შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი ოსკარს!


7-09-2016, 20:02
ავტორი ლორელაი
ნანახია 2 186

მუსიე ოსკარს.

მოგესალმებით შორეული საქართველოდან, თქვენზე შეყვარებული ერთი უბრალო მკითხველი, თქვენი ცხოვრების 11 დღითა და მასში ჩატეული ასი წელით აღფრთოვანებული...
ასაკიან ადამიანებს მეხსიერების პრობლემა აქვთო გამიგია, მაგრამ იმედს ვიტოვებ, თქვენ და ღმერთს ეს საფრთხე არ გემუქრებათ.
კარგი ვინმე ხართ რა, აბა 11 წლის ასაკში ვის აქვს გამოცდილი ამხელა სიყვარული და ვის აწევს ამდენი პრობლემა მხრებზე.
იცით რა მინდოდა მეკითხა? იპოვეთ ღმერთის მისამართი? გიპასუხათ წერილზე? თუ თქვენც ისე გატყუებდათ დედა როზა, როგორც მე ვატყუებ ახლა ჩემს შვილებს. ხო, ვეუბნები, რომ მას ესმის ჩვენი და ყველაფერს ხედავს...
ჩვენში დარჩეს და სულაც არ მგონია, რომ ჩვენი ესმის...
მგონია ყურები დიდი საცობებით დაიცო, რომ ჩვენი პრობლემებით სული არ ამოგვეხადა...
არა, ვაღიარებ მე ეჭვიც კი მეპარება ხანდახან რომ არსებობს. ( დედა როზას ნუ ეტყვი, ძლიერად კი გამოიყურება, მაგრამ მაინც ისეთ დროს ცხოვრობდა, ისე გაიზარდა, ამას მკრეხელობაში ჩამითვლის.)
აბა, ოსკარ, შენ ახლა ცოლიანი კაცი ხარ და ცხოვრებისგან სიამოვნებამიღებული და დაბრძენებული იქნები, იქნებ მასწავლო როგორ მოვიპოვო სიმშვიდე? ან რა ვუყო გრძნობებს?
შენ ალბათ არ იცი, არც არავინ იცის რამდენ წერილს ვწერ ღმერთს და იცი რაა? ყველა უკან მიბრუნდება შტამპით " დაუბრუნდეს გამომგზავნს".
ოსკარ, ნუ დაიზარებ და ზუსტი მისამართი მომწერე, იქნებ დედა როზას გაახსენდა, ან იმ ცისფერსახიან გოგონას?
მე თუ მიკითხავ, ოსკარ, კარგად ვარ, კარგად რამდენადაც საშუალებას მაძლევთ თქვენ. აი, ხანდახან ანა ფრანკი არ მასვენებს, შენსავით ადრე დაბრძენებულია ეგეც. აქეთ პოლკოვნილი ავრელიანო მესიზმრება, "ულისეც ბაღდადიდან", მან და მოლი ბლუმმა ხომ ხელში შემიკლეს.
ჩემი დროის უმეტესი ნაწილი შენნაირებს მიაქვთ. იცი, ვუფიქრდები და მგონი ისინიც შენსავით ღმერთს ეძებენ, ეძახიან ან ელიან, იმ განსხვავებით რომ ზოგი უფალს, ზოგი ალაჰს, ზოგიერთი კი ბუდას ეძახის...
მე არ ვიცი რა უნდა დავუძახო, ოსკარ, იქნებ შენ იცი? ამხელა ცხოვრებაგამობრძმედილი კაცი ხარ და ალბათ შეიცნობდი შემოქმედსაც.
არ ვიცი, უნდა გეკითხებოდე თუ არა, მაშინ შენს წასაყვანად თეთრებში ჩაცმული ანგელოზი მოვიდა, თუ აქაც დაგვაბოლეს? და თუ მოვიდა იქ წაგიყვანა? რა ხდება იქ? ახლა როგორ ხარ? სისუსტეს ხომ არ უჩივი? მაინც თბილად ჩაიცვი, ორპირმა ისევ არ აგატკივოს სახსრები. შენს ასაკში ეს საშიშია.
ხოდა კიდევ რა მაინტერესებს, ეს მატყუარა ვარდისფერი ქალბატონიც შენთან ერთადაა? თუ ეს ტყუილი ცოდვაში არ ჩაეთვალა და მიიღო ცათა სასუფეველი.
ოჰ, ოსკარ, რომ იცოდე რამდენი მაქვს სათქმელი, მაგრამ ჯერ ის უნდა გავიგო, ეს წერილი შენამდე თუ მოვა.
აღარ მოგაცდენ, ჩემს გარეშეც უამრავი საფიქრალი გექნება.
წერილს თუ მიიღებ, ღმერთის მისამართი მომწერე. თორემ მასთან გასაგზავნი უკვე 50 წერილი დამიგროვდა.
აბა, ყოჩაღად ოსკარ.
ველი პასუხს.



№1  offline წევრი Shokoladi :D

ოუუ უნაკლო იყო <3

 


№2 სტუმარი :)

N1 ჯერ-ჯერობით რაც დადებულა. ძალიან ბუნებრივი, ზომიერი, უბრალო, ზედმეტი პათეტიკის გარეშე და რაც მთავარია, არ ემჩნევა, მაგრამ იუმორნარევი.
ბევრად მირჩევნია ხუთ მეტრიან წერილებს, ყველა პრობლემატურ საკითხს რომ მიედ-მოედებიან ხოლმე და ყველაფრის ჩატევას ცდილობენ, რაც ოდესმე გაუვლიათ გონებაში..
წარმატებები შენ!

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

:)
N1 ჯერ-ჯერობით რაც დადებულა. ძალიან ბუნებრივი, ზომიერი, უბრალო, ზედმეტი პათეტიკის გარეშე და რაც მთავარია, არ ემჩნევა, მაგრამ იუმორნარევი.
ბევრად მირჩევნია ხუთ მეტრიან წერილებს, ყველა პრობლემატურ საკითხს რომ მიედ-მოედებიან ხოლმე და ყველაფრის ჩატევას ცდილობენ, რაც ოდესმე გაუვლიათ გონებაში..
წარმატებები შენ!

მადლობა, მიხარია.
ისე მე კონკურსანტი არ ვარ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent