შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ძალა (8 თავი)


6-03-2016, 21:48
ავტორი Lonelygirl
ნანახია 1 885

დიდხანს ვიყავით ასე ერთად ამ საოცარ ადგილას. ულამაზესი იყო ირგვლივ ყველაფერი. ამასობაში შემოგვაღამდა კიდეც, თუმცა ვერც კი ვიგრძენით ისე სწრაფად გავიდა დრო.
-არ წავიდეთ?-წამოვაყენე წინადადება როცა მივხვდი, რომ თვითონ ამას არასოდეს მეტყოდა. მეც არ მინდოდა წამოსვლა, მინდოდა დრო გაჩერებულიყო, მაგრამ უკვე გვიანი იყო და სასწავლიც მქონდა.
-შეგვიძლია დავრჩეთ,- გამიღიმა,- თანაც სულაც არ მინდა სახლში წაგიყვანო,-მითხრა და ძალიან მაგრად მიმეხუტა.
-არც მე მინდა მაგრამ გვიანია უკვე,-მის მკლავებში მოქცეულმა ვთქვი.
-ერთი იდეა მაქვს,-სერიოზულად დაიწყო,-სულ ჩემთან წამოდი, შენებს დავურეკოთ და ვუთხრათ, რომ გამომყევი. აღარ მინდა შენთან განშორება,-დაასრულა მონოლოგი.
-კარგი რა, ნუ სულელობ, წავიდეთ,-პასუხს თავი ავარიდე, თან მეგონა რომ არც ისე სერიოზულად ამბობდა ამას.
-სერიოზულად გეუბნები მარიამ!-მის ხმაში გულწრფელობა იგრძნობოდა,-რამდენიმე დღეში სწავლა მეწყება და თბილისში წავალ. არ მინდა აქ დაგტოვო და წავიდე, შენთან მინდა, გესმის?
არ ვიცოდი რა მეთქვა, მეც მინდოდა მასთან ყოფნა და სულაც არ მსიამოვნებდა რომ უნდა წასულიყო და დავეტოვებინე, მაგრამ მისი იდეაც მიუღებელი იყო ჩემთვის, რადგან ჯერ სკოლა უნდა დამემთავრებინა.
-ჩემთან არ ხარ?-თემის შეცვლა ვცადე და ავდექი,-წავიდეთ რა, ადექი გვიანია უკვე.
-კარგი წავიდეთ,-თქვა და დაღონებული სახით წამოდგა. მიხვდა რომ ამაზე საუბარი არ მინდოდა.
მანქანაში ჩავსხედით და წამოვედით. არცერთი ხმას არ ვიღებდით. მე არ ვიცოდი რა მეთქვა. მის კითხვაზე პასუხი არ მქონდა.
-კითხვაზე არ მიპასუხებ?-ისევ თვითონ დაარღვია დუმილი.
-რა კითხვაზე?-არაფერი შევიმჩნიე, თითქოს ვერ ვხვდებოდი.
-კარგი რა, მარიამ!-წლიანი თვალებით შემომხედა,-ხომ იცი რაზეც ვამბობ. გითხარი შენთან მინდა მეთქი ყოფნა, სამუდამოდ და არც კი მიპასუხე.
-იქნებ არ ვიცი რა გიპასუხო,-სიმართლე ვუთხარი.
-არ გიყვარვარ?-საოცრად სევდიანი გამოხედვა ჰქონდა,-ან იქნებ არ მენდობი? არ ვიცი სხვა რა მიზეზი უნდა იყოს.
-არა, საქმე მაგაში არ არი,-გადავწყვიტე უნდა მეთქვა,-მისმინე, მე მიყვარხარ, ხომ იცი რომ ასეა? უბრალოდ არ მინდა ვიჩქარო. ჯერ სკოლაც არ დამიმთავრებია. არ მესმის ასე რატომ ასერიოზულებ ურთიერთობას.
-უბრალოდ შენთან მინდა,- საჭეს იყო ჩაბღუჯული,-მალე უნდა წავიდე უკან და არ მინდა აქ დაგტოვო.
-არც მე მინდა შენს გარეშე, მაგრამ სკოლა უნდა დავამთავრო, სულ რამდენიმე თვე დარჩა და მეც ჩამოვალ,-გავუღიმე,-მერე სულ ერთად ვიქნებით.
-აუ, მანამდე რა გაძლებს,-დაიწუწუნა.
-გეყოფა რა, ასე რატომ მაჩქარებ?-ცოტა გავბრაზდი,-ჩემი სულ არ გესმის? სკოლაში ვსწავლობ ჯერ.
-კარგი, ნუ ბრაზობ,-მიხვდა რომ გავბრაზდი,-არ გაჩქარებ, სანამ თვითონ არ გენდომება არაფერი იქნება, გპირდები. უბრალოდ შენს გარეშე ვერ გავძლებ თბილისში.
-ჩამოხვალ ხოლმე,-გამოსავალი ვიპოვე,-მეც ჩამოვალ ზოგჯერ და მალე გავა დრო.
ამასობაში ნაცნობი სილუეტები ვიცანი და მივხვდი რომ სახლთან ვიყავი. მანქანა გააჩერა და მომიბრუნდა. ჩემი ხელი ხელებში მოიქცია.
-ნუ მიბრაზდები,-თვალებში მიყურებდა,-მხოლოდ ის მინდა რომ შენს გვერდით ვიყო.
-არ ვბრაზდები, მეც მინდა შენთან, მაგრამ მეც უნდა გამიგო.
-მესმის ხოო,-ამოიხვნეშა,-მაშინ დამპირდი, რომ სულ გეყვარები და სანამ აქ არ ვიქნები არ დამივიწყებ.
-მაგას ვერ დაგპირდები,-ხუმრობა ვცადე მაგრამ მივხვდი, რომ სახე შეეცვალა და ამას განიცდიდა და ტონი შევცვალე,- კარგი ხო, ვხუმრობ, გპირდები, რომ სულ მეყვარები,-ვუთხარი და მისკენ გავიწიე რომ ჩავხუტებოდი, მაგრამ მან ჩემი ტუჩები იპოვა და მაგრად მაკოცა. ბოლოს როგორც იქნა მოვშორდი და მანქანიდან გადავედი. ისიც გადმოვიდა, ლოყაზე ნაზად მომეფერა და ჩამიხუტა.
-კარგი წავედი, ფრთხილად იარე, კარგი?-ვუთხარი და გამომშვიდობებისას ვაკოცე.
-მიყვარხარ!
-მეც!-მივაძახე უკვე კიბიდან და სახლში ავედი.
ემოციებისგან ვიყავი დაცლილი, ჩემი სახე ავტომატურად იღიმოდა. აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე და მალევე გამოვედი. წიგნებს მივუჯექი, მაგრამ ძალიან ვიყავი დაღლილი, ამიტომ სწრაფად დავამთავრე და დასაძინებლად დავწექი.
---------------------------------------------
ცოტა პატარა თავია ბოდიშით, დრო არ მაქვს ხოლმე. შემდეგში ვეცდები დიდი თავი დავდო, გპირდებით




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent