თეთრი იასამნები
სიწმინდესთან ძნელია გამონახო საერთო, ნაადრევად ჭკნებიან თეთრი იასამნები. მე შემეძლო შენს გამო ეს სამყარო დამეთმო, შენ სიტყვაც კი არ გითქვამს ისე ჩუმად წახვედი. დანაწევრდნენ წიგნები სიმარტოვის ბილიკზე, თეთრი მტრედი არიებს მის ენაზე ღუღუნებს. ერთადერთი მინდა რომ სამოთხესთან მივიდე, დავინახო ცოდვილ ხალხს ღმერთი როგორ უყურებს. ნაადრევად ჭკნებიან თეთრი იასამნები, სისხლში როცა ხელს ვისვრით ანგელოზნი ფრთებს ხრიან. არც ცხოვრება ყოფილა გზად ფენილი ვარდები, ჩვენც გველივით ტყავს ვიცვლით როცა ტალახს გვესვრიან. ნიღბები გვაქვს სახეზე მორგებული ღიმილად, ბავშვობასთან წლებია დაგვეკარგა საერთო. წუხელ დედის თვალებმა ჩემს ხელებზე იტირა, მე კი მისთვის ვერ შევძელ სიამაყე დამეთმო. ვუყურებდი თლილ თითებს, დრომ რომ ტანჯვით ატარა, მის მზერაში მოსჩანდა მთელი ჩემი სამყარო. იქ ვიყავი მტრედივით ღუღუნა და პატარა, როგორ მინდა ეს ხატი სამუდამოდ ვატარო. ნაადრევად ჭკნებიან თეთრი იასამნები, ალბათ ერთ დღეს უდროოდ მივატოვებ ხეივნებს. ვერ ვიქნები მღიმარი კვლავ ბრწყინვალე თვალებით, წლობით ნაფერ ეზოში კვლავ ბავშვურად ვერ ვირბენ. ანგელოზნი ფრთებს შლიან მაშინ როცა ვიღიმით, იასამნებს ჩემს ბაღში უნდოდათ რომ ეხარათ. როცა დედა წავიდა მეც ავტირდი ჩვილივით, მისი სუნთქვა მთელს სხეულს წამალივით ეამა. თოლიების ნარნარ გუნდს ვცდი და ცამდე ავყვები, მე ის მტრედი ვიქნები საამოდ რომ ღუღუნებს. ნაადრევად ჭკნებიან თეთრი იასამნები, ნაადრევად კეტავენ ცხოვრების გზის ურდულებს. გამონახო საერთო სიწმინდესთან ძნელია, გგონია რომ მორჩა და... - აღარ ელი უარესს. ვიღაცისთვის ცხოვრება მეტისმეტად ბევრია ვიღაცას კი ცხოვრებაც არ ჰყოფნის რომ უყვარდეს. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.