სახეცვლილი ნახშირბადი
2:00 წუთი განუძრევლად ვწევარ, თითქოს ვენებში ცხელი წყალი შეგიყვანესო და იწვი . იწვი არა ერთიანად არამედ ნაკუწებად თითვეული ძარღვი იმდენად გიწვავს ხორცს კანს რომ ჭკუიდან იშლები. 2:17 წუთი გულის უკმარისობა, სისუსტე , პულსი 200 წნევა 90-60 ფიქრობ გული ჩერდება თუ გასკდომას აპირებს თავისი სწრაფი რითმებით. 2:19 წუთი წუთებს ითვლი რამდენი ხანია საჭირო ბოლო ფაზამდე მისასვლელად იქნებ უტანჯველად დახუჭო თვალები ან იქნებ შენი ბედისწერაა ტანჯვა . იქამდე გაწამებს სანამ სული საკუთარი ნებით არ ამოვა სხეულიდან. 2:21 წუთი ოჰ! ჯანდაბა ყელამდე მოაღწია იმდენად ცხელია ვგრძნობ რომ ხმას მართმევს ყვირილის ხმას მიხშობს . ეს უკვე გაუსაძლისია ყოველი წუთი ერთმანეთზე მიყოლებით უარესია. ტემპერატურა 40-ს გადააჭარბა საით მიდის ნუთუ თვითაალებისკენ , და მეც ვიჯერებ რომ მილიონი ადამიანიდან მე მერგო ბედი გამომეცადა ეს გრძნობა. 2:24 ფსიქიკა დარღვეულია გრძნობა მაქვს თითქოს ვირტუალურ სამყაროშივარ , თვალის ფერადობამ გადააჭარბა არა იქნებ ეს დასასრულია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.