შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უაზრობის ორიოდე წუთი


12-01-2020, 21:53
ავტორი nerd
ნანახია 931

საკმაოდ დიდი ხანია აქ არ დამიწერია, რადგან ცოტა არიყოს და ზარმაცი ადამიანი გახლავართ.იმას ნუიტყვით, რომ იდეები არმაქვს, არა არამად მგონია, რომ ჩემი აზრი სხვადასხვა თემაზე დიდად არც გაინტერესებთ. მაგრამ მაინც მაქვს რაღაც ნაპერწკალი გულში, რომელიც მიიბიძგებს იმისკენ, რომ ვწერო. ახლაც არ ვიცი რაზე უნდა ვწერო,რა რჩევები უნდა მოგცეთ, უბრალოდ ვწერ, ვწერ იმისთვის,რომ ცოტა გულზე მომეშვას და თქვენც იფიქროთ იმაზე,რომ ვაიმე ამასთან შედარებით იდიალური ცხოვრება მაქვსო. მე კარგად მაქვს გაანალიზებული,(და ეს ჩემს ერთ-ერთ სტატიაშიც ავღნიშნე)რომ არავინ და არაფერია იდიალური. ყველაფერს აქვს თვაისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.მაგრამ ამასობაშ მიზეზსაც გააჩნია. შეიძლება შენთვის პრობლემას ის წარმოადგენდეს, რომ შენი საყვარელი კაბა გაიყიდა მანამ სანამ ყიდვას მოასწრებდით;ე.წ. ქრაშმა_მა ფოტო კიარ დაგიგულათ არამედ დაგილაიქა; ახალ წლებზე 2 კილო მოიმატეთ... ნუ ბლა ბლა ბლა ბევრი წვრილმანი მიზეზია იმისთვის, რომ ვთქვათ,რომ საშინელი ცხოვრება გაქვთ,როდესაც ეს ასე არაა. ამასთანავე, შესაძლოა, ცხოვრების ერთ ეტაპზე თქვენს ცხოვრებაში დადგეს ისეთი დრო, როდესაც ცხოვრება ვიღაცის მიერ ცუდად დადგმულ სპეკტაკლად მოგეჩვენოს, ან კიდევ მტვრიან სცენაზე ბუჩქის როლი გქონდეს,ანდაც,შესაძლოა ცხოვრების დაფაზე(ჭადრაკის დაფაზე) მხოლოდ პაიკის როლი გქონდეთ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ თქვენი ცხოვრება არ ფასობს,რადგან მჯერა და მინდა რომ თქვენც ირწმუნოთ, რომ თუ პაიკი მოინდომებს აუცილებლად გახდება ლაზიერი და, რადგანაც ლაიზერს ყველა გზა გახსნილი აქვს ცხოვრების დაფაზე, მაშინ შესაძლებლობასაც ვუშვებ,რომ ის მეფე ან დედოფალი გახდება. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მეფე ხარ თუ უბრალოდ პატიოსანი მსრომელი გლეხი?
ჯონ ლენონმა თქვა „ცხოვრება არის, ის რაც შენს ირგვლივ ხდება, მანამ სანამ შენ ცხოვრებას გეგმავ“.საყოველთაოდ ცნობილია ჯონ ლენონის ცხოვრებისეული შხედულებები. ის ღიად და თამამად გამოთქვამდა პოლიტიკურსა თუ ცხოვრებისეულ შეხედულებებს, ქადაგებდა მშვიდობას...
მოდი ახლა განვიხილოთ მშვიდობა და თუ როდის დამკვიდრდება მშვიდობის კულტურა.
მშვიდობის კულტურა დამკვიდრდება მაშინ,როდესაც მსოფლიოს მოქალაქეები გააცნობიერებენ გლობარულ პრობლემებს, ექნებათ კონფლიქტების გადაჭრის უნარი და იბრძოლებენ სამართლიანობისთვისნ ძალადობის გარეშე, იცხოვრებენ ადამიან უფლებებისა და თანასწორობის საეთაშორისო სტანდარტების შსაბამისად, დააფასებენ კულტურულ მრავალფეროვნებასა და პატივს ცემენ ერთმანეთს. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობისკენ მიმართული განათლების საშუალებით.
მშვიდობა არ ნიშნავს მხოლოდ კონფლიქტისა და ძალადობის არარსებობას, არამედ ეს არის ცხოვრების ისეთი წესი, როდესაც საზოგადოების წევრები თანაცხოვრებისას აღწევენ თავიანთი უფლებების რეალიზაციას.მართალია ფორმალურად მშვიდობა არ არის დაყოფილი ისეთ საკითხად, როგორიცაა ადამიანის უფლება, მაგრამ ის აღიარებულია,როგორც ადამიანის უფლებათა განხორციელებისათვის საჭირო ელემენტი და მიეკუთვნება ადამიანთა უფლებათა მესამე თაობას ანუ ე.წ სოლიდარულ უფლებებს. მას მიეკუთვნება:უფლება ჯანსაღ გარემოზე, მდგრად განვითარებაზე.
მშვიდობა არის აგრეთვე ადამიანთა ულებათა ნაყოფი: რაც უფრო მეტად უწყოსბს ხელს საზოგადოება, იცავს , უფრთხილდება უფრო დიდია იმის შანსი, რომ შეაჩეროს ძალადობა და მშვიდობიანად გადაჭრას კონფლიქტები.
რწმენა საკუთარ თავში
ნუ კითხავთ საკუთარ თავს თუ რა სჭირდება სამყაროს,კითხეთ საკუთარ თავს თუ რა გაგაცოცხლებთ.მერე წადით და გააკეთეთ ის,რაც გაცოცხლებთ.სამყაროს სჭირდება ადამიანები,რომლებიც ცოცხლდებიან.ეს საოცარი სიტყვები ეკუთვნის ჰოვარდ ვაშინგტონ ტურმანს.
ცოტა რამ რწმენა რელიგიაზე
რწმენა ღვთის სულის ნაყოფია.ნამდვილი რწმენა გაცილებით მეტია ვიდრე რაღაცის ბრმად დაჯერება.რწმენა დაფუძნებულია სინამდვილეზე,რომელიც თვალით“უხილავია“. შეუძლებელია დავინახოთ ის „სინათლე“,რაც ზეცაშია.რწმენას ცვენთვის უფლის ძალა მოაქვს,რომელიც,ყველაფერთან ერთად,გამომჟღავნდება სიკეთის,იმედის აღსრულებით,სასწაულებით...
იცით რაა?საკუთარ თავს თვითონ თუარ დააფასებ არც სხვა არ დაგაფასებს.
ხშირად ადამიანები იწყებენ შენს გაფრთხილებას ან გადარწმუნებას,რომ დაგეგმილი საკითხები შეცვალო,თან გარწმუნებენ,რომ ამას კეთილი გულით აკეთებენ.საკუტარ ტავში დარწმუნებული ადამიანები ყოველთვის ისმენენ სხვების აზრს,მაგრამ ნაკლებად ითვალისწინებენ ამას.და ასეც უნდა იყოს, ეს შენი ცხოვრებაა!!როგორც გინდ ისე მოიქეცი.მაგრამ თუ კი მუდმივად წარუმატებლობის შიში გექნება,შეიძლება საერთოდ ვერაფერი ვერ გააკეთო.საკუთარ თავში დარწმუნუბულიადამიანები ბოლომდე დარწმუნეულები რჩებიან თავიანთ გადაწყვეტილებაში.მათ იციან როცა ერთი კარი იხურება მეორე იღება.ამ სიტუაციას კი სწორედ აღნისნავს ქრისტიან ბოუვი:“ურწმუნოება საკუთარი თავის მიმართ თქვენი წარუმატებლობის დიდი ნაწილის მიზეზია“.
თავდაჯერებულობა ეს არის უნარი გქონდეს საკუტარი თავის რწმენა ნებისმიერ საკითხში. თუმცა ამ საკითხშიც საჭიროა ბალანსის დაცვა.ზედმეტი თვადაჯერებულობა ცუდია.ეს ქედმაღალს გამოგაჩენთ. ახლა რამოდენიმე წესი იმისთვის თუ როგორ ვიყოთ თავდაჯერებულები.ანუ როგორ გავხდეთ მიმზიდველები თავდაჯერებულობით.
1. მათ იციან სხეულის ენის სწორად გამოყენება- მათ იციან, როგორ აჩვენონ სხვებს თავიანთი თავდაჯერებულობა, როგორ წარადგინონ საზოგადოებაში საკუთარი თავი.
2. არიან კარგი სმენელები- ერთ-ერთი კვლევის თანახმად ადამიანები, რომლებიც ყურადღებით ისმენენ და საკითხთან დაკავშირებით კითხვებსაც უსვავენ, მას გახნილ პიროვნებად გარდაქმნიან.
3. არიან ცნობისმოყვარეები-იმის მიუხედავათ რომ მთელი სამყაროს მიმართ არიან ცნოობისმოყვარეები და სურს რომ ამოხსნას მისი საიდუმმლეები,ამასთაან ცნობისმოყვარე ხასიათს ავლენენ გარშემომყოფტა ცხოვრების მიმართაც.მათ სურთ იცოდნენ ადამიანების ისთორია.მაგრამ ეს სულაც არ არიც ცუდი.პირიქით, მათ მიმზიდველობას ჰმატებთ.როცა ადამიანი შენს მიმართ ინტერესს იძენს,ეს მათ მომხიბვლებობას ხდის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent