ერთხელ მასაც კი შეუყვარდა 2
- ხააატოოოოო ჩამოვედიიით ! - ნია დიდის ამბით , ყვირილ ყვირილით შევარდა ოთახში და საყვარელი მეგობარი ლამის გაჭყინტა . - როგორ ხარ პატარა ? - ხატიამ მთელი გრძნობით ჩაიკრა ნია გულში - გოგო რავიცი ძალიან კარგად ვგრძნობ თავს მითუმეტეს იმ ამბების შემდეგ . გარეთ ვიღაცის მანქანა დგას . ჰა ხატო ვის მალავ ? სად არის ? - ნიამ სიცილით „იდუმალ ბიჭს“ დაუწყო ძებნა , როდესაც უკან ბექა მოადგა სიტყვებით : ჩემი მანქანაა. ნია ჯერ შიშისგან შეხტა , შემდეგ ხატიას გახედა და წამოიძახა : ვაიმე წყალი !!! ბექამ და ხატიამ კარგა ხანს იცინეს ამაზე . ბოლოს როცა გული მოიჯერეს ხატია ნიას მიუბრუნდა და უთხრა : გოგო ეს ისაა ! ის ბექა ! -უი შენ ის ხარ ? სასიამოვნოა - ნიამ გაიღიმა და ხელი გაუწოდა ბექა ცოტახანს გაკვირვებული უყურებდა გოგონებს , შემდეგ ნიას ხელი ჩამოართვა , თან ხატიას ჰკითხა : ვინ ის ვარ გოგო ნუ გამაგიჟებ ? -ოოო ! ადრე , სანამდე ცოლს მოიყვანდი ნიას ვეუბნებოდი კარგი ბიჭი უნდა გაგაცნოთქო და გულში იმდენად ჩაყვა ღამე დაესიზმრე რამდენჯერმე - ხატია ! ნიამ ნაწყენად უჩქმნიტა მეგობარს , თუმცა ვერ გაეგო რაზე უფრო იყო ნაწყენი , იმაზე ,რომ ხატიამ საიდუმლო გასცა , თუ იმაზე , რომ ბექას , სწორედ იმ ბექას , ვის გაცნობაზეც ყოველთვის ოცნებობდა ცოლი მოეყვანა . - თქვენ გაიხარეთ გოგონებო რა კარგად გამაცინეთ - ბექა ხარხარს ვერ იკავებდა. -კაი გეყოთ ! - გულნატკენმა ნიამ ბარგს მოკიდა ხელი და ოთახში შეიტანა. - რა დაემართა ამ გოგოს ? - ბექამ ჩუმად კითხა ხატიას. -უწევს ამ დროს - ხატიამ ხუმრობაში გადაუტანა ბექას კითხვა , თუმცა თვითონაც ძალიან აინტერესებდა ნიას , აქამდე უცნობი და ძალზედ გასაკვირი ქცევა. ეს სიტუაცია ნათიას შემოსვლამ ცოტათი ჩაახშო. იგი მივიდა ბექასთან გადაეხვია , მუჯლუგუნიც უთავაზა , შემდეგ ხატიასთან მივიდა , ლოყები დააწელა , მოესიყვარულა და თქვა : მოკითხვას მერეც მოვასწრებ ეხლა ის დავგეგმოთ ჩუმად რას ვშვრებით ბავშვებო ხვალისთვის ? გოგონების ათასი იდეის მიუხედავად , ყველაზე კარგი ბექასი აღმოჩნდა. -მოკლედ გოგონებო ეხლა მე ქალაქისკენ გავალ საღამომდე ვიყიდი ყველაფერს , მანამდე თქვენ სიმღერა მოამზადეთ ! - მოიცა ჩვენ უნდა გამოგყვეთ რაღაცეების საყიდლად ეგრე რა გამოდის ? - ხატია გაკვირვებული უყურებდა ბექას -ნიას დაბადებისდღე ჩემზეა- გოგონებს ეშმაკურად ჩაუკრა თვალი და ისე , რომ მათ სიტყვის თქმა არ აცადა მანქანისკენ გაეშურა . - ხატია არ მომწონს ამ ბიჭის ცანცარი - ნათიამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი -მაგარ შარში ვართ შენ თავს ვფიცავარ ნათი ! ნია წამოწოლილი იყო და მეათასედ უსმენდა თავის საყვარელ სიმღერა : Russ - Got It Good-ს , როდესაც მასთან გოგონები შევიდნენ ,აქეთ იქედან მიუწვნენ და ინტერესის თვალებით დაუწყეს ყურება. -აუ ჰო კარგი მომეწონა ვაღიარებ , მაგრამ ეს ცოლი? მეღადავებით? -ნია მისმინე ! ცოლს დაშორდა ბექა ,თუმცა ეს უფლებას არ გაძლევს მას სხვანაირად შეხედო- ნათიამ ცივად მიუგდო სიტყვები. -ნია მისმინე! ბექას ცხოვრება ერთი დიდი ისტორიაა ,რომელშიც ყველა გოგო დაჩაგრულია გესმის ? საკმარისია რამე შეგატყოს ეგრევე დაცინვით დაგიწყებს ყურებას- დაუმატა ხატიამ. -ოო არაფერს არ ვაპირებ გოგონებო მართლა , უბრალოდ მომეწონა , გამივლის. -ჩვენ გაგაფრთხილეთ!- გოგონებმა ერთხმად მიუგეს და ოთახნიდან გავიდნენ. დარჩა ნია საყვარელ სიმღერასთან მარტო ... თავის თავთან მარტო...ბექასთან მარტო... -ან მეგობრობა ან უბედურება !- ნია სარკეში მონოლოგი შეუდგა. -ან მეგობრობა ან უბედურება ? დაე იყოს უბედურება - ბოლოს წარმოთქვა სიტყვები და ოთახიდან გავიდა , სადაც ბექა ვეღარ შეამჩნია . გულში თითქოსდა რაღაც ჩაწყდა ,მაგრამ არ შეიმჩნია და გოგონებს გვერდით მიუჯდა .სწორედ იმ გოგოებს , რომლებმაც ყველაფერს ძალიან კარგად მიხვდნენ და უკმაყოფილო სახით გადახედეს ნიაკოს . ... ... ვინ იყო ნია არეშიძე ? გოგონა -ყველაზე ჯიუტი ხასიათით . გოგონა -მოსიარულე ეგოისტობა , მესაკუთრეობა ,თუმცა გოგონა- მოსიარულე პოზიტივი, სიკეთე, ჰუმანურობა . გოგონა - მოსიარულე მათემატიკაც , ფიზიკაც ზედმეტსახელებით - ნიანშტაინი , პითაგორა , კოსინუსა , სინუსა . გარეგნობა ?- არაფრით გამორჩეული თუ არაფერს ვიტყით ეშხიანობაზე. რომ კითხოთ რაზე გიჟდება გეტყვით : შოკოლადი . კიდე მათემატიკა ფიზიკა და ფეხშიშველა სიარული . მოკლედ ვერავინ გაიგებს მის ყველა თვისებას თუნდ უცნაურს , თუნდ დადებითს , თუნდ უარყოფითს .ისინი ხომ ასე ბევრია. __________________ მაპატიეთ ბავშვებო დიდი ხნის ლოდინისთვის. იმედია მოგეწონებათ ეს თავიც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.