უკმარისობა
უკმარისობა 10/15/2018 როგორი უნდა იყოს ქალი?... ჩვენთან ხო ამის დასადგენად არსებობს ფორმულები რომელიც კაცმა არ იცის ვინ დაადგინა ან კი დაადგინა ვინმემ საერთოდ? იქნებ სოციუმის სტერეოტიპების ან ჩვენივე აზრმოკლებული იდეალების მსხვერპლნი ვართ და თავს ვიჭედავთ აბსურდული გასტანდარტებული მოსაზრებებით? როგორი შეიძლება იყოს ქალი, რომელსაც გინდა რომ ლამაზი უწოდო? საყოველთაოდ აღიარებულ 90>60/90 სტანდარტში თუ ვერ ჯდები პირდაპირი თუ გინდ გადატანითი მნიშვნელობით გამოდის რომ მახინჯთა კლუბს უერთდები, არც დაბალი უნდა იყო, არც საშუალო სიმაღლის, არც ზედმეტად სუსტი, არც მრგვალი, პუტკუნა ფორმებით,... რატო? შეილება რომელიმე სტანდატრტმდგენ სილამაზის დედოფლებსა თუ პრინცებს თვალში არ მოუხვიდე და ისე შეძილება შემოგხედონ და ცხვირი ისე აიბზუონ რომ შენს არსებობაში ეჭვი თავადაც შეგეპაროს. ასე ათვალისწუებულის იარლიყ არტყმული ივლი მთელი ცხოვრება და თუ ამას შენი ისედაც დაბალი თვითშეფასება დაერთო თან, მაშინ ჩათვალე საქმე ცუდად გაქ.... 13 აგვისტომდე მეც რიგითი სტანდარტებს შორის გაჩხერილი კაცი ვიყავი. არ ვიცი რა შეიცვალა, სინამდვილეში ვერ ვხვდები რატომ მივეცი ნება შევეცვალე მას... თითქმის ყოველ დღე ვუსვავ ჩემს თავს კითხვას რომელზეც პასუხი მაქვს. მაგრამ არ მაკმაყოფილებს. რა განსაკუთრებულობა გააჩნია მას, ისეთი რომ ჩვეულებრივად მასზე დამოკიდებული გავხდი? რა აქვს მას რაც სხვა ქალებს არ ჰქონიათ? და პასუხი მხოლოდ ერთია... არაფერი... ხო არაფრით განსაკუთრებული თითქოს საერთოდ გაცრეცილი და უფერულია. ძალიან ბევრი ქალი მინახავს, უცებ ზედმეტად ჩვეულებრივს რომ შეარქმევ, გაგივლის და მორჩა. აღარასოდეს დაგიდგება თვალწინ მისი სახე და არც მისი ,,უზადო“ ფორმები.... ხო ძალიან ბერვი მინახავს და არც ერთს არ გაუღვივებია ჩემში ის გრძნობები რაც მან გააღვივა. ჩევულებრივად ამრია, მოსვენება დამიკარგა. ისე რომ ამის შესახებ არც არაფერი იცოდა. არც ერთ ჩემს სტანდარტს არ ერგებოდა, პირიქით ეწინააღმდეგებოდა კიდეც და მისი დანახვის შემდეგ ზიზღის გრძნობა მიჩნდებოდა, მაღალი, მრგვალფორმიანი, ზედმეტად დახვეწილი სახის ნაკვთების მქონდე ქალების მიმართ, რომლებიც ერთ დროს მეგონა ჭკუას მაკარგვინებდნენ... მეჩვენებოდა რომ ყველა ერთმანეთს გავდა და მხოლოდ ფერით შეიძლებოდა მათი გასხვავება, ეს კი მათი ანტიპოდი იყო. ქათქათა სიგამჭირვალეში გადასულ კანს ჭკუიდან გადავყავდი, მისი სისუტე კიდე უფრო მაგიჟებდა და სურვილს მიჩენდა ისე ჩავხუტებოდი რომ ყოველი მისი ძვალი შეხებისას შემეგრძნო. მის თვალებს შეეძლოთ ჩემს ირგვლივ ყველაფერი გაექროთ და ვყოფილიყავით მხოლოდ ჩვენ და არავინ სხვა. მრგვალი ჭაობისფერი თვალები ადგილზე მყინავდნენ, არ შემეძლო იმ სევდის გაზიარება, რომელსაც ასე აფრქვევდა და თითქოს შველას მთხოვდა. მე კი ვეგოისტობდი, ძალიან ვეგოისტობდი და არაფრად ვაგდებდი მას, არ ვინტერესდებიდი ჩემს გარდა უნდოდა თუ არა სხვა რამ.... იმდენად კმაყოფილი ვიყავი იმით რომ მას ისევე როგორც მე, ვჭირდებოდი, სხვა ყველაფერი ფეხებზე დავიკიდე. დავიკიდე რომ სხვები არაფრად აგდებდნენ, რეალურად ვიყავით ჩვენ ორნი, მაგრამ მას თითქოს ჩემს გარდა ვერ ხედავდნენ, მე კი ამას პრობლემად არ ვთვლიდი. ფეხებზე მეკიდა სხვების აზრი, მთავარი მისი ჩემს ცხოვრებაში არსებობა და იმ ენერგიის მიღება იყო რასაც ის არსოდეს იშურებდა ჩემთვის. არ ვიცი როგორ იტევდა ამდენ სითბოს, უახლოვდებოდი და გრძნობდი ენერგიას რომელიც კანზე აუტანლად გეკვროდა - გიძვრებოდა სულში და როგორც მაგნიტს ისე ეტმასნებოდი. ძალიანაც რომ მომენდომებინა ვერასდროს მოვიშორებდი... თუმცა არასდროს მდომებია მისგან გაქცევა, მისგან განსხვავებით. ახლა, არ ვიცი რა ერქვა იმას რასაც ის გრძნობდა ჩემს მიმართ. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი და ახლაც ვარ რომ მისი წილი სიყვარულით ვუყვარდი, ვუნდოდი და მთელი გულით სურდა მეგრძნო სითბო და ის ათასი ემოცია, რომელიც ამ ქვეყნიდან გამიტაცებდა ჯერ კიდევ აღმოუჩენელ ზღაპრულ სამყაროში და იქ სამუდამოდ გამომკეტავდა. თუმცა ეს მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, ჩემთვის კი საკმარისზე მეტიც იყო... ის კმაყოფილი იყო, რომ მაბედნიერებდა, მე კი ბედნიერი მისი მცდელობებით, მაგრამ მე რას ვაკეთებდი მისთვის? - მხოლოდ ვტკბებოდი. ვტკბებოდი მისი სხეულით, გრძნობებით და იმ ძალღონით რომელსაც არ იშურებდა ჩემთვის. და ის კმაყოფილება, რასაც განიცდიდა, საკმარისი მეგონა ამ ზღაპრის უვადოდ გასაგრძელებლად. თუმცა შევცდი. დაიღალა და შეეშინდა იმ მომავლის, სადაც ყოველთვის მას მოუწევდა ჩემი გაბედნიერება, მე კი უპირობოდ, მეტიც სიხარბით შევხვდებოდი სევდიანთვალებეა გამაბედნიერებელი აბებით დახუნძლულ გოგონას. ახლა კი, მე მეშინია მომავლის უიმისოდ. ვერ ვგუობ ხალხს... მეზიზღება ჩემი თავი და ყველა ის ნაცნობი, რომელებიც კარგად დამარხვის მიუხედავად მაინც ძვრებიან საფლავებიდან და აჩრდილებად მეცხადებიან, მარტოობისთვის დათმობილ ღამეებში. მახსენებენ თავიანთ თავს და ჩემს ამაზრზენობას. მახსენებენ, რამდენად განსხვავდებიან იმისგან, ვინც ერთი ხელის მოსმით შემცვალა. გამომაცარიელა, დამიმორჩილა და ამ ყველაფრით შეშინებული თავქუდმოგლეჯილი ჩემგან გაიქცა. ხო, ჩვენ ვცვლით ერთმანეთს, ვანაწევრებთ და ჩვენვე ვაწყობთ წვრილ ფაზლებად დაჭრილ პიროვნებებს და საბოლოო შედეგი ან ჭკუიდან გვშლის, გვაგიჟებს და გვახელებს რომ ერთმანეთი ,,ავაწყოთ“, ან ჭკუიდან გვშლის, გვაშინებს და გავრბივართ ისე თითქოს არც არასდროს მოგვინდომებია დამანგრეველი ცვლილებები.... რაღაც ახლის შენება ხანდახან მასობრივ ნგრევას იწვევს, ამ ნგრევაში კი ისეთი შენობებიც ხვდებიან, რომლებიც უხსოვარი დროიდან მოყოლებულ ისტორიას და კულტურას ინახავენ, თუმცა ამის შესახებ არავინ იცის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.