შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ამბავი (III)


10-03-2020, 22:14
ავტორი love-evol
ნანახია 937

მერე იყო წუთები, რომლის გახსენებაც ამდენი წლის გასვლის შემდეგ ხატიას მაინც უმძიმდა. არაფერი ახსოვს დღემდე... როგორ მივიდა ტაქსით საავადმყოფოში თავის მომაკვდავ სიყვარულთან. ახსოვს მხოლოდ ფრაგმენტები, ლაშასა და ლევანის სხვა მეგობრების გამამხნევებელი სიტყვები, რომლებიც ეუბნებოდნენ რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
როცა ხატია საავადმყოფოში მივიდა, ლევანს უკვე ოპერაციას უკეთებდნენ. ექიმები ბევრს არაფერს ამბობდნენ, მაგრამ მდგომარეობა მძიმე იყო.

- ხატია!
- ღმერთო ჩემო, ლაშა! ეს როგორ მოხდა? ან ახლა როგორაა?
- დამშვიდდი. ბევრი არც მე ვიცი. არ ვიცოდი, რომ შენთან წამოსვლას აპირებდა. გზიდან დამირეკა და მითხრა ხატიასთან უნდა წავიდეო. ვერაფრით შევაჩერეთ.
- ექიმები რას ამბობენ?
- მრავლობითი მოტეხილობააო.
- ო, ღმერთო! ეს ჩემი ბრალია..
- არა, ამას ნუ ამბობ. შენ არაფერ შუაში ხარ.
- როგორ არა. გამუდმებით ვურეკავდი და ვეუბნებოდი მენატრები-მეთქი. ჩემს გამო წამოვიდა...
- ხატია, მისმინე.. ეს... ეს უბედური შემთხვევა იყო.
- მის დაკარგვას ვერ გადავიტან ლაშა.. ვერაფრით...
- ამაზე არც იფიქრო... გულშიც არ გაივლო. არ მიგვატოვებს.

მაგრამ იმედი ვერაფერს შველოდა. სამი დღის შემდეგ ლევანი კომაში ჩავარდა. ამ მდგომარეობაში ის ერთი წელი იყო და ამ ერთი წლის განმავლობაში ხატიას წამითაც არ დაუტოვებია ის. უცქერდა ლევანის სხეულს, მის თავთან დამონტაჟებულ ეკრანებს, რომელიც მის გულისცემას აჩვენებდა და ფიქრობდა ზღვაზე, ბობოქარ ზღვაზე, რომლის თავზეც თოლიები დაფრინავდნენ.
საავადმყოფო ერთი წლის განმავლობაში ხატიას მეორე სახლად იქცა. აქ ეძინა, აქ საუზმობდა და თქვენ წარმოიდგინეთ უნივერსიტეტის დავალებებსაც აქ ასრულებდა. სამედიციონო პერსონალს ხშირად შეუნიშნავს ხატია, რომელსაც თავი ლევანის გულზე ედო და რაღაცას ჩურჩულებდა. მეტიც, ლევანის პირადმა ექიმმა თავად მოისმინა სიტყვები, რომელიც ხატიას ბაგეებს დასცდა - „ ვიცი, რომ გაიღვიძებ ჩემო სიყვარულო, ვიცი... ვერაფრით ვწყვეტ ფიქრს ზღვაზე“. ეს ზღვა რაღა შუაშიაო უთქვამს ექიმს, მაგრამ რომც აეხსნა, მაინც ვერ გაიგებდა. ბევრის თქმით, ლევანი მდგომარეობიდან სწორედ ხატიას თავგანწირულმა სიყვარულმა გამოიყვანა.
ეს შემთხვევა ზოგმა ბედისწერად მონათლა, ზოგმაც - ღვთის სასწაულად. ლევანი ერთი წლის შემდეგ გამოვიდა კომიდან, ზუსტად იმ დღეს, როცა ბათუმიდან ხატიასთან მოიჩქაროდა.
24 მაისი. ორშაბათი. დილა. 10 საათი. ხატია საავადმყოფოში მიიჩქარის. პალატის კარი იღება. არაფერი. სურათი უცვლელი. აპარატის გულისგამაწვრილებელი ზუზუნი და მასზე მიერთებული ლევანი. – „გამარჯობა ჩემო სიყვარულო“. ხატიამ სკამი საწოლთან ახლოს დადგა. ლევანის ხელს თავისი ხელი მოჰკიდა. მეგობართან უნდა დაერეკა გამოცდების ამბის გასაგებად. მოულოდნელად ხელში, რომლითაც ლევანის ხელი ეკავა, ბიძგი იგრძნო. შემდეგ კიდევ.. ხატიას მობილური ხელიდან გაუვარდა. საწოლის თავთან არსებული ღილაკით სასწრაფოდ ექიმი გამოიძახა. ლევანმა თვალი ექიმის შემოსვლამდე გაახილა. რამდენიმე წამი მისი თვალი მხოლოდ ერთ ადგილს უცქერდა, შემდეგ კი ფრთხილად მოატრიალა თვალები ხატიასკენ. წამით ხატიას მოეჩვენა, ლევანმა ვერ მიცნოო, მაგრამ მისი თვალიდან გამოჟონილმა ცრემლმა მისი აზრი უკუაგდო. ხატიამ მისთვის სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო. პალატაში სხვა კოლეგებთან ერთდ მთავარი ექიმი შემოვიდა. ხატიას პალატის დატოვება მოსთხოვეს, რადგან პაციენტს სხვადასხვა სახის ანალიზი ესაჭიროებოდა.
დრო უსაშველოდ იწელებოდა. მთელი ორი დღე ხატიას ლევანი თვალითაც არ უნახავს. მესამე დღეს მას პალატაში შესვლის უფლება მისცეს. ხატია თითქოს სხვა პალატაში აღმოჩნდა. აღარ დახვდა საწოლის თავთან დამონტაჟებული ეკრანები, რომელზეც ლევანი იყო მიერთებული. – „მხოლოდ ათი წუთი გაქვს, მისი გადაღლა არ შეიძლება“ - უთხრა ექიმმა. ხატიამ ვერაფერი უპასუხა, ყელში ცრემლის ბურთი ჰქონდა გაჩხერილი.
- ლევან....
- გამარჯობა, ჩემო ფერია. - ლევანი ჩურჩულით საუბრობდა. ჯერ კიდევ სუსტად იყო.
- როგორ ხარ?
- ახლა უკვე უკეთ..
- ღმერთო არც კი მჯერა... იმდენი ხანი გავიდა..
- გთხოვ ნუ ტირი..
- მაპატიე, ძალიან გთხოვ.. - ხატია ტირილს ვერ იკავებდა. - მე ჩაგაგდე ასეთ დღეში.
- არა.. ამას ნუ ამბობ ხატია..
- ხო მაგრამ ასეა.
- არა ჩემო პატარა.. ეს არავის ბრალი არაა. - ლევანმა ხატიას ხელი მოჰკიდა.
- იცი როგორ მენატრებოდი?
- ექიმმა მითხრა ერთი წელი იყავი კომაშიო.
- კი. ერთი წელი.. არც კი იცი რა გამოვიარე..
- ვიცოდი, რომ აქ იყავი. ვგრძნობდი, მაგრამ ვერ ავხსნი ეს როგორ ხდებოდა. უბრალოდ ვიცოდი, რომ ჩემს გვერდით იყო ადამიანი, რომელიც სამყაროს მირჩევნია.
- მიყვარხარ... ვერც კი წარმოიდგენ ისე ძალიან.. - მათი ბაგეები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.
- იცი ხატია, მგონია რომ ეს გამოცდა იყო.
- რა გამოცდა?
- მგონია, რომ ყოველი ადამიანის სიყვარულს ბედი გამოცდას უწყობს. თუ მათ ეს ბარიერი წარმატებით გადალახეს, მაშინ ისინი სამუდამოდ ერთად იქნებიან.
- ანუ ჩვენ გამოცდა ჩავაბარეთ ხომ?
- ფრიადზე.
მოულოდნელად ლევანს სუნთქვა გაუჭირდა.
- კარგად ხარ? ახლავე ექიმს მოვიყვან.
- საჭირო არაა, კარგად ვარ.
- კი მაგრამ...
- ხატია! მართლა კარგად ვარ.. ჩემთან დარჩი, კარგი?
- კარგი ჩემო სიყვარულო.
- ძალიან ლამაზი ხარ!
- მრცხვენია ხოლმე ასეთ რამეებს რომ მეუბნები.
- ვიცი, - ლევანს გაეღიმა. - წითლდები ხოლმე და ამ დროს უფრო ლამაზი ხარ.
- დებილო!
- ახლოს მოდი ჩემთან..
ხატია ლევანს გვერდით მიუწვა.
- ცივი ხელები გაქვს.
- არაფერია..
- მე გაგათბობ..
- რომ გამოვკეთდები.. - ლევანს ხმა ჩაუწყდა.
- რისი თქმა გინდა ჩემო სიყვარულო?
- გახსოვს რას დაგპირდი?
- კიდევ გახსოვს?
- კი.
- საჩქარო არაა, მთავარია მალე გამოკეთდე.
- ხომ წამოხვალ?
- წამოვალ...
- სანამ სეზონი დაიწყება მანამდე.
- კარგი..
- წარმოიდგინე რა მაგარი იქნება. მხოლოდ მე და შენ..
- და კიდევ ზღვა..
- ჰო, ზღვა..
- და თოლიები.
- თოლიებიც..
ხატიამ ლევანს თავი მხარზე დაადო.
- მიყვარხარ... - ყურში უჩურჩულა.
ლევანმა შუბლზე აკოცა
- მეც ჩემო ფერია.
- ასე მგონია სიზმარში ვარ. არ მინდა გავიღვიძო.
- აღარასდროს დაგტოვებ მარტო.
- მპირდები?
- გპირდები...

ათ წუთში პალატაში მთავარი ექიმი შემოვიდა. ხატიას იქ ყოფნა აღარ შეიძლებოდა. პალატაში შესულს გულისამაჩუყებელი სურათი დახვდა. საწოლზე მყოფი ლევანი, რომელსაც ერთ ხელში გადასხმას უკეთებდნენ, მეორე ხელი კი ხატიასთვის ჰქონდა შემოხვეული. ხატიას თავი კვლავ ლევანის მხარზე ედო. ორივეს ეძინა და ვინ იცის, რა ფერად სიზმრებს ხედავდნენ. – „სიყვარული...“ - ჩაილაპარაკა ექიმმა და პალატიდან გამოვიდა.
- დარჩენის უფლება მიეცით, ზურა ექიმო?
არაფერი უპასუხია.. მის თვალებზე ცრემლები იკაფავდნენ გზას...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent