შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებები ხდება ? (ნაწ 1)


4-01-2020, 20:26
ავტორი Barcagirl
ნანახია 1 156

ალბათ ყველას ცხოვრებაში არსებობს გარდამტეხი დღე,წამი ან წუთი.დრო,რომელიც ყველაფერს ცვლის,რომელიც გიბიძგებს გაექცე ძველ ცხოვრებას,ან გაიძულებს დაივიწყო ყველაფერი და ახლის შენებას შეუდგე. აი,ეს დღეც დადგა, ჩემი მე-18 დაბადების დღე.ალბათ გგონიათ ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ,რომ სრულწლოვანი გავხდი და დამოუკიდებელ ცხოვრებას ვიწყებთქო, მშობლებს აღარ დავემორჩილები და მე თვითონ გადავწყვეტ ყველაფერს,მაგრამ მწარედ შეცდით.ამ ცხოვრების მთელი ირონია დამატყდა თავს,როგორც ჩემი მეგობარი თათა იტყოდა სადაა მშობლები და კარგი ცხოვრება.ამ სამყაროს მთავარი პრობლემა უთანასწორობაა,ვიღაც ნატრობს,რომ მალე გახდეს 18 წლის,რადგან მამიკომ მაგარი მანქანა უყიდოს და იძახოს,რომ უკვე დამოუკიდებელია.ჩემისთანებისათვის კი 18 წელი ჯოჯოხეთის ტოლფასია. აბა როგორია უსახლკაროდ ცხოვრება და ქუჩაში წანწალი? ჩემისთანები-სათვისთქო, რომ ვამბობ თავშესაფრის ბავშვებს ვგულისხმობ. მართალია ბევრი აქედან თავის დაღწევაზეც ოცნებობს, მაგრამ აქ თავშესაფარი მაინც გვაქვს, ადამიანის სითბოს ვინ დაეძებს, მთავარია შიმშილით და სიცივით არ ვკვდებით. რაც არ უნდა იყოს, მე მაინც იღბლიანი დაბადების დღე გამითენდა, ალბათ თავშესაფრის ბავშვების იმ 10%-ში შევდივარ, ვისაც 18 წლის შემდეგ ქუჩა-ქუჩა ხეტიალი არ მოუწევს. ახლახანს მამცნო ჩვენმა დირექტორმა, რომ ჩემს განკარგულებაში მთელი 2 ოთახიანი ბინა ყოფილა ძველ თბილისში, ამაზე უკეთესი საჩუქარი რა უნდა ინატრო ადამიანმა. რა თქმა უნდა აქ ყველას ერთი ოცნება და სურვილი აქვს დაბადების დღესაც და ყოველ დღე, მაგრამ ამ საჩუქარსაც არაუშავს. ახლა უკვე მიხარია კიდეც ამ ადგილის დატოვება. ყველაზე მეტად რაც აქ არ მომწონს მაინც ის უიმედობაა რაც აქ ტრიალებს, ბავშვების ჩამქრალი თვალები, რომლებსაც უკვე გადაწურული აქვთ იმედი. არ მესმის დედას, რომელმაც 9 თვე მუცლით ატარა საკუთარი შვილი, რომელიც მის ყოველ ნაწილს შეიგრძნობდა, მის გულისცემას ისმენდა, დაბადებისას მისი ხმა გაიგონა, მისი სითბო და სურნელი შეიგრძნო, როგორ უნდა მოგინდეს ასეთი უსუსური, პატარა არსება მიატოვო ბედის ანაბარად. თუმცა რა თქმა უნდა ისეთი შემთხვევებიც ხშირია, როდესაც უკვე საკმაოდ დიდს გტოვებენ და ეს ბევრად უფრო ძნელი გადასატანია. მამა არ მახსოვს, რადგან 1 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა და დედასგან ვიცი, რომ სულმოუთბენლად ელოდა ჩემს დაბადებას და სახელიც კი მან შემირჩია - ელენე! დედამ ვერ შეძლო მარტო გავეზარდე და უცხოეთში გადაიხვეწა,როგორც შემდეგ გავიგე.მაგრამ სულ ერთია, ახლა უკვე აღარ ვარ 5 წლის ბავშვი, რომელიც მთელი 1 თვე გაუჩერებლად ტიროდა და დედას ელოდა, მერე თითქოს ტკივილიც მინელდა, ცრემლიც გაშრა და იმედიც გაქრა. ახლა უკვე, შემდგარი, ჩამოყალიბებული ელენე ავალიანი ვარ,საკუთარი ოცნებებითა და არაფრისმომცემი რეალობით.

თათასთან ერთად მივუყვები უცნობ და თან კარგად ნაცნობ ქუჩას. ბევრი რამ შეცვლილია თუმცა რამოდენიმე სახლი ისევ ისე დგას, როგორც წლების წინ. ერთ-ერთ კორპუსში შევდივართ და კიბით ავდივართ მესამე სართულზე. კანკალით ვარგებ გასაღებს საკეტში და კარს ვაღებ, წამით ვჩერდები ჩემი განვლილი ცხოვრების მცირედი ნაწილი კადრებივით მიედინება ჩემ თვალწინ, თათას ხელს ვგრძნობ, რაც მამშვიდებს.
-რაც არ უნდა მოხდეს იცოდე,რომ მარტო არ ხარ,ჩვენ ერთმანეთი გვყავს - მიღიმის და მეხუტება.

-ელე გაიღვიძე რა - თავზე მახტება თათა
-ჰოუ, რა არის, ჯერ ადრეა - ვწუწუნებ და ვცდილობ ძილი შევიბრუნო.
-მიდი მიდი,უნდა მოვემზადოთ და სამუშაოს საძებნელად წავიდეთ,თორემ ჩვენი დანაზოგი მალე ამოიწურება.
-ჰო - თათას სიტყვები მწარე რეალობაში მაბრუნებს,ძილს ვემშვიდობები და ახალ დღეს ხელს ვუქნევ. ნახევარ საათში ორივენი ქუჩის დაღმართს მივუყვებით, ჩვენი გზები იყოფა ორივენი ცალ-ცალკე ვცდილობთ, რამე ვიპოვოთ. უკვე ღამდება მე კი ისევ იმედგადაწურული ვბრუნდები უკან, დღესაც არ გამიმართლა, მაგრამ ხვალ გამიმართლებს, იმედი არ უნდა დავკარგო. ფიქრებიდან ჩემი მეზობლის ხმას გამოვყავარ.
-შვილო, ელენე, როგორ ხარ? - მიღიმის ჩემი კარის მეზობელი ლია
-კარგად ლია დეიდა, თქვენ როგორ ხართ? - ვცდილობ გავიღიმო
-მეც კარგად, გახსოვს იმ დღეს რომ მითხარი, თუ რამე გამოჩნდება ნებისმიერ სამუშაოს დავთანხმდებიო
-კი,როგორ არა - სამუშაოს გაგონებაზე ყურები ვცქვიტე
-ხოდა რაღაც სამუშაოა და მგონი დაგაინტერესებს, მართალია სულ რაღაც 1 კვირაა გიცნობ, მაგრამ ცუდი გოგო არ ჩანხარ ამიტომაც მინდა დაგეხმარო, ჩემი და მუშაობს ერთ სახლში და გუშინ მეუბნებოდა დამლაგებელი სჭირდებათო ხელფასიც საკმაოდ კარგია და თუ გინდა შემიძლია დავურეკო.
-კი,კი ყველაფერზე თანახმა ვარ,თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მეხმარებით.
-კარგი დავურეკავ და მისამართს გეტყვი სადაც უნდა მიხვიდე.
ლიას კიდევ უამრავი მადლობა გადავუხადე და სირბილით ავირბინე კიბის საფეხურები.სახლში შევარდი თუარა თათა შემეჩეხა.
-სამსახური ვიშოვე - ამოვიკივლეთ ორივემ ერთდროულად და სიცილით გადავეხვიეთ ერთმანეთს.
-რა ნახე აბა მოყევი - არ ვაცდი თათას კითხვის დასმას
-ერთ-ერთ კაფეში მიმტანი სჭირდებოდათ, საკმაოდ მყუდრო კაფეა, თან ცოტა ინგლისურიც რომ ვიცი უპირატესობა მომანიჭეს და ამიყვანეს, ხელფასიც 500 ლარი მექნება. მართალია მხოლოდ კვირას დავისვენებ ხოლმე, მაგრამ სულ არარაობას ჯობია.შენ რა ქენი?
-ჩვენი მზობელი რომ არის ხო იცი ლია,სანამ სახლში ამოვიდოდი ეგ შემხვდა და მითხრა,რომ მისი და სადაც მუშაობს იქ დამლაგებელი სჭირდებათ,ხვალ უნდა მივიდე და პირობებს ამიხსნიან.მგონი ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება.
-ჰო,ოდესღაც ჩვენი ოცნებებიც ხომ უნდა ახდეს.

დილის ცხრა საათზე,ჩემ ერთადერთ კაბაში გამოწყობილი უკვე ლიას მოცემულ მისამართზე ვარ და ველოდები,როდის გამიღებენ კარს.და აი ჩემ წინ ლიას მსგავსი ქალი ჩნდება და ღიმილით მეგებება.
-შენ ალბათ ელენე ხარ ხომ? - თბილად მეკითხება
-დიახ -ვპასუხობ მორიდებულად
-სასიამოვნოა,მე ნანა ვარ , ამ სახლში დიასახლისად ვმუშაობ,მოდი პირობებზე დავილაპარა-კოთ.
-დიახ,ყურადღებით გისმენთ.
-აქ მხოლოდ მე, ძიძა და დაცვის ბიჭები ვმუშაობთ .ჩევენი პატრონი ბევრს არ ენდობა, მკაცრია თუმცა ძალიან კეთილია თორნიკე,ჩემს ხელში გაიზარდა ,მე მარტო ვეღარ ავუდივარ სახლის საქმეებს ამიტომ დახმარება მჭირდება. მოგიწევს დალაგება, შეიძლება სამზარეულოშიც დამჭირდეს შენი დახმარება და თუ საჭირო იქნება შეიძლება ღამეც მოგიწიოს დარჩენა. მართალია საქმე ბევრია და დატვირთულიც იქნები მაგრამ ანაზღაურებაც შესაბამისი გექნება,აბა რას ფიქრობ?
-კი,კი,მე ყველაფერზე თანახმა ვარ,ნამდვილად არ ვარ იმ მდგომარეობაში უარი ვთქვა სამსახურზე.
-კარგი ,მაშინ შეგიძლია დღესვე დაიწყო,წამოდი სახლს დაგათვალიერებიებ.
პირველმა დღემ უპრობლემოდ ჩაიარა, ნანამ ყველაფერი ამიხსნა, სხვათაშორის ძალიან საყვარელი ქალია,სახლიც ძალიან მყუდროა და კომფორტული.სახლში მისულს თათას ამბები გამოვკითხე და მალევე ორივე მორფეოსის სამყაროში გადავეშვით.თანდათან ყველაფერი ლაგდება და ეს ორმაგად ბედნიერს მხდის.

ორი კვირის განმავლობაში არაფერი მომხდარა, სახლსაც შევეჩვიე, ბატონი თორნიკე დასასვე-ნებლად იყო და სანერვიულოც არაფერი მქონდა, ისე კი ნანამ გამაფრთხილა, რომ ძალიან მკაცრი და მომთხოვნი იყო. არავინ იცოდა, როდის დაგვადგებოდა თავს, ამიტომ ყოველ დღე ვალაგებდი, რადგან ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო. ეს დღეც ჩვეული რუტინით დაიწყო. ყველა ოთახი დავალაგე და ბოლოს სამზარეულოს მივაშურე, აქაც მოვრჩი ლაგებას და დაღლილი სკამზე მივესვენე.
-მგონი ძალიან დაიღალე,არა? - მიღიმის ნანა და წვენს მაწვდის
-არც ისე, უკვე მივეჩვიე - მეც ღიმილითვე ვპასუხობ და ვცდილობ ცივი წვენით მაინც გავგრილდე.
-ნანა! საჭორაოდ დაიქირავე ახალი მოახლე? - მეხივით გავარდა ოთახში კაცის ბოხი ბარიტონი. შიშისგან ჭიქა ხელიდან გამივარდა და თავის აწევაც ვერ გავბედე. ბავშვობა გამახსენდა, თავშესაფარში ყვირილს ყოველთვის ცემა მოჰყვებოდა.
-ეს მოუქნელიც ყოფილა - დააყოლა და გაუჩინარდა, ნანაც უკან გაჰყვა.
რამოდენიმე წუთის შემდეგ ნანა პატარა ბავშვით ხელში შემოვიდა სამზარეულოში, მე კვლავ ისევ ისე ვიდექი.
-ელენე, შვილო კარგად ხარ? - ფიქრებიდან ნანას ხმას გამოვყავარ.
-დიახ, უბრალოდ ძალიან შემეშინდა - უცებ ჩემი ყურადღება პატარა ფერიამ მიიპყრო - ეს ბავშვი ვისია?
-ეს ბატონი თორნიკეს შვილია, ჩვენი პატარა კესანე. თორნიკე ესეთია შვილო, ქარიშხალივითაა, ამოვარდება მილეწ-მოლეწავს ყველაფერს და მერე ისევ წყნარდება, ყველაფერი ავუხსენი, ნუ ინერვიულებ. შენი შესრულებული სამუშაოთიც კმაყოფილია.ეხლა კი შეგიძლია წახვიდე.

ერთი თვის განმავლობაში ბატონი თორნიკესთვის თვალი აღარ მომიკრავს, მხოლოდ პატარას ვეთამაშე რამოდენიმეჯერ, როგორც ჩანს დედა არ ყავს, ან ამ სახლში ნამდვილად არ ცხოვრობს. დღეს ხელფასის დღეა, თათამაც დასვენების დღე აიღო, ამიტომაც შეგვიძლია თამამად გავერთოთ. ჯერ პირველი ოცნების დრო დადგა და მთაწმინდის პარკში წავედით, მახსოვს როდსაც პატარები ვიყავით ისეთ ატრაქციონებზე ვოცნებობდით, რომელიც ცაში აგვაფრენდა. ყოველთვის გვეგონა, რომ თუ მაღლა ცაში ავფრინდებოდით, ყველანაირ ბორკილს მოვიხსნიდით და თავისუფლად სუნთქვას შევძლებდით. მერე ცოტა ვიშოპინგეთ და დაღლილ-დაქანცულები სახლში დავბრუნდით. შემდეგი დღიდან ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. დილით ნანამ გამაფრთხილა თორნიკე სახლშია და ზედმტად არ იხმაუროო, მეც ჩემი სამუშაო შევასრულე და საღამოს მოსვლას დაველოდე, რომ წავსულიყავი. უკვე საღამოს 9 საათი იყო, როდესაც ნანამ მითხრა დღეს დარჩენა მოგიწევსო, ბატონი თორნიკე რაღაც შეხვედრაზეა, ძიძაც ცუდად გახდა, მეც მეუღლე მიწევს სავადმყოფოშიო და კესოსთან შენ მოგიწევს დარჩენაო, რა უნდა მექნა, რა თქმა უნდა დავთანხმდი. ნანაც წავიდა და დავრჩით ამხელა სახლში მხოლოდ მე და პატარა კესო. სანამ ეძინა გული მშვიდად მქონდა, მაგრამ მისი ტირილის ხმა, რომ გავიგე ლამის ამომივარდა საგულედან. სწრაფად ავირბინე კიბეები და პირველად შევაღე ბატონი თორნიკეს ოთახის კარი, აქ შემოსვლა სასტიკად მეკრძალებოდა. ძალიან მყუდრო იყო და ჩემდა გასაოცრად ნათელ ფერებში მოწყობილი, ბავშვის კუთხეც კი მორთული იყო სხვადასხვა ფერად-ფერადი პეპლებით, ასეთი უხეში და მკაცრი ადამიანისგან, ცოტა გამიკვირდა. კესო ხელში ავიყვანე, მე, რომელსაც პატარა არასდროს მჭერია, თუმცა საქმეს კარგად გავართვი თავი, როგორც ჩანს მასაც მოვეწონე, თავის ენაზე ღუღუნებდა, იმდენად საყვარელი იყო, მის ყოველ შეხედვაზე გულში სითბო მეღვრებოდა. ქვემოთ ჩავიყავნე, საჭმელი გავუმზადე და საწოვარაში ჩავასხი. ისევ ოთახში დავბრუნდით, საწოლზე დავაწვინე და საჭმელი ვაჭამე. მეც კესოსთან ერთად გაუცნობიერებლად ჩამეძინა. რაღაც შეგრძნებამ გამომაღვიძა, აი ხომ იცით თითქოს ვიღაც, რომ გიყურებს. თვალები გავახილე და ბნელ ოთახს თვალი მოვავლე, კესო ავიყვანე და თავის საწოლში ჩავაწვინე.
