შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალცჰაიმერი თუ გამოსავალი?!


16-02-2020, 20:31
ავტორი Mtvarisa abuladze
ნანახია 973

????????ალცჰაიმერი თუ გამოსავალი?!????????

ლამაზ შენობას ლამაზი გამყიდველი გოგონები პერიოდულად ახალისებენ. მათი ამ სისწრაფით ცვლა კი პრეტენზიული მესაკუთრის ხასიათზე მეტყველებს,თუმცა ცნობილი ვერც სახელით გახდა, ვერც ლამაზი გოგონებით და ვერც ყვავილებით, რადგან დიდი ხანია ამ შენობას ყველა "როზას ყვავილებს" ეძახის. რატომ? იმიტომ,რომ აქ დიდი ხანია შენობის ერთი კუთხეში,შენობის მთელ სიგრძეზე , ცოცხალ ოთახის ყვავილებს, ქოთნებით ყიდის ერთი ასაკოვანი ქალბატონი, სახელად როზა.
მაღალი,გამხდარი ქალბატონია როზა,მუდამ ერთი კუბოკრული ქვედაბოლოთი და ერთი შინდიფერი "ზედაბოლოთი" შემოსილი.ოდესღაც ჭრელი თავსაფრიდან ჭაღარა თმის ორი ნაცრისფერი,გრძელი ნაწნავი მოუჩანს,მუდამ მწყობრად დავარცხნილები და მოვლილები.
როზას ყოველ დილით სარდაფიდან გამოაქვს,ნაგვის ურნაში მოძიებული, კონსერვის რკინის ქილებში ჩარგული ოთახის ყვავილები და საღამოს ისევ უკან შეაქვს.ის მათ:ამრავლებს, რგავს, რწყავს,უვლის, ზრდის და მერე ყიდის. ასე არჩენს მარტოხელა ქალი საკუთარ თავს და ერთადერთ შვილს.
"მეყვავილე როზა" ,ასე ეძახიან მას ქალაქში. ძალიან ბევრი რამ მისი სახელობისაა : მაღაზია , ქუჩა,უბნის ნახევარი და ყველაფერი აქ არის :
როზას გვერდით,
როზას მაღაზიასთან,
როზას ყვევილებთან...
ქალაქის მკვიდრნი დროგამოშვებით ხედავენ მოხუც ქალბატონთან "სტუმრად მისულ" ახალგაზრდა მამაკაცს,რომელიც ორივე ხელით ენერგიულად არყევს ქალს აქეთ იქით და ითხოვს არარსებულ ფულს,რომელიც დღეს გაყიდული ყვავილებიდან აიღო.

-შენ ამის მერე დედა ხაარ,ფული მომეცი მეთქი,ფული ჩქარა,სად არის ფული?!

დაუღალავად იმეორებს მამაკაცი ერთი და იგივე სიტყვებს და ისევ შეუბრალებლად აჯანჯღარებს მოხუცს.
მერე ხედავდნენ როგორ ანებებს ის ქალს თავს,როგორ იწყებს არარსებული ფულის მთელ არემარეში ძაბნას,ფეხებით ქოთნების გადაყირავებას, სროლას და ყველაფერ იმას, რასაც ალკოჰოლდამოკიდებული შვილები უკეთებენ მშობლებს.როზა კი ამ დროს გაოცებული სახით უყურებს დუჟმორეულ მამაკაცს და ეკითხება:

-ვინ ხარ?

(მ.აბულაძე 16/02/2020წელი)



№1  offline წევრი Imagination88

კარგი იყო საინტერესოა ❣️❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent