შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი თავიდან (სრულად)


18-04-2019, 01:16
ავტორი •Creature•
ნანახია 2 868

ცხოვრებაში არსებობს წამი, რომელმაც შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს და ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უბრალოდ გინდა გარშემო მყოფი ხალხი მოიშორო და დაფიქრდე ყველაფერზე რაც კი ოდესმე გაგიკთებია. დგება მომენტი, როდესაც თითოეული გულში ჩაკლული გრძნობა ერთიანად გაწვება და გინდა ამოხეთქო, მიაყარო ყველაფერი და მაშინვე დატოვო. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ვინმეს თავი შესწირო და საკუთარი თავი დაივიწყო. რამდენადაც თავს შეიყვარებ და დააფასებ, იმდენად დაგაფასებს და შეგიყვარებს სხვაც!
ოცნებებში იმის წარმოდგენა, რომ ჩემთან ხარ ბევრად მარტივია ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. გაექცე რეალობას ეს მარტივია თუმცა არა სამუდამო, ოდესღაც ოცნებები მოგბეზრდება და რეალური ცხოვრებისთვის თვალის გასწორება ძნელი იქნება. არასდროს გიტოვებს დრო გამოსავალს, ვერ ეწევი და რა დაწევაზეა საუბარი როდესაც ერთ მინდორს ტკეპნი და გარშემო უტრიალებ. ვკარგავ თავს, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ ამის შესანარჩუნებლად. მინდა ისე მიყურო როგორც ჩემს ოცნებებში.
ვკანკალებ...
გარშემო ვიყურები...
ხელს დავყურებ...
სისხლში წამალს ვურევ...
ყველაფერი ბრუნავს...
ოცნებები იწყება...
ვითიშები და მავიწყდება ყველაფერი...
ჩემი სიყვარული სანთლის ნათებას ჰგავს. როდესაც შუქს ანთებ, სანთლის პატარა სინათლე არაფერში გჭირდება და მას აქრობ, თუმცა, თავს აუცილებლად შეგახსენებს. ყველაფერი ისევე გაურკვევლად დამთავრდა როგორც დაიწყო. ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ მთავრდება სევდა და დარდი.
შუაღამეა, და საკუთარი თავის დუმილს ყურს ვუგდებ, შემდეგ ეს დუმილი ნელ-ნელა მიცოცავს და ტვინის იმ უჯრედამდე მიდის, სადაც ოცნებები ინახება, დღე ბევრად მარტივია, ხედავ ხალხს, ათვალიერებ გარემოს, უსმენ ხალხის უაზრო ბუტბუტს და დროებით გავიწყდება თუ როგორი მარტოსული ხარ. ღამე ბევრად რთულია... არავინ გარშემო, უაზრო დუმილი, მხოლოდ სიბნელის შეგრძნება და ისევ...
სისხლში წამალი...
თავბრუსხვევა...
ოცნებების გახსენება...
სიმარტოვის პიკი და ყველაფრის დაიწყება...
დილაა და ცხადად გრძნობ თვალებში საკუთარი თავისადმი მოწოლილ მრისხანებას გათელილი იმედების გამო, გრძნობ როგორ გაწვება ბრაზი და გახრჩობს საშინელი სიცრუის გამო, გახსენდება სიკვდილის გზაზე ყველა დამარცხება. საკუთარ თავს სარკეში შეჰყურებ და ეძებ მიზეზს სიცოცხლის გაგრძელებისათვის და საკუთარ თავს ეუბნები:
„უნდა ისწავლო, რომ ხშირად გაგიცრუებენ იმედებს, ხსირად დაკარგავ საყვარელ ა დამიანებს, ვერ დაიჭერ წარსულს და ვერ აიძულებ დროს, რომ დაბრუნდეს. მე ჩემი ცხოვრების მმართველი ვარ, ვერცერთი წასული ადამიანი ვერ დაბრუნდება, უკან მათი ლანდები ბრუნდებიან, რათა საკუთარი თავი დაადანაშაულო, თუმცა თუ შენ ამას გადალახავ შენ განთავისუფლდები, თუ შენ მარტოობის ზღურბლს გადააბიჯებ შენ შეხედავ სამყაროს ფერადი თვალით, თუ შენ ხალხს შეხედავ მიხვდები, რომ ორი სევდა უფრო იზიდავს ერთმანეთს ვიდრე ორი მაგნიტი. შენ უნდა იპოვო ცხოვრების საყრდენი, რომელიც არ გატყდება და მუდამ გექნება მისი იმედი.“
შუადღეა...
ვიყურები ფანჯრიდან...
ვხედავ ყველაფერს რასაც აქამდე ვერ ვხედავდი...
ვგრძნობ იმას რასაც ვერ ვგრძნობდი...
ვხვდები ჰაერის ფასს...
ვუყურებ საკუთარ თავს და მივდივარ...
„ -გამარჯობა, ეს ადგილი თავისუფალია?
-რათქმაუნდა.“


---------------------
მადლობა, რომ წაიკითხეთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent