შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობის ჩანაწერებიდან


28-01-2020, 01:28
ავტორი fyodor
ნანახია 9 373

„ვიღაცას ერთი ქალი არ ჰყოფნის და მეხუთეზე, მეათეზე გადაერთვება. სხვას კი ცხოვრებაც არ ჰყოფნის, რომ ის ერთადერთი უყვარდეს“ - კონსტანტინ ხაბენსკი


ოო, სანამ წერას დავიწყებდი ყველაფერი თვალწინ მედგა და ჩემ წინ იყო ისიც, ორივეს ვუყურებდი ჩემ თავსაც და მასაც... თქვენ არც კი იცით როგორი ლამაზი და როგორი უნაკლოა ის ჩემთვის. ბავშვობაში სულ მჯეროდა ერთი ნახვით სიყვარულის, ვიცოდი რომ ერთხელაც სწორედ ესე შემიყვარდებოდა ადამიანი. ჩემი რთული და არეული ცხოვრების შემდეგ ამ ადამიანმა ყველაფერი შეცვალა ჩემში აი თითქოს სხვა ადამიანი გავხდი რადიკალურად შევცვალე ჩემი ცხოვრება, მანამდე კი სულ გავურბოდი რეალობას ვსვამდი, ვეწეოდი იმისთვის რომ რეალობას ცოტახნით მაინც გავქცეოდი რამოდენიმე წელი ესე არაფხიზელმა გავატარე უბრალოდ ამ არასიფხიზლეში ერთი ცვლილება ის შევიტანე, რომ დალევით აღარ ვსვამდი უბრალოდ მოსაწევით ვკაიფობდი და აი ის დღე როცა ვერ მოვიცალე უბრალოდ იმისთვის რომ მომეწია დაღამდა,დავწექი და უბრალოდ როგორც ყველა ჩამოვუყევი ჩემს ფეისბუქს რომელიც ყელში მქონდა ამოსული მაგრამ,თითქოს რაღაცას ვეძებდი იმ დღეს სულ სხვანაირად ვიყავი. ხოო და აი ისიც ვხედავ იმ გოგოს რომელიც რამოდენიმე თვის უკან დავამატე და სულ რაღაც ერთხელ მივწერე მაგრამ, იმ საღამოს სულ სხვანაირი მომეჩვენა. მოკლედ ავდექი და მივწერე... ცოტახანი ვისაუბრეთ რამოდენიმე დღე ესე საუბარში გავატარეთ, ყოველ წამს მინდოდა მისი ნახვა მაგრამ, არ მქონდა ფული არ ვმუშაობდი, საბოლოოდ ავდექი და ვისესხე ფული მეგობრისგან და შეხვედრაზეც ვუთხარი, პირველ დღეს არ ეცალა მაგრამ, წინ მეორე დღეც იყო. მოკლედ მეორე დღეს საღამოს უნდა მენახა ერთ-ერთ კაფეში, ახლა კი როცა იმ კაფეს ვუვლი გვერდს გულში ყოველთვის "ჩვენ კაფედ" მოვიხსენიებ. ამდენი ტანჯული წლების შემდეგ სულ რაღაც ერთმა დღემ შეცვალა ჩემი ცხოვრება, მოსაღამოვდა და მეც გავედი სახლიდან ძალიან ვნერვიულობდი ძალიან, მივდიოდი ხალხში ვირეოდი მაგრამ, გარშემო ყველაფერი გაჩერებული იყო არავის და არაფერს არ ვაკვირდებოდი,ყველაფერს გვერდს ვუვლიდი,მივრბოდი თუ მივდიოდი ეგეც არ მახსოვს, საბოლოოდ მივედი ადრე შევედი კაფეში და ველოდები როდის მოვა. ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ვჯდები,ვერ ვისვენებ, მინდოდა ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო, რაღაცაზე ჩავფიქრდი გვერდზე ვიყურებოდი და აი ტელეფონმა როგორც იქნა ხმა ამოიღო წამი არ დამიყოვნებია ისე ვუპასუხე, გავიხედე მეორე მხარეს და ვხედავ როგორი განსაკუთრებულია,როგორი მომხიბლავი,როგორ ანათებს და აი მაგ მომენტში არაფერი მესმოდა ჩემი გულის ცემის გარდა, როგორ მძიმედ მიცემდა გული და როგორ სასიამოვნოდ მოვიდა ჩამოჯდა მაგრამ, გული არ ჩერდებოდა. მომენტალურად გამოვშტერდი. ყავა შევუკვეთეთ, თან ვსაუბრობდით, ვიცინოდით, ვუსმენდით ერთმანეთს, ლაპარაკი აღარ მინდოდა. მინდოდა რომ მხოლოდ მას ელაპარაკა და მომესმინა უსასრულოდ მისი ხმა და უბრალოდ ხელზე მაინც შევხებოდი, ერთი სიტყვით შემიყვარდა. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, დიახ ერთი ნახვით შემიყვარდა, ესეთი ძლიერი გრძნობა ჩემში არასდროს არ ყოფილა. დაახლოებით 2 საათი ვიყავით კაფეში და ვსაუბრობდით, მერე კი უნდა წასულიყო. ყოველ მოქმედებას ვიმახსოვრებდი, მის გამოხედვას,ღიმილს,თვალებს,ტუჩებს და მის წმინდა სახეს. ვიცოდი, რომ დავიტანჯებოდი მაგრამ, ყველაფრისთვის მზად ვიყავი და ყოველთვის მზად ვარ მისთვის. დრო გადიოდა ვწერდი მაგრამ, ძაან იშვიათად მპასუხობდა და ეს ფაქტი მკლავდა, გული მიკვდებოდა მართლა ვიტანჯებოდი, არ ვნებდებოდი მაინც ვწერდი. მოკლედ ის ვალი დავუბრუნე ჩემ მეგობარს, ახლა კი სხვა რამის დრო იყო მინდოდა გული გამეხარებინა ამისთვის კი ფული მჭირდებოდა, რომელიც არ მქონდა მაგრამ მქონდა ისეთი რამ რასაც ვიყენებდი თან საჩუქარი იყო მაგრამ, ავდექი და გავყიდე 200 ლარად,რომ ვარდები მეყიდა. რა ვქნა არ მინდოდა ნაჩუქარი ნივთის გაყიდვა მაგრამ,სხვა გზა აღარ მქონდა. წავედი, ვიყიდე ვარდები მივიტანე და უბედნიერესი იყო. სულსაც დავუთმობდი, რომ შეიძლებოდეს. გადის დრო, მაგრამ არაფერი არ იცვლება. წერას კი არ შევწყვეტ რა ნეგატივიც არ უნდა მივიღო ხალხისგან,წერა მათავისუფლებს ამ ისტორიას გავაგრძელებ სანამ დასასრული არ მოვა.
მე კი, ყოველთვის ანონიმად დავრჩები.
23.01.20




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent