ჩვენი ამბავი (თავი II)
ის იქ იყო. ჩემგან ზურგშექცევით იჯდა. გაიგო რომ მივედი, მაგრამ არ შემობრუნებულა. - დაიგვიანე. - მაპატიე... მე... მე რაღაც საქმე მქონდა. - ჩემზე მნიშვნელოვანი? - შენზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არაფერია. არაფერი უთქვამს. - ჩემზე ისევ ბრაზობ? - არ ვიცი. გვერდით მივუჯექი. - შემომხედე. მისი თვალები სიამაყეს აფრქვევდა - ტყუილად მიბრაზდები. - სულაც არა. ძალიან ახლოს ხარ იმ გოგოსთან. - ჩემთვის დასავითაა ის გოგო. არაფერი ხდება. - რომ მახსენდება ცეცხლი მეკიდება. - ეს სიყვარულის ბრალია. - ჰოო... - ხატია, მე შენ მიყვარხარ... ჩემთვის მხოლოდ შენ არსებობ. საკოცნელად გავიწიე. თავიდან მისმა ბაგეებმა ჩემი ბაგეები იუკადრისა, თუმცა, ბოლოს მაინც დაჰყვა გრძნობათა მორევის ნებას. - დამპირდი, რომ სხვა გოგოსკენ არ გაიხედავ არასდროს. - გპირდები... მე მხოლოდ შენთან მინდა. - მეც... - დღეს ძალიან ლამაზი ხარ. - მადლობა. - რაღაც მინდა გითხრა.. - რამე მოხდა? - რამდენიმე დღით ბათუმში ვაპირებ წასვლას მეგობრებთან ერთად. - მერე მე? - მალე ჩამოვალ ჩემო სიხარულო. - არ გაგიშვებ. - დრო მალე გავა. თან ყოველდღე დაგირეკავ ხოლმე. - მე აქ უშენოდ რა ვაკეთო? - მე დამელოდე... - მოვიწყენ.. - ვიცი, მაგრამ რომ არ წავიდე არ გამოდის. ჩემი მეგობარი ლაშა ხომ იცი? მამამისი ჩამოვიდა გუშინ ავღანეთიდან და მან დაგვპატიჟა. - კარგი... - მიბრაზდები? - არა.. მიყვარხარ... - მეც, სულის გავლით გულამდე. - ასეთ სიტყვებს საიდან იგონებ? - სიყვარული მალაპარაკებს ასე. - რა დებილი ხარ.. ხატიამ გადაიკისკისა - რომ დავბრუნდები ერთად წავიდეთ ბათუმში და ზღვა ვნახოთ. - გაგიჟდი? ჯერ გაზაფხული წესივრად არაა შემოსული. ახლა იქ ეციება. - მერე რა. მე შენ გყავარ, შენ კი - მე. ერთმანეთს გავათბობთ. მხოლოდ მე და შენ, გინდა? ხატიამ ხელები მომხვია. - მინდა. - როგორ მიყვარხარ. - იცი, თვითმფრინავის ბიჭები გამახსენდა. გეგამ თინა ზღვაზე რომ წაიყვანა მაშინაც ძალიან ციოდა. მათი სიყვარული რაღაცნაირად ჰგავს ჩვენსას. - ჰოო... იმ განსხვავებით, რომ ჩვენ ძალიან ძალიან დიდხანს ვიქნებთ ერთად. - მაგის მეც მჯერა.. - მაშინ დამელოდე... - დაგელოდები ჩემო სიყვარულო... დიდხანს აღარ გავჩერებულვართ. გზაში ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი, რომ ხატია მაჩუქა. ხელიხელჩაკიდებულები მივუყვებოდით გზას, რომელიც არ ვიცოდით სად მიგვიყვანდა. მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ჩვენ ერთმანეთი გვყავდა. ახლა ეს იყო მთავარი. ------- - სად ხარ? - ბათუმს ვუახლოვდებით. - დაიღალე? - მგზავრობამ ცოტა დამღალა. - ვიცი მითხარი რომ ჩავალ დაგირეკავო, მაგრამ ვეღარ მოვითმინე. შენი ხმის გაგონება მინდოდა.. - სწორადაც მოიქეცი ჩემო პატარა. უკვე მენატრები. - მეც... - რას აკეთებ? - ჩაი დავადგი და წიგნის წაკითხვას ვაპირებ. - მოწყენილი ხარ? - ახლა არა, მააგრამ რომ გავთიშავ.... - რას შეგპირდი ხომ გახსოვს? - მაგას რა დამავიწყებს. - ზღვა, რომლის ბობოქარი ტალღების თავზე თოლიები დაფრინავენ. ირგვლივ სიჩუმე და მხოლოდ მე და შენ. - რომანტიულია.. - ხოო... რა წიგნს კითხულობ? - „მთვარის მოტაცებას“. - წინ დიდი სიამოვნება გელის. - ბევრი არ დალიო კარგი? - არ დავლევ.. - კაი უნდა წავიდე, ჩაი ადუღდა. - ხატია.. - რა იყო? - მიყვარხარ! - მეც... ძალიან... გელოდები... ხატიამ მობილური გათიშა ----- - გაგაღვიძე? - რამე მოხდა? ღამის 2 საათია. - არაფერი ჩემო სიყვარულო, უბრალოდ... - რა მოხდა? ნასვამი ხარ? - არა, საერთოდ არაფერი დამილევია. - აბა? - დაგირეკე რომ მეთქვა მიყვარხარ. - მაგის გამო დარეკე? - კი... - არანორმალური ხარ.. - ვიცი... - კარგად ხარ? - არა... - მაშინებ... - უბრალოდ ძალიან მომენატრე. - მეც, მაგრამ რას ვიზამთ? ცოტა უნდა მოვითმინოთ. - სათქმელად ადვილია. - დაიძინე, კარგი? ჩემი ხათრით. - კარგი. დროებით... - მიყვარხარ... - მეც... ----- - როგორ ხარ? - ახლა უკვე კარგად, შენ? - შესანიშნავად. - სად ხარ ახლა? - თბილისს ვუახლოვდები. - რა? თბილისს? რანაირად? - უშენობა ვეღარ ავიტანე ჩემო ერთადერთო.. მომენატრე.. - ღმერთო როგორ გამახარე. - ახლა გავთიშავ, სულ მალე გნახავ.. - გელოდები.. ხატიას მობილურში ზარი შედის, მაგრამ ეს მისი სიყვარული არ ყოფილა. - მობილურს რატომ არ პასუხობ? იცი რამდენჯერ დაგირეკე? - ხატია, ლაშა ვარ. - ლაშა? რა მოხდა, ლევანი სადაა? - ოღონდ არ ინერვიულო. ლევანი ავარიაში მოყვა და საავადმყოფოში მიგვყავს. - რაა? ღმერთო... როგორ არის? ცოცხალია? რა მოდა? - ხატია, მეც ბევრი არაფერი ვიცი. უბრალოდ მოდი, მისამართს მოგწერ. ხატიამ ტაქსი გააჩერა. ტირილისგან თვალები ჩაწითლებული ჰქონდა. 15 წუთში იმ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ლევანი სიკვდილს ებრძოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.