შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და იქნებ..


26-02-2020, 12:21
ავტორი Kukrali
ნანახია 884

"და იქნებ გათენდეს დღე, როცა შენც მეტყვი იგივეს." უცნაურია მაგრამ ყოველ ღამით ძილის წინ და ყოველ დილით გაღვიძებისას, ეს წინადადება პირველი იყო რომელიც ჯერ კიდევ ბურუსით მოცულ გონებაში მკაფიოდ ამოტივტივდებიდა ხოლმე. გამოჩნდებოდა და ტივტივებდა, ტბაზე მოკიდებული ხავსის მსგავსად, მანამ სანამ ხმამაღლა, ან თუნდაც ჩურჩულით, არ წარმოვთქვამდი. და მერე ილექებოდა ფსკერზე მომდევნო დილამდე ან საღამომდე. ილექებოდა შავად და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა ერთი ორად იზრდებოდა ეს წყვდიადი. იზრდებოდა და იმედსაც თან ექაჩებოდა. იმედ გადაწურულს ამ წყვდიადის გასაფანტად არათუ მოელვარე ვარსკვლავის, მკრთალი სინათლის გამოჩენის იმედიც კი მიქრებოდა. და მაინც როგორ ვეჭიდებით ადამიანები არ არსებულ იმედებს, მიუხედავად იმისა რომ გააზრებული გვაქვს მისი არ არსებობა, ფანტაზია ოჰ ეს ფანტაზია გვაიძილებს დასაყრდენის წარმოსახვას. დასაყრდენის რომელიც ადრე თუ გვიან ჩამოიშლება და დავეცემით. დავეცემით მთელი ძალით, სიმაღლიდან რომლის სიგრძესაც თვალი ვერ აღიქვამს და დავეცემით უკანასკნელად, სამარადისოდ და სასიკვდილოდ.
"და იქნებ გათენდეს დღე როცა შენც მეტყვი იგივეს." ვიმეორებდი და ისიც არ ვიციდი რა იყო ასე იმედიანი "იგივე" , ველოდებოდი და არ ვიცოდი ვის,
ველოდებოდი და გელოდებოდი მაგრამ სად იყავი? ან კი მოასწრებდი მოსვლას? და ამ ფიქრების, ლოდინისა და მარტოობის ჭაობში მდორედ და აუჩქარებლად სიტყვებთან ერთად ილექებოდა ჩემი სხეულიც და უერთდებოდა წყვდიადის რუტინას. იქ სადაც შეუძლებელი იყო გადარჩენა.
და როცა შიშისგან შეძრწუნებულს, ჭაობის ზემოთ, მხოლოდ დასახმარებლად გაწვდილი უფორმო და უშნო ხელებიღა დამრჩა, გეძახდი უხმოდ და თან ყველაზე ხმამაღლა. გეძახდი და არ ვიცოდი სად იყავი. მეძახდი და არ იცოდი სად ვიყავი. და მაშინ როცა უკანასკნელად დავფიქრდი თვალების დახუჭვამდე მივხვდი ვინ იყავი შენ. და ამ ფიქრსაც არ ჰქონდა აზრი.
"და იქნებ გათენდეს დღე როცა შენც მეტყვი იგივეს." გავიფიქრე და დავილექე ჭაობის ფსკერზე წყვდიადთან ერთად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent