შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვირილა.


3-02-2020, 23:07
ავტორი Frigga
ნანახია 1 416

სადღაც შორს მთებს იქით დაფანტული გვირილების წყებაში დაკარგული სევდა ხშირად გახსენებს, რომ ადამიანი ხარ, მაგრამ დიდი სიამოვნებით მოკრეფდი თითოეულ გვირილას იმის იმედით, რომ მათი განადგურების შედეგად არასდროს შეგაწუხებს სევდა და შენი პიროვნული ზიზღიც გაქრება, მაგრამ გვირილებმა უნდა იცოცხლონ რადგან მათ შენთვის არ დაუძალებიათ ფიქრი და არც სევდა დაუბედებიათ იმ უღრანი ტყიდან რომელში დაკარგვაც ხშირად გინატრია. შეცდომების გარეშე არცერთმა ადამიანმა არ უნდა იცოცხლოს, შენ თუ დაგიშვია შეცდომა არ უნდა ნანობდე, გაცრეცილი ფრაზა უნდა გაიხსენო, რომ ყველა შეცდომა რაღაცას გვასწავლის და შენს პიროვნებას არ უნდა მისცე სისუსტის უფლება, რადგან თუ ერთხელ დაეცი მორევივით ჩაგითრევს დეპრესია და არც ეცდება დაგანახოს სამყაროს სიფერადე.
დამაყრუებელი სიჩუმე გინატრია ცხვრებაში? ზოგს კი ეს ყველაზე საშინელიგრძნობა ჰგონია, მაგრამ არა, სიჩუმეში უფრო მეტის გაგება შეიძლება ვიდრე ამაო, უშინაარსო საუბარში რომელიც ბრბოს ახასიათებს, ნუ შეიძულებ საკუთარ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ შენი აზრი და შეხედულება ვიღაცას არასწორი ჰგონია ან ნამიოკად თვლის შენს რჩევას, პირიქით შეიყვარე შენი არსებობა რადგან სხვისთვის რჩევის მიცემა შეგიძლია.
გაყინულ თითებს რომ უსმევ საკუთარ სახეს სარკის ანარეკლში და არ გეცნობა ეს გრძნობა ყველაზე რთული ასატანია, არადა შენს ცისფერ ფანჯრებს იქით ყველა გიცნობს, იციან რომ უცნაურობა სხეულში გაქვს გამჯდარი, მაგრამ ვერ ხვდებიან რამდენად ძლიერი შეგიძლია იყო, თუმცა ისინი როგორ მიხვდებიან როცა თავად არ იცნობ ანარეკლს, რომელსაც სარკეში ხედავ? ძველი წიგნის ყდაზე ფანქრით მიხატულ სილუეტს ჰგავხარ, რომელიც ყველას მიავიწყდა, მაგრამ მაინც არსებობს, მართალია ნახევრად წაშლილი მაგრამ არსებობს.
თითქოს გრძნობებისგანაც დაიცალე, დაიღალე ან კიდევ უარესი, მოგბეზრდა სიყალბე და გადაწყვიტე, რომ ღიად თქვა და ქნა ის, რისგანაც აქამდე თავს იკავებდი, მნიშვნელობა არააქვს რა და როგორ მოხდება, იმდენად დაღლილი ხარ, რომ აპირებ უბრალოდ იცხოვრო.
ცასა და დედამიწას შორის გაჭედილ სულს ჰგავხარ რომელმაც იცის, რომ ცაში უნდა და დედამიწაზე ადგილს ვერ პოულობს და მაინც, იქნებ რაღაც მიზეზით ხარ აქ, დავიჯერო ასეთი სუსტი ხარ!? რთული არ არის იქ წასვლა სადაც ადრე თუ გვიან მაინც მოხვდები, რთულია დარჩე იქ სადაც რაღაც ძვირფასი გაქვს და წაღება არ შეგიძლია, იცი რომ ბრთებს დაგიმძიმებს, ან იქნებ ბრთები საერთოდ არ გაქვს და ქვესკნელში დამძიმებულიმეტად ჩახვალ? ნესტიან მიწას ამოფარებული სხეულიკი ვეღარაფერს გიშველის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent