შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი ალუბლები


1-03-2020, 18:47
ავტორი from the other universe
ნანახია 1 007

თბილისი,მომენტალურად წითლად იღებება,ლურჯებში ჩაცმული გოგონა, ნელი ნაბიჯებით მიდის და გარემოს ათვალიერებს,გრძნობს წითელ წვეთებს,რომლებიც დამნშავის ტკივილთან ასოცირდება.მარჯვნივ ბიჭს ამჩნევს,აჩქარებული ნაბიჯებით,მგონი ეშინია,რადგან თვალები გაფართოებული აქვს და აქით-იქით აცეცებს.ჩერდება და თვალს აყოლებს,აშკარგად გრძნობს,მისკენ ტრიალდება ნელ-ნელა.
-რატომ მიყურებ?!
-გრძნობ?
-რას ვგრძნობ?
-წითელ წვიმას,გაშინებს არა?
-წითელი წვიმა? გოგონა გაგიჟდი?ხმამაღლა იცინის,თუმცა ხმა უკანკალებს.
-გაწითლებული ხარ,ბიჭი. მგონი დააშავე,ახლა კი წვიმა მატყობინებს.
-არ ხარ შენ ნორმალური.ხელს მაღლა იქნევს და გზის გაგრძელებას აპირებს.
-წითელ წვიმას მხოლოდ ჩვენ ვხედავთ,წითლდება,ის ვისაც ცოდვები აქვს.
-და შენ რა ღმერთი ხარ?
-არა,უბრალოდ შენი მხნელი,წარმოიდგინე კეთილი ფერია.
-მხსნელი?რისგან უნდა მიხსნა?მიცნობ საერთოდ?
მისკენ მივიწევ,და ძალიან მალე ვფარავ მანძილს.
-თაფლისფერი თვალები, ვიღიმი და მის ნაკვთებს ვაკვირდები.
-თუ გიფიქრია,ლურჯ ალუბლებზე?
-აშკარად ფსიქიატრიულიდან გამოიქეცი,ან ჩემი გაგიჟება გინდა. შეშინებული მიყურებს და ვგრძნობ,როგორ თრთის.
-რატომ თრთიხარ? არ უნდა გეშინოდეს. მე დაგეხმარები,გიხსნი ამ განსაცდელისგან.
-როგორ მიხსნი? მე ხომ მოვკალი...
-ლურჯი ალუბალი უნდა გახდე.
-გაგიჟდი?რა ლურჯი ალუბალი? ადამიანი ვარ,მე.
-რატომ ვერ გრძნობ,ჩვენს შორის კავშირს?მე შენთვის გავჩნდი,მინდა ლურჯი ალუბალი გახდე,რომ უცოდველი იყო.შენ კი გამირბიხარ.ლურჯი ალუბლად გახდომა ყველას არ ერგება,რადგან ყველა ვერ უძლებს სხვა სამყაროში ცხოვრებას.
-როგორ უნდა გავხდე? ან სხვა სამყარო რომელია?თვალს თვალში მიყრის,
-შენი სულს უნდა დაემშვიდობო.
ხმამაღლა იცინის ვაჟი და შიშის ქსელები იდგავენ მასში ფესვებ.
-სიკვდილს მთავაზობ?მეკითხება,როცა მშვიდდება.
-ხომ გითხარი,უნდა გიხნსა.გინდა მთელი ცხოვრება გეშინოდეს და იტანჯებოდე?
-არა. ხმა უთრთის და მძლივს პასუხობს.
-ჩაიხედე ამ სარკეში,მხოლოდ მაშინ როცა მზად იქნები.
-მპირდები,რომ მიხსნი?მეშინია.
-გპირდები.მკრთალად უღიმის გოგონა
სარკეში, მკაფიოდ ისახება ბიჭის ანარეკლი,რომელიც სხვა სამყაროში გადადის,იმ ღამეს,ვაჟი ლურჯ ალუბლად იქცა,წითელი წვეთები კი,ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდნენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent