული გაზთა გროვა, რომელიც გრავიტაციული სიზუსტის წყალობით არ შთანთქავს ჩვენს პატარა პლანეტას, მაგრამ ღამით მათ ცის მარგალიტებად აღვიქვამ, პატარა, მოელვარე აქსესუარებად, რომლებიც ჩემთვის შეიქმნენ, ჩემი თვალებისთვის, ჩემი სურვულებისთვის. არასდროს დამიჭერია ჩამოვარდნილი ვარსკვლავი, მაგრამ დიდი დათვის თანავარკვლავედმა ყველა ჩემი სურვილი იცის. არასდროს მისაუბრია მთვარესთან, მაგრამ მისი თეთრი მზერა ნაცნობია, მშობლიური. რაში ხედავ ვარსკვლავებს? უღრუბლო ღამის ცაზე თუ იქ, სადაც ვარსკვლავი არ უნდა იყოს? ჩემს მეგობრებს ვუყურებ და მათ ღიმილში მზის შუქს ვხედავ. მათი საუბარი სიყვარულზე, ზღვაზე, ჩვენზე და ყველაფერზე დაუწერელ მელოდიას ჰგავს, ჰარმონიულს, მხოლოდ ჩვენ რომ გვესმის. ჩემს ანარეკლს ვუყურებ და ზოგჯერ, როცა თმას დავივარცხნი, როცა გარეთ თბილა და ოთახი სავსეა ოქროსფრით, ჩემს თავში ვეძებ ამოუცნობ ციურ სხეულებს. იქნებ საჭირო არ არის ტელესკოპში ყურება უსის დასანახად. იქნებ ჩემი საკუთარი, პატარა, უცეცხლო ვარკსვლავი ხელის გულზე მიდევს, გამჭვირვალე და უხილავი, მხოლოდ მათთვის არსებული, ვინც ეძებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.