-კარგად გამოგდის ბავშვის მოვლა, მე კი გული მისკდებოდა ჩემი პატარა ვიღაც გამოუცდელთან რომ უნდა დამეტოვებინა - ბატონი თორნიკეს სიტყვები გავიგე თუარა შიშისაგან შევხტი, ოთახის ბნელი კუთხისაკენ გავიხედე სადაც ის მდივანში იჯდა და თითოეულ ჩემ მოძრაობას აკვირდებოდა, ადგა და ჩემსკენ წამოვიდა, როდესაც რაღაცის სათქმელად პირი გავაღე, ტუჩებზე თითი მომადო და ბრძანება გასცა - ქვემოთ ვილაპარაკოთ, კესანეს გაეღვიძება.
-თქვენ ამ დროის მანძილზე ოთახში იყავით? - პირველად შევხედე, სულაც არ იყო ისეთი, როგორიც წარმომედგინა, მეტიც დაახლოებით ოცდაათწლამდე იქნებოდა, შავი თვალები განსაკუთრებულად უელავდა, წვერი კი უფრო მეტ მამაკაცურობას სძენდა.
-ჰო, მალევე დავბრუნდი და ჩაძინებული, რომ გნახე აღარ გაგაღვიძე - უფრო შერბილებური ტონით მითხრა.
-მაპატიეთ, მეტჯერ აღარ განმეორდება მსგავსი შემთხვევა. - ვუთხარი და თავი ჩავხარე.
-არაუშავს, ბუა კი არ ვარ უმიზეზოდ გაგიბრაზდე - მითხრა და გაიცინა.
ოჰ, ბატონ თორნიკეს ღიმილიც შეძლებია, მეჩვენება თუ ძალიან უხდება ღიმილი.ელენე რაებზე ფიქრობ - შემოვუძახე თავს. - თავისუფალი ვარ? შეიძლება წავიდე?
-კი შეგიძლია წახვიდე , მძღოლს ვეტყვი და წაგიყვანს.
შეწინააღმდეგების თავი აღარ მქონდა, ისე ვიყავი დაღლილი მხოლოდ ჩემი საწოლი მინდოდა , ბატონ თორნიკეს დავემშვიდობე და მანქანაში მოვკალათდი. გზაში დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ პირველად ვიგრძენი, რომ თორნიკე ისეთი ცივი და მკაცრი სულაც არაა, ეს მხოლოდ მისი ნიღაბია ,თუმცა თვალთმაქცობა რაში სჭირდება ვერ ვხვდები. რატომ არ შეიძლება ყველამ ჩვენი რეალური სახით ვიცხოვროთ, ულევი სითბო და პოზიტივი გავცეთ , მხოლოდ კეთილი საქმე ვაკეთოთ, ასე ხომ ყველას ცხოვრება უკეთესი იქნება, ყველა შეძლებს ოცნებების ახდენას. თუმცა რეალობა სულაც არაა ასეთ ვარდისფერ ფერებში დახატული, ნეტავ მე თუ ამიხდება ოდესმე ოცნებები?



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saintereso chans, momewona. Imedia dzaan ar daagvianeb dadebas, warmatebebi ☺️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent