შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცამეტი


29-11-2019, 15:17
ავტორი MoonDaughter
ნანახია 1 194

მინდოდა მეთქვა, რომ ყოველ დილით ტელეფონის ეკრანის განათებისას, მის სახელს ველოდი... რომ ფეიერვერკივით გაიშლებოდა ჩემს სხეულში ბედნიერების ნატეხები, თუ როგორც ეძახიან ამ შეგრძნება ადამიანები?!... მინდოდა მეთქვა, როგორ ჩაკბეჩდა ჩემს ორგანოებს გაუმაძღარი გიგანტი, როცა ეკრანს ცარიელს ვხედავდი... მინდოდა მეთქვა, სამოთხედ რომ მექცა მასთან ყოფნის მოგონება. მინდოდა მეთქვა, რომ დაზამთრდა ჩემთან და მინდოდა მეთქვა, რომ ის ზაფხული იყო ჩემთვის, მზის სხივები და ის ამით ყველაფერს გაიგებდა, რადგან იცის როგორ მიყვარს მზე და მისი ცხელი სხივები. მინდოდა მეთქვა, რომ მზეა და მე მზის გარეშე დარჩენილი მთვარე, სინათლეს ვერსაიდან რომ ვერ ირეკლავს

თუმცა, ცხადია არაფერი მითქვამს...

ყველაფერი სიზმარში დაიწყო...
თუმცა, არა. ეს იყო ადრე, ბევრად ადრე, როცა ჩვენ მოზარდთა კიბის პირველ საფეხურზე ვიდექით. მაშინ, ყველაფერი მარტივი იყო, სიყვარულიც ბავშვური და წრფელი. ცხოვრების შხამებისგან გაუმტარები ვიყავით. რთულია, გავიხსენო, როგორი ვიყავი მაშინ, ან ის როგორი იყო?! დავფიქრდი... რა მახსოვდა მასში?! ჰო, მახსოვს აჩეჩილი მხრები ყოველი შეკითხვის ბოლოს, რომელიც ზრდასრულობაშიც გადმოიპარა. კიდევ, მახსოვს ჩუმი, შეპარული მზერა. ახლაც მიკვირს, რატომ მოსწონდა ასე, ჩუმად ემზირა ჩემთვის, როცა შეეძლო საათობით, პირდაპირ და თამამად გაეკეთებინა ეს.

კიდევ, არ ვიცი, რა მახსოვს... წლებმა ჩაყლაპა ყველაფერი და განახლდა ცამეტი წლის შემდეგ.
ცამეტი წლის წინ, ცამეტი წლის ასაკში დაწყებული, განაახლა ცამეტი წლის შემდეგ, ძილში გაელვებულმა მივიწყებულმა მოგონებამ. მაინც, ვერ ვხვდები რა როლს თამაშობს ამ ისტორიაში ცამეტი?

სიზმარში გამომეცხადა და დაიწყო ისევ ყველაფერი. ემოციით დაიწყო, ძალიან ძლიერი ბმით. დაიწყო მძაფრად, იმდენად მძაფრად რომ შორს წავიდა... მიზანი არ იყო, უბრალოდ მივრბოდით, სწრაფად ვიტოვებდით უკან ყველაფერს, რაც წინ შეგვხვდებოდა. ირმის ნახტომივით, უმიზნოდ გავიქეცით და ერთიანად გამოგვეცალა ენერგია. დავიქანცეთ და მიწაზე დავენარცხეთ დაქანცულები. იმის ძალაც აღარ გვქონდა რომ გვერდიგვერდ მწოლიარეებს, ერთმანეთისკენ გაგვეხედა. აზრზე მოვედით, წამოვდექით და ვერაფერი შევიცანით...

ძალიან შორს წამოვსულვართ სახლიდან...

მერე, მე მას შევხედე და ისევ გამიკვირდა, რატომ მიყურებდა ჩუმად და შეპარვით, როცა შეეძლო პირდაპირ და თამამად ეცქირა ჩემთვის.

და მაინც, თარსი რიცხვია ცამეტი?

***
ემოციებმა შემომიტია სამსახურში და უცებ "დავჯღაბნე". )) მინდოდა, გამეზიარებინა, რატომღაც.



№1  offline წევრი ტურაგო

როგორი რაღაცნაირი შეგრძნებაა ცხოვრების ნაკადს წაყოლილებს წარსულის ფურცლებზე მონატრებული საკუთარი თავის გახსენება რომ გვინდება და აღარ გვახსოვს როგორები ვიყავით მაშინ... და როგორი რეჩხის შეგრძნებაა როცა ხვდები რომ იქ შორეულ წარსულში გადაკარგული გყავს ის "ვიღაც"... ლამაზი ჩანახატია ☺

 


№2  offline მოდერი MoonDaughter

silver hands
როგორი რაღაცნაირი შეგრძნებაა ცხოვრების ნაკადს წაყოლილებს წარსულის ფურცლებზე მონატრებული საკუთარი თავის გახსენება რომ გვინდება და აღარ გვახსოვს როგორები ვიყავით მაშინ... და როგორი რეჩხის შეგრძნებაა როცა ხვდები რომ იქ შორეულ წარსულში გადაკარგული გყავს ის "ვიღაც"... ლამაზი ჩანახატია ☺

მადლობა, საყვარელო <3

 


№3 სტუმარი სტუმარი Vigac

Ra lamazi chanaxatia, sadgac camigo kidev mindoda gagrdzelebuliyo ragacnairia ar gyopnis. Dzalian lamazad cert

 


№4  offline მოდერი MoonDaughter

სტუმარი Vigac
Ra lamazi chanaxatia, sadgac camigo kidev mindoda gagrdzelebuliyo ragacnairia ar gyopnis. Dzalian lamazad cert

უღრმესი მადლობა <3

 


№5  offline მოდერი Catherine Di Perso

საინტერესოდ დაგიჯღაბნია და საინტერესოა მე ამას ახლა რატომ ვკითხულობ. (იოს შესამოწმებლად შემოვედი, როგორც ყოველთვის).

 


№6  offline მოდერი MoonDaughter

Catherine Di Perso
საინტერესოდ დაგიჯღაბნია და საინტერესოა მე ამას ახლა რატომ ვკითხულობ. (იოს შესამოწმებლად შემოვედი, როგორც ყოველთვის).

კი მიხვდებოდი, ვისზეც მიწერია :დდ ბოლო დროინდელი ამბები :დდდ

 


№7 სტუმარი ავტორს

ძალიან უარყოფითი აურა იგრძნობა შენს ნაწერებში,სატანისტი ხარ აშკარად....მენანება შენს ნაბოდვარის წაკითხვისას დაკარგული დრო...შენ და შენნაირები (შენი "ფანებიც") ეშმაკის მსახურები ხართ.ფუჰ!!!!

 


№8  offline მოდერი MoonDaughter

ავტორს
ძალიან უარყოფითი აურა იგრძნობა შენს ნაწერებში,სატანისტი ხარ აშკარად....მენანება შენს ნაბოდვარის წაკითხვისას დაკარგული დრო...შენ და შენნაირები (შენი "ფანებიც") ეშმაკის მსახურები ხართ.ფუჰ!!!!

ღმერთმა დაგლოცოს

 


№9  offline მოდერი sabah alkhyr

MoonDaughter
ავტორს
ძალიან უარყოფითი აურა იგრძნობა შენს ნაწერებში,სატანისტი ხარ აშკარად....მენანება შენს ნაბოდვარის წაკითხვისას დაკარგული დრო...შენ და შენნაირები (შენი "ფანებიც") ეშმაკის მსახურები ხართ.ფუჰ!!!!

ღმერთმა დაგლოცოს

:დდდ ღმერთმა დაგლოცოს კაი იყო:დდდ, დღეიდან მეც შენი ეშმაკეული ფანი ვაარ ❤️❤️

 


№10  offline მოდერი MoonDaughter

sabah alkhyr
MoonDaughter
ავტორს
ძალიან უარყოფითი აურა იგრძნობა შენს ნაწერებში,სატანისტი ხარ აშკარად....მენანება შენს ნაბოდვარის წაკითხვისას დაკარგული დრო...შენ და შენნაირები (შენი "ფანებიც") ეშმაკის მსახურები ხართ.ფუჰ!!!!

ღმერთმა დაგლოცოს

:დდდ ღმერთმა დაგლოცოს კაი იყო:დდდ, დღეიდან მეც შენი ეშმაკეული ფანი ვაარ ❤️❤️

:დდდ მადლობა სიკანუნო ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent