ის "თვითსიყვარულია"
შეიძლება დიდი ხანი გავიდეს იმის მერე რაც ბოლოს ნახე და შეიძლება სახეც დაგავიწყდეს, ცდილობ გაიხსენო დეტალურად და თავს ძალას ატან მაგრამ ზოგჯერ უშედეგოდ , შემდეგ კი ბრაზდები შენს თავზე, ეს როგორ მოგივიდა.. გავა რამდენიმე ხანი შენ თითქოს დაივიწყე(გგონია რომ დაივიწყე, მაგრამ ზუსგად ამ დროს სადღაც გადააწყდები და თითქოს ნაწილებად დაიშალე, აღარ იცი რა გააკეთო გაგიხარდეს თუ გეწყინოს, ჭრილობა რომ გაგიახლა, მაგრამ შენ ხომ არ გაქვს ამაზე ფიქრის დრო მთელი გონება მისკენ არის მიმართული სხეული კი თითქოს ნელნელა გიშეშდება, შენ მას არ უყურებ, (ცდილობ ყოველ შემთხვევაში) მაგრამ ის ხომ უკვე დაინახე... ამ წამის მეასედში მონატრება და სურვილი შენს სიამაყეს ფარავს, და მისკენ იხედები, იხედები და რაას ხედავ?! ისიც შენ გიყურებს ამ დროს ფიქრონ ეს რა გავაკეთეო მაგრამ გვიანაა, არ იცი რატომ გიყურებს, იქნებ.. მაგრამ ასეთიც არ არის ცხოვრება, რაც გინდა ყოველთვის ვერ მიიღებ იმას... უყურებ და დაუყოვნებლივ აცილევ თვალს, თვალები ცრემლით გევსება და ამავდროულად ბედნიერიც ხარ, რომ ის დაინახე ამდენი ხნის შემდეგ.. მთელი გზა იმ წამიერ მომენტზე ფიქრობ, თითქოს ჯადოსნურად გეჩვენება, არ გინდოდა რომ დასრულებულიყო მაგრამ, დროს უკან ხომ ვერ დააბრუნებ, ბედნიერი იყავი იმ მომენტში მაგრამ რაცუფრო შორს მიდიხარ მისგან და რაც უფრო გადის წამები, ის უფრო და უფრო გენატრება, საკუთარ თავს გამუდმებით უსვამ კითხვას :რატომმ?!!. რატომ არის ეს ცხოვრება ასეთი, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, მე ხომ უკვე მივეჩვიე მისგარეშე ყოფნას, ამდროს ცრემლები რიგრიგობით მოგორავენ თვალებიდან და რაც უფრო მეტ კითხვას უსვამ საკუთარ თავს მით უფრო გეტირება. არავინ არ იცის შენში რა ხდება, ამ დროს თავს მარტოსულად გრძნობ და სხვებს ადანაშაულებ ამაში, ადანაშაულებ იმაში, რომ თუნდაც გვერდით არ გიდგანან, არ გამშვიდებენ და ა.შ.. მაგრამ სინამდვილეში მათ ხომ არაფერი არ იციან. . . . . . ეს არაფერია, როგორმე გადაიტან ბოლო ბოლო ვიღაც მაინცარის შენს გვერით ფიზიკურად..დილას მაინც არის თუნდაც საღამოს...... აი ის არის საკითხავი ღამეს როგორ გადაიტან, ღამე, ეს ის გარდამტეხი დროა როცა ადამიანი ფიქრდება იმაზე რაზეც არასდროს, ან ყოველ შემთხვევაში დღისით მაინც არ უფიქრია, რადგან, დღე მაინც ხმაურიანია, ცოცხალი, თითქოს ჩქეფს და საშუალებას არ გაძლევს რაიმეზე ღრმად ჩაფიქრდე, ღამე კი, თითქოს ყველაფერი ჩამკვდარაო, თითქოს ყველაფერთან ერთად დროც გაჩერდაო, ამ დროს საკუთარ თავთან სრულიად მარტო რჩები , და აი ამ დროს ჩაფიქრდები ყველაფერზე... P. S ეს ჩანახატი 2019 წლის ივნისში დავწერე, ზუსტად ის აღვწერე რაც იმ დღეს ვიგრძენი და განვიცადე.. ???? მადლობა, რომ დრო დამითმეთ???? თუ დაგაინტერესებთ, შემიძლია კიდევ შემოგთავაზოთ შეგიძლიათ აზრი კომენტარებძი დააფიქსიროთ???????? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.